– „დიფ სთეითი“ ერთ-ერთ ასეთ ფიგურად ვიქტორ ყიფიანს მოიაზრებს, რომელიც მხოლოდ იმით გადაურჩა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებას,…
კატეგორია: მთავარი ამბები
გიორგი სოსიაშვილი: ბატონი ჯაფარიძეც და სხვა ნებისმიერი ადამიანიც ვალდებულია, საგამოძიებო კომისიის წინაშე გამოცხადდე
გიორგი სოსიაშვილი: ბატონი ჯაფარიძეც და სხვა ნებისმიერი ადამიანიც ვალდებულია, საგამოძიებო კომისიის წინაშე გამოცხადდეს – მან კეთილი…
გიორგი სოსიაშვილი: ახალი საგრანტო პროგრამის ISFED-ის ინტერესებზე მორგება არის პირდაპირი მცდელობა, წინასაარჩევნო დესტრუქცია განახორციელოს ბრიტანეთის წარმომადგენლობამ საქართველოში და რადიკალები გამოაცოცხლოს
გიორგი სოსიაშვილი: ჩვენ არ ვებრძვით ქარის წისქვილებს, ჩვენ ვებრძვით იმ რეალურ ძალას, რომელიც ორიენტირებულია სახელმწიფო გადატრიალებაზე,…
გიორგი სოსიაშვილი: “დიფ სთეითმა” სახე იცვალა – დიდმა ბრიტანეთმა ახალი საგრანტო პროგრამა დააანონსა, რომელიც მიმართულია აგონიაში მყოფი რადიკალი ძალების გამოცოცხლების უშედეგო მცდელობისკენ
გიორგი სოსიაშვილი: “დიფ სთეითმა” სახე იცვალა – დიდმა ბრიტანეთმა ახალი საგრანტო პროგრამა დააანონსა, რომელიც მიმართულია აგონიაში…
გიორგი სოსიაშვილი მამუკა ხაზარაძის პროტესტზე ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით: მისი მცდელობა, რომ აიყოლიოს საზოგადოების გარკვეული ნაწილი, უარი განაცხადონ არჩევნებში მონაწილეობაზე და ჩართვაზე, ეს არის დემოკრატიული პროცესებისაგან მთლიანად გამოთიშვა მისი
გიორგი სოსიაშვილი მამუკა ხაზარაძის პროტესტზე ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით: მისი მცდელობა, რომ აიყოლიოს საზოგადოების გარკვეული ნაწილი, უარი…
გრიგოლ ლილუაშვილი – ეს პერიოდი შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდად, როდესაც ქვეყანამ შეძლო მშვიდობიანი და უსაფრთხო განვითარება, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობითა და აღებული კურსის შესაბამისად
ეს პერიოდი შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდად, როდესაც ქვეყანამ შეძლო მშვიდობიანი და…
ირაკლი კობახიძე – ანრი ოხანაშვილი არის პროფესიონალი, ღირსეული, კეთილსინდისიერი ადამიანი და ეს არის სწორედ ის თვისებები, რაც აუცილებელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციის დასაკავებლად
ანრი ოხანაშვილი არის პროფესიონალი, ღირსეული, კეთილსინდისიერი ადამიანი და ეს არის სწორედ ის თვისებები, რაც აუცილებელია სახელმწიფო…
ირაკლი კობახიძე – მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს უმნიშვნელოვანესი საქმიანობისთვის, რომელსაც ახორციელებდა გასული ექვსი წლის განმავლობაში
გასული ექვსი წელი იყო განსაკუთრებული სირთულეებით სავსე ჩვენი ქვეყნისთვის, იყო საგანგებო გამოწვევები, რომელთა წინაშეც იდგა ჩვენი…
ირაკლი კობახიძე – ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სულხან თამაზაშვილის საქმიანობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე, ბევრი რამ გაკეთდა აჭარისთვის და ამ საქმეს სჭირდება ღირსეული გაგრძელება
ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სულხან თამაზაშვილის საქმიანობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე, – ამის შესახებ საქართველოს…
მუნიციპალურმა ინსპექციამ რეკრეაციული ზონის მიტაცების მცდელობის ფაქტი გამოავლინა და უკანონო მშენებლობების დემონტაჟი განახორციელა
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ისნის რაიონში, მახათას მთის მიმდებარედ, რეკრეაციულ ზონაში სახელმწიფო მიწის მიტაცებისა და მწვანე ნარგავების…
თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელთან კრისტოფ შპეტისთან შეხვედრა გამართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელთან კრისტოფ შპეტისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთო-ს როლისა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობის გზით და მადლიერება გამოხატა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე…
ნინო ქადაგიძე -ვერ ვხსნი იმ მოცემულობას, რომ მოსამართლე შეიძლება დასანქცირდეს მხოლოდ იმის გამო, რომ ის თავის პროფესიულ საქმიანობას ახორციელებს, განსაკუთრებით იმ პირობებსა და ვითარებაში, როდესაც ვერც ერთი დასაბუთებული არგუმენტი ვერ იქნა დადებული რომელიმე გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე
სანქცირებულთა სიებში მოსამართლეთა გვარების გამოჩენა მიუთითებს, რომ ზეწოლა უკვე სხვა მიმართულებითაა, სავარაუდოდ, გათვლა კეთდება იმაზე, რომ თვითგადარჩენის ინსტინქტი გაძლიერდეს ინდივიდუალურ მოსამართლეში და ამან უზრუნველყოს ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს შიგნიდან ჩამოშლა, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძემ უზენაეს სასამართლოში განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მოსამართლეებსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა. როგორც ნინო ქადაგიძემ აღნიშნა, განსაკუთრებით შემაშფოთებელი და საწყენია, რომ ზეწოლაა ისეთი სახელმწიფოების, გარე აქტორების მხრიდან, რომელთა დემოკრატიაც დღემდე იდგა მოსამართლის ინდივიდუალური დამოუკიდებლობის დაცვის პრინციპებზე. „ჩვენ მოსამართლეები მივეჩვიეთ, რომ ფაქტებსა და რეალობასთან შედარებით, უპირატესობა უნდა მივანიჭოთ აღქმებს და განცდებს, ვიცხოვროთ პარალელურ რეალობაში, თუმცა ამ მოცემულობაშიც კი ვერაფრით ვერ ვეგუები და ვერ ვხსნი იმ მოცემულობას, რომ მოსამართლე შეიძლება დასანქცირდეს მხოლოდ იმის გამო, რომ ის თავის პროფესიულ საქმიანობას ახორციელებს. განსაკუთრებით იმ პირობებსა და ვითარებაში, როდესაც ვერც ერთი დასაბუთებული არგუმენტი ვერ იქნა დადებული რომელიმე გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე. ჩვენთვის ეს ზეწოლა არ არის ახალი, ბუნებრივია, წლების განმავლობაში თითოეული ჩვენგანი ამას მიეჩვია. აქამდე ყოველთვის მიმაჩნდა მეც, რომ ეს ზეწოლა, გარე აქტორების მოჭარბებული და გამძაფრებული ინტერესი სასამართლოსა და მართლმსაჯულების სისტემის მიმართ, ძირითადად მიმართული იყო იქითკენ, რომ საზოგადოების კონსოლიდირება მოეხდინათ სასამართლოს ნეგატიური განწყობების მიმართულებით და ამით მოეხდინათ სასამართლო ხელისუფლების პოლიტიზება. თუმცა ბოლო პერიოდში, როგორც ჩანს, ეს სამიზნეები შეიცვალა და უკვე წინა სიებში პრიორიტეტულად, სანქცირებულთა სიები მაქვს მხედველობაში, მოსამართლეთა გვარების გამოჩენა უკვე მიუთითებს, რომ ზეწოლა უკვე მიემართება სხვა მიმართულებით, სავარაუდოდ, აქ გათვლა კეთდება იმაზე, რომ თვითგადარჩენის ინსტინქტი გაძლიერდეს ინდივიდუალურ მოსამართლეში და ამან უზრუნველყოს ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს შიგნიდან ჩამოშლა. მინდა, ვთქვა, რომ საბედნიეროდ ზოგზოგიერთებს დაავიწყდათ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ქართველ მოსამართლეებთან, რომელთათვისაც ღირებულია პრიორიტეტები, გააჩნიათ პროფესიული თავმოყვარეობა და მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, ამდენად ჩვენ ეჭვი არ გვეპარება ჩვენი სისტემის მდგრადობაში, თითოეული ჩემი კოლეგის სიმყარეში. მე კიდევ ერთხელ მინდა, თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო იმ გამძლეობისათვის, რომელსაც თითოეული თქვენგანი იჩენს და ღრმად მწამს, რომ თითოეულ ჩვენგანს გაცნობიერებული აქვს ის მთავარი მიზანი, რომლისთვისაც ჩვენ, ქართული მართლმსაჯულება იბრძვის. ბუნებირვია, ამ რთულ პირობებში, რომელშიც ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ძალიან მალე დასრულდება და ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება, სასამართლო ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ პოზიციებისა და ხედვების მოსმენა, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას გააჩნია“, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.
დიმიტრი ხუნდაძე: მნიშვნელოვანია ის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც მივიღეთ, მაგრამ კიდევ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი, ვინაიდან ნარკოპოლიტიკა ეხება არა მხოლოდ ნარკოტიკების მომხმარებლებს, არამედ მთელ საზოგადოებას
პარტია „ხალხის ძალის“ საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე, პლენარულ სხდომაზე, ნარკოპოლიტიკის გამკაცრების საკითხს გამოეხმაურა. „თუ ჩვენ…
პრემიერი – ე.წ „ვეთინგით“, რომელიცშეფუთული იყო ლამაზი სახელით -კეთილსინდისიერებისშემოწმება, ჩვენგან პირდაპირ მოითხოვდნენ სასამართლოს დამოუკიდებლობის დათმობას, სამ უცხოელს უნდა გადაეწყვიტა უვადოდ განწესებული მოსამართლეების ბედი, ბუნებრივია, არც გვიფიქრია ასეთ ნაბიჯზე წასვლა
ე.წ.ვეთინგით“, რომელიც შეფუთული იყო ლამაზი სახელით – კეთილსინდისიერების შემოწმება, ჩვენგან პირდაპირ მოითხოვდნენ სასამართლოს დამოუკიდებლობის დათმობას, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზენაეს სასამართლოში, მოსამართლეებთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იყო სურვილი, რომ სამ უცხოელს გადაეწყვიტა ის, თუ ვინ რჩებოდა სასამართლო სისტემაში და ვინ დაინიშნებოდა უვადოდ განწესებული გათავისუფლებული მოსამართლის ადგილას. მისივე განცხადებით, ბუნებრივია, ხელისუფლებას ასეთ ნაბიჯზე წასვლა არც უფიქრია. „მე მაშინ პარლამენტის წევრი ვიყავი, როდესაც ჩვენ, ასევე, გვქონდა დისკუსიები ე.წ. „ვეთინგთან“ დაკავშირებით, რომელიც იყო შეფუთული ლამაზი სახელით კეთილსინდისიერების შემოწმება. სინამდვილეში, ჩვენგან, პირდაპირ, მოითხოვდნენ სასამართლოს დამოუკიდებლობის დათმობას. სამ უცხოელს უნდა გადაეწყვიტა ის, თუ ვინ რჩებოდა სასამართლო სისტემაში. მეტიც, თუ ვინ დაინიშნებოდა გათავისუფლებული მოსამართლის ადგილზე, კონსტიტუციის წინააღმდეგ უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი. მოგეხსენებათ, კონსტიტუციით ძალიან მყარად არის დაცული მოსამართლის დამოუკიდებლობა, მათ შორის, გარანტირებულია მოსამართლის უვადოობის პრინციპი და, ამ ყველაფრის ფონზე, სამ უცხოელს უნდა გადაეწყვიტა უვადოდ განწესებული მოსამართლის ბედი. მეტიც, უნდა დაენიშნა ახალი მოსამართლეები. ამ მასშტაბით ითხოვდნენ ჩვენგან სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას. ბუნებრივია, არც გვიფიქრია ასეთ ნაბიჯზე წასვლა,“- განაცხადა პრემიერმა.
პრემიერი – იყო დაახლოებით 10 გახმაურებული საქმე, რომლებთან დაკავშირებითაც კონკრეტულ პარტიებს, „ენჯეოებს“, უცხოელებს ჰქონდათ კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები, ყველა ეს საქმე წავიდა სტრასბურგის სასამართლოში და უკლებლივ ყველაზე სტრასბურგმა დაადგინა, რომ ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილება იყო სამართლიანი
იყო დაახლოებით 10 გახმაურებული საქმე, რომლებთან დაკავშირებითაც კონკრეტულ პარტიებს, „ენჯეოებს“, უცხოელებს ჰქონდათ კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები, ყველა…