მამუკა მდინარაძე – დღეს ეროვნული ინტერესი არის მშვიდობა, განვითარება, ჩვენი ოსი და აფხაზი დებისა და ძმებისთვის თქმა, რომ ჩვენ ამ საერთო ომს მშვიდობით მოვიგებთ

დღეს ეროვნული ინტერესი არის მშვიდობა, განვითარება, ჩვენი ოსი და აფხაზი დებისა და ძმებისთვის თქმა, რომ ჩვენ…

ლევან ნიკოლეიშვილი სალომე სამადაშვილზე: იმ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როცა მამული მინიმუმ არ გიყვარს და მის წინააღმდეგ მოქმედებ, მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და ქართულ ეკლესიას დასცინი და არ აღიარებ, ენა კი მხოლოდ სიძულვილზე და ზიზღზეა მიმართული

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარტია „ლელოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის მიერ ილია ჭავჭავაძის გამოსახულებიანი მაისურით პარლამენტის სხდომაზე დასწრებას…

თაკო ჩარკვიანი ხატია დეკანოიძეზე: ერთი ხმა, სიტყვა, სადმე ნათქვამი გახსოვთ, გსმენიათ მაშინდელ სისტემურ დანაშაულზე დეკანოიძის მხრიდან თქმული? არადა, როგორ გვჭირდებოდა

გუშინ ხატია დეკანოიძემ რომ ისაუბრა “მერაბიშვილის დროს სისტემური დანაშაულებები იყოო” ჰოდა მერაბიშვილის მინისტრის მოადგილე ხომ იყო…

პრემიერი – კარგად ვიცით, თუ რა უბედურება მოუტანეს უცხო ქვეყნის, თუ ქვეყნების მსახურებმა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს

ჩვენმა ხალხმა რამდენიმე დღის წინ ძალიან კარგად მოისმინა პირდაპირი ასე ვთქვათ აღიარება. ერთ-ერთ გამოსვლაში მე ვთქვი,…

პრემიერი თეონა აქუბარდიას-არც თქვენ და არც თქვენს მფარველ პოლიტიკურ ძალას, ნაცმოძრაობას არაფერი გაგიკეთებიათ ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის გზაზე

არც თქვენ და არც თქვენს მფარველ პოლიტიკურ ძალას, ნაცმოძრაობას არაფერი გაგიკეთებიათ ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის გზაზე, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ევროპული პერსპექტივა ჩვენი პოლიტიკური ძალის  მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგია და ახლა ველოდებით კანდიდატის სტატუსს-ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციის დეპუტატს თეონა აქუბარდიას. მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციას საქართველოში წარსულის დაბრუნება სურს, რაც არ მოხდება. „ერთს გეტყვით ქალბატონო თეონა. წარსულში ხართ თქვენ ჩარჩენილები. თქვენ გინდათ წარსულის დაბრუნება საქართველოში, რომელიც არ მოხდება. თქვენც ხართ ასევე მართული, დაკავშირებული დესტრუქციულ, რადიკალურ ძალასთან, რომელიც არის სააკაშვილის და ნაცმოძრაობის პარტია. ეს არის რეალობა, თქვენ თუ გაინტერესებთ. თქვენ ასევე თუ გაინტერესებთ ჩვენი ხედვები, მომავლის ხედვები, შეგიძლიათ მიყუროთ და მისმინოთ, უსმინოთ მინისტრებს, ჩვენს დეპუტატებს მომავლის ხედვებზე, გეგმებზე, ამბიციურ, მათ შორის ძალიან ბევრ პროექტზე, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ და რომელსაც განვახორციელებთ თქვენს გარეშე. თქვენ მინდა გიპასუხოთ, ქალბატონო აქუბარდია, რომ თქვენ საერთოდ არაფერი გაგიკეთებიათ ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის გზაზე. არც თქვენ და არც თქვენს მმართველ, მფარველ პოლიტიკურ ძალას, ნაცმოძრაობას. ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ გააკეთა ძალიან ბევრი ევროპულ გზაზე, როგორიც გახლავთ ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ევროპული პერსპექტივა არის ჩვენი მოტანილი, სწორედ ჩვენს მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგი და ახლა ჩვენ ველოდებით კანდიდატის სტატუსს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

წყლის რესურსების დაცვის დღესთან დაკავშირებით, სოფელ რაჭისუბანში
დასუფთავების აქცია მოეწყო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით,ყოველ წელს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთანდაკავშირებით, ბოლნისის…

დავით ქართველიშვილი პრემიერის პარლამენტში გამოსვლაზე: ეს იყო საქართველოს უახლოესი ათწლეულის როგორც მიღწევების, ასევე დესტრუქციისა და ღალატის მოკლე „ანთოლოგია“

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.  „დასრულდა პრემიერ-მინისტრის გამოსვლა პარლამენტში. ეს…

ზურაბ ქადაგიძე: ძალიან ზუსტი შეფასებებით წარსდგა ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წინაშე

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.  „ძალიან ზუსტი შეფასებებით წარსდგა…

 რომელი პატრიოტი პოლიტიკური ძალა შეეცდება ხელისუფლების დამხობას მაშინ, როცა ურთულესი გამოწვევა შეიქმნა ჩვენს რეგიონში-ირაკლი ღარიბაშვილი

მეორე მცდელობა ე.წ. „თვითმფრინავების საქმე“ მინდა შეგახსენოთ ყველას. მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი დაჟინებით მოგვიწოდებდა ჩვენ, ჩემთანაც იყო პირდაპირი საუბრები მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდანაც, რომ საქართველოს მთავრობას მიეცა ნებართვა, ოფიციალური ნებართვა, მინდა საზოგადოებისთვის განვმარტო, რომ მიეღო თვითმფრინავები უკრაინიდან, ჩარტერული თვითმფრინავები, რომლებიც წაიყვანდნენ შემდგომ უკვე მოხალისეებს და მებრძოლებს უკრაინაში. ეს იყო ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში და გახსოვთ, რომ მაშინ ძალიან ბევრი სახელმწიფოს ლიდერები, მათ შორის ევროპული სახელმწიფოების ლიდერები გამოდიოდნენ და მოუწოდებდნენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ არ ჩართულიყვნენ ომში და სხვა ფორმით გამოეხატათ სოლიდარობა, მხარდაჭერა, ჰუმანიტარული დახმარება. ეს იყო პირდაპირი პროვოკაცია და გეგმა, შეთქმულების ნაწილი იმისა, რაც მე უკვე მოგახსენეთ, რომ მომხდარიყო საქართველოს პროვოცირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. მთავრობის მეთაურის თქმით, ამით საქართველოს დააბრალებდნენ, რომ იგი პირდაპირ იყო ჩართული უკრაინის ომში, რაც ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდებოდა. „ამით მოხდებოდა რუსეთის პროვოცირება, საქართველოს დააბრალებდნენ, რომ იგი უკვე პირდაპირაა ჩართული უკრაინის ომში და კონფლიქტში რაც ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდებოდა. შედეგი და გათვლა იყო მხოლოდ ერთი – რამენაირად მომხდარიყო მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში. გახსოვთ ამის შემდეგ დაიწყეს ე.წ. მე-5 კოლონამ და მათმა წარმომადგენლებმა კოორდინირებული, ორკესტრირებული მოქმედება. დემონსტრაციები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით და მე მინდა ჩვენს საზოგადოებას შევახსენო, რომელი პატრიოტი და ეროვნული ინტერესების დამცველი პოლიტიკური ძალა შეეცდება ხელისუფლების დამხობას და შეცვლას მაშინ, როცა ურთულესი კრიზისი, გამოწვევა შეიქმნა ჩვენს რეგიონში, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ? ეს გეგმაც გახსოვთ კარგად, რომ ჩაუვარდათ. ჩვენმა მტრებმა წააგეს,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერი – მიზანი სააკაშვილის შემოსვლისა იყო ნიადაგის და ფონის მომზადება, რომ საქართველოშიც დაწყებულიყო ომი. რა თქმა უნდა ეს გეგმა ჩაუვარდათ, ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებმა წააგეს

მინდა შეგახსენოთ ასევე შემდეგი ფაქტი. 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაკავებულ იქნა უკანონოდ შემოსული, შემოპარებული ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომლის ერთადერთი მიზანი იყო საქართველოში ე.წ. მეორე რევოლუციის მოხდენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილის გათვლებით საქართველოში უნდა მომხდარიყო რევოლუცია, სისხლის ღვრა, ხელისუფლების დამხობა. პრემიერის განცხადებით, რა თქმა უნდა, ეს გეგმა ჩავარდა და ქვეყნის შიდა და გარე მტრებმა წააგეს. „მისი მიამიტური გათვლებით აქ უნდა მომხდარიყო რევოლუცია, სისხლის ღვრა, ხელისუფლების დამხობა ძალადობრივი გზით, არჩევნების ჩაშლა. ეს პერიოდი ემთხვევა ზუსტად იმ პერიოდს, როცა, კარგად გახსოვთ, საუბრები უკვე დაწყებული იყო და ჩვენ სხვა ინფორმაციებიც გაგვაჩნდა ჩვენი პარტნიორებისგანაც, რომ მოსალოდნელი იყო უკრაინაში ომის დაწყება ნოემბერში, ან დეკემბერში, რომელიც რამდენიმე თვით გადაიწია ე.წ. რუსეთ-დასავლეთს შორის მიმდინარე კომუნიკაციის გამო. ეს პერიოდი შემთხვევით არ მიხსენებია, პირდაპირ ემთხვევა სააკაშვილის შემოსვლას და მის განზრახვას, რომ მოეხდინა ხელისუფლების დამხობა, გადატრიალება და რევოლუცია. ამას თუ დავუკავშირებთ შემდგომ უკვე რამდენიმე თვის შემდეგ უკრაინის ხელისუფლების გაცხადებულ მიზანს, მათ ქმედებებს, რომ მათი ამოცანა იყო სწორედაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, მე ვფიქრობ, არც ერთ გონიერ ადამიანს ეჭვი აღარ შეეპარება და კითხვა აღარ დარჩება უბრალოდ, რომ დიახაც, მიზანი სააკაშვილის შემოსვლისა იყო ნიადაგის და ფონის მომზადება, რომ საქართველოშიც დაწყებულიყო ომი. რა თქმა უნდა ეს გეგმა ჩაუვარდათ, ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებმა წააგეს,“- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი – დღეს ჩვენი სამყარო იმყოფება მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე

დღეს არის ურთულესი ვითარება მთელს მსოფლიოში. ასეთი გამოწვევების წინაშე ევროპა, მთლიანად მსოფლიო არ ყოფილა მეორე მსოფლიო…

თამარ ჩიბურდანიძე: ახლო მომავალში პოლიტიკური დატვირთვის ცენტრი ევროპიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით  გადმოინაცვლებს და შესაძლოა ეს ეპიცენტრი საქართველო აღმოჩნდეს

„ხალხის ძალის“ წევრი, პოლიტოლოგი თამარ ჩიბურდანიძე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ანალიზს აკეთებს, სადაც ხაზს უსვამს საქართველოს როლს…

ნანა კაკაბაძე: სამომავლო პერსპექტივაში ვერ გამორიცხავ, მოვლენების იმგვარ განვითარებას, რომ თვითონ ევროპა მოექცეს რუსეთის გავლენის ქვეშ. ხოლო შინ ევროპაში მიმავალი ქართველები, შინ რუსეთში არ აღმოვჩნდეთ

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე Facebook-ზე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და მის შემდგომ…

სოზარ სუბარი: „ნაცმოძრაობის“ მიერ მართულ არხებზე გამოჩნდა სათაურები – „ქართული გაზაფხული“, „თბილისური გაზაფხული“, რაც ძალიან საშიში ტენდენციაა

დღემდე კეთდება დასავლეთიდან განცხადებები ამ კანონთან დაკავშირებით, როცა პარალელურად მიდის ლაპარაკი მსგავსი კანონის მიღებაზე ევროკავშირის დონეზე,…

ლევან ჭოტორლიშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრზე: გაუნათლებლობის გარდა უტვინოა და აქვს ხასიათის ის თვისებები რაც ხაბეიშვილს ამსგავსებს – ამის გამო შეარჩიეს ოკეანის გაღმა და ამუშავებენ გერმანიის და ევროპის ინტერესების საზიანოდ

გერმანელებს ვისაც ვიცნობ და ტვინი ვისაც მოეკითხება, ყველას რცხვენია მინისტრის გამო. ლევან ხაბეიშვილი რომ იყოს საქართველოს…