მესტიის მუნიციპალიტეტში, უნიკალური არქიტექტურის ქორწინების სახლი აშენდება. პროექტის დაწყებას საფუძველი, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, იუსტიციის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სიმბოლური კაფსულის ჩაშვებით ჩაუყარა. მესტიის ქორწინების სახლის არქიტექტურული პროექტი ქართველი არქიტექტორის მიერ არის შექმნილი და სრულად ერწყმის სვანეთის უნიკალურ გარემოსა და ტრადიციულ არქიტექტურულ სტილს. პროექტმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. მესტიის ქორწინების სახლის კონცეფცია გახდა ორი პრესტიჟული საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებული. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ „Japan International Design Award“-ზე პროექტმა გაიმარჯვა ნომინაციაში „ქვეყნის ისტორიულ მოტივებზე შექმნილი საუკეთესო საკულტო არქიტექტურა“, ხოლო იტალიის დედაქალაქ რომში ჩატარებულ „Rome Design Award“-ზე – ნომინაციაში „კონცეპტუალური დიზაინი“. ახალი ქორწინების სახლი ხელს შეუწყობს როგორც სახელმწიფო სერვისების რეგიონებში განვითარებას, ისე მესტიის, როგორც საერთაშორისო ტურისტული დანიშნულების ადგილის, კიდევ უფრო გაძლიერებას. ქორწინების რეგისტრაციის სერვისით ისარგებლებენ როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რაც რეგიონს დამატებით ტურისტულ პოტენციალს შესძენს. პროექტი სრულად შეესაბამება რეგიონული განვითარების პოლიტიკის მიზნებს და ითვალისწინებს თანამედროვე სახელმწიფო ინფრასტრუქტურის შექმნას, რომელიც მოქალაქეებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომ, ხარისხიან და კომფორტულ მომსახურებას უზრუნველყოფს. ქორწინების სახლი მესტიაში, ცნობილი ქართველი პოეტის, რევაზ მარგიანის ქუჩაზე აშენდება. ახალ შენობაში ასევე განთავსდება რევაზ მარგიანის სახელობის სახლ-მუზეუმი, რაც პროექტს დამატებით კულტურულ მნიშვნელობას შესძენს. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კატეგორია: მთავარი ამბები
დავით ქართველიშვილი: უკრაინული საზოგადოება ხელისუფლებას სიგნალს უგზავნის- ხალხი ჯერ კიდევ მზად არის სახელმწიფოს გვერდით დადგეს, მაგრამ სულ უფრო ნაკლებად არის მზად უსასრულო მობილიზაციისა და ომის ტვირთის ასატანად
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და წერს, რომ ტრამპი-ზელენსკის…
საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი, ჟენევაში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ასამბლეის ფარგლებში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი, ჟენევაში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ასამბლეის ფარგლებში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე…
ცოტნე ანანიძე: უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის რეფორმები უკრაინაში ჩანს თვალნათლივ, მათ შორის, კორუფციის ნაწილში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ სთავაზობს,…
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში კულტურის სახლის განახლების მეორე ეტაპი დასრულდა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში კულტურის სახლის განახლების მეორე ეტაპი დასრულდა. შესრულებულ სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ…
ComCom-ის თავმჯდომარემ კომისიის წევრთან ერთად WSIS 2026 სამიტში მიიღო მონაწილეობა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ ComCom-ის დელეგაციასთან ერთად,ჟენევაში გამართულ ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტის (WSIS) 2026 წლის…
ზურაბ ქადაგიძე: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გაცილებით მეტია, ვიდრე ინფრასტრუქტურული პროექტი. როცა სახელმწიფო სტრატეგიულ ობიექტებში გადამწყვეტ როლს ინარჩუნებს, ის იცავს არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ ეროვნულ ინტერესებსაც
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობასა და მთავრობის…
ინვესტიციების მოზიდვით საქართველოს მთავრობა მსოფლიოში მე-12 ადგილზეა
ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, ინვესტიციების მოზიდვის გლობალურ რეიტინგს აქვეყნებს. https://chandlergovernmentindex.com/countries/georgia/ საქართველოს მთავრობამ…
გურამ მაჭარაშვილი: საქართველოს მიმართ ხორციელდება თავდასხმები საერთაშორისო გაერთიანებების მხრიდან, მაშინ როცა, მათივე კვლევითი ინსტიტუტები დადებითად აფასებენ საქართველოს განვითარებას
„საქართველოს მიმართ ხორციელდება თავდასხმები საერთაშორისო გაერთიანებების მხრიდან, მაშინ როცა, მათივე კვლევითი ინსტიტუტები დადებითად აფასებენ ქვეყნის განვითარებას-…
გურამ მაჭარაშვილი: „ლელოს” წევრები საკუთარ თავს „ტოპ ტვინებს“ უწოდებენ და თავის გონებაში დაასკვნეს, რომ თურმე საქართველოს არ აქვს იმდენი შესაძლებლობა, რომ სტრატეგიული ობიექტი ააშენოს და, მით უმეტეს, თავად მართოს – სწორედ ეს არის მონური აზროვნება
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი „ლელოს“ წარმომადგენლების მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.…
ირაკლი კობახიძე – ტარიელ ჭანტურიამ თავისი ნიჭიერებითა და წერის განსაკუთრებული მანერით მკითხველის დიდი სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა, ვუსამძიმრებ ოჯახსა და ახლობლებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პოეტ ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, ტარიელ ჭანტურიამ…
ბაჩო ოდიშარია: თანამედროვე ქართულ პოეზიაში, იმაზე კომპლექსური, საინტერესო, მხიარული და ანალიტიკური შემოქმედი, ვიდრე ტარიელ ჭანტურიაა, მეორე არ მახსენდება – დღეს მგოსანმა მარადისობაში გადაინაცვლა
თანამედროვე ქართულ პოეზიაში, იმაზე კომპლექსური, საინტერესო, მხიარული და ანალიტიკური შემოქმედი, ვიდრე ტარიელ ჭანტურიაა, მეორე არ მახსენდება,…
ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურში სოციალური სახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლების მშენებლობა გრძელდება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე რეგიონის ჯანდაცვის მინისტრთან, ნინო ნიჟარაძესთან…
საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები საქართველოს განვითარების დინამიკას და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მაღალ შეფასებებს აძლევენ
„საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები საქართველოს განვითარების დინამიკას და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მაღალ შეფასებებს აძლევენ. ეს კიდევ…
ავსტრალიური Travel + Luxury საქართველოზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს
ავსტრალიურმა გავლენიანმა მედიაპლატფორმამ Travel + Leisure Australiaსაქართველოსა და თბილისს ვრცელი სტატია მიუძღვნა. ჟურნალისტისაქართველოში საქართველოს ტურიზმის ეროვნული…