ირაკლი კობახიძე -ზუსტად ისევე უნდა  გავუფრთხილდეთ სასამართლოს დამოუკიდებლობას, როგორც ვუფრთხილდებით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საკუთარი სამშობლოს, ქვეყნის წინაშე

ზუსტად ისევე უნდა გავუფრთხილდეთ სასამართლოს დამოუკიდებლობას, როგორც ვუფრთხილდებით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საკუთარი სამშობლოს, ქვეყნის წინაშე, – ამის შესახებ  საქართველოს  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  კობახიძემ  უზენაეს სასამართლოში, მოსამართლეებთან  და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.  მთავრობის მეთაურის თქმით,  სასამართლოს დამოუკიდებლობა არის ქვეყნის დამოუკიდებლობის და სახელმწიფო სუვერენიტეტის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი. „სასამართლოს დამოუკიდებლობა არის ქვეყნის დამოუკიდებლობის და სახელმწიფო სუვერენიტეტის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი  და ატრიბუტი. აქედან გამომდინარე, ჩვენ სასამართლოს დამოუკიდებლობას უნდა გავუფრთხილდეთ ზუსტად ისე, როგორც ვუფრთხილდებით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტს. არავითარი განსხვავება არ არის ამ კუთხით. ზუსტად ისევე უნდა გავუფრთხილდეთ სასამართლოს დამოუკიდებლობას, როგორც ვუფრთხილდებით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საკუთარი სამშობლოს, ქვეყნის წინაშე. მთავრობა არის მზად, მაქსიმალური მხარდაჭერა გაუწიოს სასამართლო ხელისუფლებას. იქნება ეს ფინანსური, მატერიალური კუთხით, გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა ამ საკითხებთან დაკავშირებით და მაქსიმალური გულისხმიერებით მოვეკიდებით თითოეულ საკითხს, რომელიც დაისმება სასამართლო ხელისუფლების მხრიდან. გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა. კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ მადლობა, რომ ემსახურებით სახელმწიფოს, იმისათვის, რომ ემსახურებით სამართალს. ძალიან დიდი პატივია ჩემთვის თქვენთან შეხვედრა, კიდევ ერთხელ მადლობა თქვენს მიერ გაწეული და მომავალში გასაწევი საქმიანობისთვის. თქვენზე დგას ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ეფექტიანობის შემდგომი განმტკიცება და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც გვექნება მუდმივი პროგრესი ამ მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა.

ნინო ფოჩხუა: ტრამპიც ბრმა იარაღია “დიფ სტეიტისთვის”. გამომდინარე აქედან, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ჩვენი “მეგობრობა” გადაიტვირთება ამერიკასთან

ზაზა შათირიშვილის გუშინდელი ანალიზი ეხებოდა აშშ-ში მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ, “დიფ სტეიტის” რებრედინგს და აქედან განვითარებულ მოვლენებს.…

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს განცხადება

საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვინდა, გაცნობოთ, რომ რძე და რძის პროდუქტები, რომელიც მიეწოდება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს,…

პრემიერი გრიგოლ ლილუაშვილზე – იყო განსხვავებული შეხედულებები, რომლებიც არსებითად დაკავშირებული იყო კონკრეტული კადრების მიერ სამინისტროს ფუნქციების ამა თუ იმ ფორმით შესრულებასთან, გვქონდა აბსოლუტურად ჯანსაღი დიალოგი და ერთობლივად მივედით ამ გადაწყვეტილებამდე

იყო სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, მოადგილეების თემა, რაზეც გვქონდა განსხვავებული შეხედულებები გრიგოლ ლილუაშვილთან, თუმცა გვქონდა აბსოლუტურად…

ზაალ მიქელაძე: მისასალმებელია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტებით გამკაცრდება ნარკოტიკული საშუალებების, ახალი ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებების რეალიზაცია-გასაღების წინააღმდეგ ბრძოლა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე ნარკოპოლიტიკის გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილებას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს,…

ირაკლი კობახიძე- რომ არა მოსამართლეები, რომლებიც კეთილსინდისიერად ემსახურებით სასამართლო სისტემას, სამართალს ჩვენს ქვეყანაში, ამ მასშტაბის ცვლილებები არ დადგებოდა – მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, თქვენი წვლილისთვის დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღების საქმეში

რომ არა მოსამართლეები, რომლებიც კეთილსინდისიერად ემსახურებით სასამართლო სისტემას, სამართალს ჩვენს ქვეყანაში, ამ მასშტაბის ცვლილებები არ დადგებოდა – კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, თქვენი წვლილისთვის იმ საქმეში, რასაც ჰქვია დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ უზენაეს სასამართლოში, მოსამართლეებთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.  მთავრობის მეთაურის თქმით,  არსებული ხელისუფლების პირობებში  ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით და ერთ-ერთი ყველაზე  გამორჩეული მიღწევა უკავშირდება სწორედ სასამართლო სისტემაში მდგომარეობის გაჯანსაღებას. „ჩემთვის ძალიან დიდი პატივია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან, მოსამართლეებთან შეხვედრა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში არის ფუნდამენტური ცვლილებები  განხორციელებული დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით და ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული  მიღწევა უკავშირდება  სწორედ სასამართლო სისტემაში მდგომარეობის გაჯანსაღებას და ამ შედეგში თითოეული თქვენგანის წვლილი განსაკუთრებულია. რომ არა მოსამართლეები, რომლებიც კეთილსინდისიერად ემსახურებით სასამართლო სისტემას, სამართალს ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ამ მასშტაბის ცვლილებები არ დადგებოდა. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, თქვენი წვლილისთვის იმ საქმეში, რასაც ჰქვია დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება, ადამიანის უფლებების უკეთ დაცვა. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც გვექნება ძალიან ბევრი წარმატებები და მუდმივი პროგრესი ამ მიმართულებით”, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრად  დაინიშნება ბატონი კახაბერ გულედანი

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრად დაინიშნება ბატონი კახაბერ გულედანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის  ადმინისტრაციაში გამართულ  ბრიფინგზე განაცხადა.პრემიერის თქმით, კახა გულედანს აქვს მართვის და რეგიონულ საკითხებზე მუშაობის ძალიან ფართო გამოცდილება. „რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციების საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს შექმნის შესახებ. გარდა ამისა, განვაცხადეთ, რომ აღნიშნულ თანამდებობას ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი დაიკავებდა. გასული დღეების განმავლობაში გვქონდა კონსულტაციები გრიგოლ ლილუაშვილთან და გაირკვა, რომ ჰქონდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის, სამინისტროში გასატარებელ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი აღარ დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. ამ გადაწყვეტილებამდე მივედით ჩვენ ერთობლივად. საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრად დაინიშნება ბატონი კახაბერ გულედანი. კახა გულედანს აქვს მართვის და რეგიონულ საკითხებზე მუშაობის ძალიან ფართო გამოცდილება. წლების განმავლობაში ის მუშაობდა ჯერ კერძო სექტორში, 2016-2017 წლებში ის იკავებდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა  და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას. მოგვიანებით,  ის იყო სამგორის რაიონის გამგებელი, ქალაქ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი. კახა გულედანი დღემდე იკავებდა თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას. მე მინდა წარმატებები ვუსურვო  კახა გულედანს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე  – ცაჰკნამაც თავის საკუთარ ქვეყანას უნდა მიხედოს, რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას,  ვფიქრობ, რომ აქ რაიმე ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ

ცაჰკნა არის  Deep State-ის დავალების ერთ-ერთი შემსრულებელი, რომელიც ახმოვანებს ხოლმე, თავისი აზრით, დამაშინებელ გზავნილებს, თუმცა ამით…

ირაკლი კობახიძე – მთავარი მიზეზი, რატომაც არ მიდიან პარლამენტში, საგამოძიებო კომისიაში, არის ის, რომ მათ არ აქვთ პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც სხდომაზე აუცილებლად დაისმება

მთავარი მიზეზი, რატომაც არ მიდიან პარლამენტში, საგამოძიებო კომისიაში, არის ის, რომ მათ არ აქვთ პასუხები იმ…

ირაკლი კობახიძე – ანრი ოხანაშვილს აქვს მრავალფეროვანი გამოცდილება  და არის უაღრესად კეთილსინდისიერი ადამიანი,ეს კრიტერიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო  უსაფრთხოების სამსახურში

ანრი ოხანაშვილს აქვს მრავალმხრივი და მრავალფეროვანი გამოცდილება და არის უაღრესად კეთილსინდისიერი ადამიანი, ეს კრიტერიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელს შემდეგი 6 წლის განმავლობაში წარმატებები უსურვა. „ყოველთვის არის ორი ძირითადი კრიტერიუმი, ეს არის კომპეტენცია და კეთილსინდისიერება. ამ ორივე კუთხით, ანრი ოხანაშვილი არის აბსოლუტურად გამორჩეული. ის არის ძალიან კომპეტენტური, მას აქვს დიდი გამოცდილება, მრავალმხრივი და მრავალფეროვანი გამოცდილება და ის არის უაღრესად კეთილსინდისიერი ადამიანი. ეს კრიტერიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. არა მარტო ძალიან კარგი კანდიდატია ანრი ოხანაშვილი ამ თანამდებობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ხელმძღვანელობისთვის, არამედ, ის არის ყველაზე მეტად შესატყვისი ამ თანამდებობისთვის, გამომდინარე მისი გამორჩეული კომპეტენციიდან, და გამორჩეული კეთილსინდისიერებიდან.  მინდა მას წარმატებები ვუსურვო შემდეგი 6 წლის განმავლობაში”, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ახალ კანდიდატურას, დიდი ალბათობით, დღესვე წარვადგენთ პრეზიდენტთან ერთად

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ახალ კანდიდატურას, დიდი ალბათობით, დღესვე წარვადგენთ პრეზიდენტთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.პრემიერმა თორნიკე რიჟვაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. „გვექნება კონსულტაციები. მე გუშინაც მქონდა საუბარი თორნიკე რიჟვაძესთან. მან მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე მას მინდა, მადლობა გადავუხადო. ბევრი რამ გაკეთდა აჭარაში გასული წლების განმავლობაში და მას ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. რაც შეეხება მომავალში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას, დიდი ალბათობით, დღესვე წარვადგენთ პრეზიდენტთან ერთად ახალ კანდიდატურას. გვაქვს ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან და ასევე შესაძლო კანდიდატთან კონსულტაციები. დიდი ალბათობით, დღეს უკვე წარვადგენთ კანდიდატს. წინ არ გავუსწრებ მოვლენებს, დღეისათვის უკვე შეიძლება შედგეს ოფიციალური წარდგენა“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილს ისევ ოპოზიცია დაუპირისპირა „დიფ სთეითმა“, მას,როგორც ვადაგასულ პროდუქტს,ჩამოწერენ ქართული პოლიტიკიდან

სალომე ზურაბიშვილს ისევ ოპოზიცია დაუპირისპირა „დიფ სთეითმა“, ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, სალომე ზურაბიშვილს, როგორც უკვე ვადაგასულ პროდუქტს ჩამოწერენ ქართული  პოლიტიკიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის  პასუხად განაცხადა, რომელიც ოპოზიციის  მხრიდან სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის გაკრიტიკებას შეეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, „დიფ სთეითს“ დაგეგმილი ჰქონდა სალომე ზურაბიშვილის ქართული პოლიტიკიდან ჩამოწერა  და ის, რაც 31 მარტს საზოგადოებამ  იხილა, იყო, სწორედ,  ამის გამოხატულება. „მე მქონდა ინტერვიუ საზოგადოებრივ მაუწყებელზე რამდენიმე დღით ადრე, შეგიძლიათ ნახოთ, მაშინ ვამბობდი, რომ „დიფ სთეითს“ უკვე დაგეგმილი ჰქონდა სალომე ზურაბიშვილის ჩამოწერა ქართული პოლიტიკიდან და რაც ვიხილეთ 31 მარტს, იყო, რეალურად, ამის გამოხატულება. თქვენ ნახეთ, რომ ისევ ოპოზიცია დაუპირისპირა სალომე ზურაბიშვილს „დიფ სთეითმა“, ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, სალომე ზურაბიშვილს, როგორც უკვე ვადაგასულ პროდუქტს ჩამოწერენ ქართული პოლიტიკიდან,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე  – ჩვენ მშვიდად ველოდებით მოვლენების განვითარებას, ვერცერთი სცენარის პირობებში ვერავინ შეარყევს ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას

ჩვენ მშვიდად ველოდებით მოვლენების განვითარებას. არჩევნები როცა ტარდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რა თქმა უნდა, უარეს სცენარზეც…

ირაკლი კობახიძე – ჩვენი გზავნილია, რომ დღეს სასამართლო არის დამოუკიდებელი და ყველაფერს გავაკეთებთ სასამართლოს დამოუკიდებლობის დასაცავად

ჩვენი გზავნილი არის ის, რომ დღეს სასამართლო არის დამოუკიდებელი და ყველაფერს გავაკეთებთ სასამართლოს დამოუკიდებლობის დასაცავად, –…

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის სასამართლო დამოუკიდებლობის შემდგომი განმტკიცება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, სასამართლოს დამოუკიდებლობა არის ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი და, შესაბამისად, აქ ვიქნებით მაქსიმალურად პრინციპულები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან საუბარი გვქონდა ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება…