უნიკალური შესაძლებლობა ქალი პატიმრებისთვის მსჯავრდებულებმა თავიანთი შექმნილი სამოსის ჩვენება გამართეს

ქალმა მსჯავრდებულებმა ტანსაცმლის მოდელები და ხელნაკეთი აქსესუარები საკუთარი დიზაინით შექმნეს და საზოგადოებასა და ჟიურის წევრებს პროფესიონალ მოდელებთან ერთად, თავადაც წარუდგინეს. სამოსისა და სამკაულების დამზადება პატიმრებმა №5 პენიტენციურ დაწესებულებაში „მოდის დიზაინის პროგრამის“ ფარგლებში შეისწავლეს, რომელიც „ბიდისი აკადემიამ“ და ორგანიზაცია „ლიდერ ქალთა საზოგადოებამ“ უსასყიდლოდ განახორციელა. ჩვენება აღნიშნული ორგანიზაციების მხარდაჭერითა და იუსტიციის სამინისტროს ხელშეწყობით გაიმართა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელები დაესწრნენ. თამარ ტყეშელაშვილმა ხაზი გაუსვა მსჯავრდებულთათვის სასწავლო პროგრამებისა და პროფესიული კურსების განხორციელების მნიშვნელობას, რაც პატიმრებს დროის ნაყოფიერად გატარებისა და თვითრეალიზების საშუალებას აძლევს, გათავისუფლების შემდეგ კი ხელს უწყობს მათ ეფექტიან რესოციალიზაციას, დასაქმებას, შემოსავლის გაზრდას და განმეორებითი დანაშაულის პრევენციას. პატიმარ ქალებს საკუთარი ნამუშევრების წარდგენის საშუალება პირველად მიმდინარე წლის ივნისში, ვენეციის საერთაშორისო მოდის კვირეულზე მიეცათ, სადაც მათ სხვადასხვა აქსესუარით, მათ შორის, ტყავისა და თექით გაფორმებული მოდელები წარადგინეს; დღეს კი, მსჯავრდებულებმა საზოგადოებას ახალი კოლექცია შესთავაზეს. ჩვენებაზე მოეწყო მაღაზია „რე-მარკეტის“ პროდუქციის გამოფენა გაყიდვა, რომელიც სხვადასხვა  პენიტენციური დაწესებულების  პატიმრების მიერ არის დამზადებულიმსურველებს , ასევე, შეეძლოთ  ჩვენებაზე წარმოდგენილი ტანსაცმლისა და აქსესუარების შეძენაც. რეალიზაციით მიღებული  თანხა მსჯავრდებულთა შემოსავალს წარმოადგენს. განსაკუთრებულად ემოციური ღონისძიების ფინალი აღმოჩნდა. ჩვენების დასასრულს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი მონაწილე მსჯავრდებული, „ამნისტიის შესახებ” კანონის საფუძველზე, პატიმრობიდან გათავისუფლდა. https://www.facebook.com/MinistryofJusticeofGeorgia/posts/pfbid036yk76AQcQP8T83itnHxEk7ftz9bqkVq9ZXuxuZHuDWdy75hnESuJm9PujEUKQmH4l?rdid=GLOvS7cScaAfgVg2

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ირინე წაქაძე და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი, რუსუდან კოხოძე თბილისის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ

მინისტრის მოადგილე და სააგენტოს ხელმძღვანელი ბავშვების საჭიროებებსა და იქ არსებულ ვითარებას გაეცნენ.ირინე წაქაძის განცხადებით, ბავშვთა უფლებების…

კახა კალაძემ ისნის რაიონში ახალი რეკრეაციული სივრცე გახსნა

თბილისის მერიისა და კომპანია „ას ჯორჯიას“ შეთანხმებით, ისნის რაიონში, საცხოვრებელი კომპლექსის „პარკ ბულვარის“ მიმდებარედ, 7,5 ჰექტარ…

ყველაზე მეტად რაც მომწონს საქართველოში, სტუმართმოყვარე ხალხია“-ზიმბაბვეს ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის მინისტრი

„საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გამართვას აფასებს ღონისძიების სპიკერი, ზიმბაბვეს ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის მინისტრი ბარბარა…

სამტრედიაში ბაგა-ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს Მთავრობის მხარდაჭერით სამტრედიის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფასტრუქტურის რეაბილიტაციისა და ახლის მშენებლობის მასშტაბური სამუშაო მიმდინარეობს. ამ ეტაპზე…

თბილისის მერი „თბილისობის“ ორგანიზატორებს მადლობას უხდის

თბილისის მერი კახა კალაძე „თბილისობის“ ორგანიზატორებსა და მონაწილეებსმადლობას უხდის.როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რიყესა დაორბელიანის…

მუხიანში კიდევ ერთი სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

გლდანის რაიონში, მუხიანის IV ბ მიკრორაიონში, N33 კორპუსის მიმდებარედკიდევ ერთი სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, – ამის…

თბილისის მერიამ კიდევ ერთი სპორტული ცენტრი ააშენა

თბილისის მერიამ სპორტულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, კიდევ ერთი სპორტული ცენტრი ააშენა, რომელიც ლადო ასათიანის ქუჩაზე…

მაია ომიაძე-„საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტებიდან ჩვენ კიდევ ერთირეკორდული მაჩვენებელი მივიღეთ“

2024 წლის 9 თვის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ტურიზმის ეროვნულიადმინისტრაციის ხელმძღვანელი საუბრობს. მაია ომიაძის განცხადებით,ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის…

კახა კალაძე წყნეთის გზატკეცილზე: საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგებულია, ადრე მშობელს ეტლით ვერ გადაჰყავდა ბავშვი, ახლა კი ფეხით მოსიარულეებს უწყვეტად შეუძლიათ გადაადგილება 

ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან, ბაგების დასახლების ახალ საავტომობილო…

9 თვეში საქართველოს თითქმის 6 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2024 წლია I-IIIკვარტლის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. იანვარი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 5,794,661 საერთაშორისომოგზაურის ვიზიტი…

მიხეილ სარჯველაძე: “6 ათასი დევნილი ოჯახი მიიღებს, უახლოესი წლების განმავლობაში, ბინებს

“„არანორმალური ტემპი აქვს აღებული დევნილთა განსახლების პროცესს. 35000-ს გასცდა დაკმაყოფილებული დევნილი ოჯახების რიცხვი. აღსანიშნავია მიმდინარე პროექტები…

მიხეილ სარჯველაძე:„ჩვენ მივიღებთ თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იქნება ფლაგმანი არამხოლოდ საქართველოში არამედ მთლიანად რეგიონის მასშტაბით

“„ჩვენ მივიღებთ თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იქნება ფლაგმანი არამხოლოდ საქართველოში არამედ მთლიანად რეგიონის მასშტაბით“ – აღნიშნულის…

მიხეილ სარჯველაძე:„ჩვენ, პასუხისმგებელნი ვართ თითოეულ ჩვენს დაპირებაზე-პენსიონერს ფულად დახმარებასთან ერთად, სხვა ბენეფიტებიც ეძლევა“

„ჩვენ, პასუხისმგებელნი ვართ თითოეულ ჩვენს დაპირებაზე-პენსიონერს ფულად დახმარებასთან ერთად, სხვა ბენეფიტებიც ეძლევა“,-აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.…

თბილისის მერმა ისნის რაიონში ახლად გახსნილი საბავშვო ბაღიდაათვალიერა

თბილისში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა. ისნისრაიონში მდებარე N30 საბავშვო ბაღი თბილისის მერმა კახა კალაძემმოადგილესთან,…