დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ…

კახა კალაძე: ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს დაუბრუნდა მისი მშვენება, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო – 66 წლის წინ დაწყებული ისტორია დღეიდან ახალ სიცოცხლეს იძენს

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო…

ირაკლი კობახიძე  – გილოცავთ ისტორიული საბაგიროს აღდგენას, ასეთი პროექტები ხელს უწყობს მეტი შესაძლებლობების შექმნას, დედაქალაქის კიდევ უფრო განვითარებას

მინდა ყველას მოგილოცოთ ისტორიული საბაგიროს აღდგენა, ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელება და დასრულება, რომელიც მოემსახურება თითოეულ თბილისელს,…

ზღვისუბნის პარკში 20 ოქტომბერს კონცერტი გაიმართება

20 ოქტომბერს, 20:00 საათზე, გეპატიჟებით ყველას ზღვისუბნის პარკში, სადაც კონცერტი და დაუვიწყარი საღამო გელოდებათ.  მსგავსი მასშტაბის…

პრემიერ-მინისტრმა სასტუმრო „აფიშა“ დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილსა და დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან ერთად სასტუმრო „აფიშა“…

“Knife Show Tbilisi 2024” – დანის მწარმოებელთა, მჭედელთა და სხვა ოსტატთა ყოველწლიური გამოფენა-გაყიდვა

2024 წლის 20 ოქტომბერს, 12:00 საათზე სასტუმრო “The Biltmore Hotel Tbilisi”-ში გაიმართება “საქართველოს დანების მწარმოებელთა და…

პრემიერ-მინისტრმა დიდ დიღომში ახალი მრავალფუნქციური საზოგადოებრივი  ცენტრი დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ, დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან ერთად, საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში ახალი მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი დაათვალიერა. ცენტრში დიდი და პატარა აუზები, ფიტნეს დარბაზი, მშრალი საუნა, კალათბურთის, ფრენბურთის, კრივის, ჭიდაობის, ძიუდოს და ტანვარჯიშის წრეები იფუნქციონირებს. შენობაში განთავსებულია მედიათეკა, ხმის ჩამწერი სტუდია, სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი და კაფე-ბარი. სრული  დატვირთვით ამუშავების შემდეგ ცენტრი ყოველთვიურად 10 000-მდე მოქალაქეს  მოემსახურება.პროექტის ჯამური ღირებულება 17 186 593 ლარს შეადგენს.

დიდ დიღომში მრავალფუნქციური ცენტრი გაიხსნა

თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად, საბურთალოს რაიონში, კერძოდ დიდ დიღომში მრავალფუნქციური ცენტრი…

„მზისკარი“-ახალი პროექტი გასტრო ტურიზმის პოპულარიზაციისათვის

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ახალი პროექტი „მზისკარი“ დაიწყო. „მზისკარი“ საოჯახო მასპინძლების ქსელია მთელი…

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირში იუსტიციის სახლი აშენდება

ორპირის მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 500-მდე სერვისს კომფორტულ და თანამედროვე გარემოში მიიღებს. სოფელში, რომელსაც დღეს მობილური იუსტიციის  სახლი ემსახურება,  მალე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყება.  ფილიალისათვის გამოყოფილი ტერიტორია იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ და იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძემ ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად  მოინახულეს. სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია. ამ მიზნით, იუსტიციის სახლების რაოდენობა 2012 წლის შემდეგ 12-იდან 121-მდე გაიზარდა, მათგან 24 ფილიალი  უშუალოდ იმერეთის რეგიონში ფუნქციონირებს. დაინერგა ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი”, რომელიც სერვისს რაიონული ცენტრებისაგან მოშორებით მდებარე  90 სოფლის, მათ შორის, იმერეთის 15 სოფლის მოსახლეობას აწვდის. უახლოეს დღეებში გაიხსნება თერჯოლისა და შროშის იუსტიციის სახლები.  2028 წლამდე კი ფილიალების რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 133-მდე გაიზრდება. ორპირში იუსტიციის სახლის მშენებლობის ადგილას იმყოფებოდნენ იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩერქეზიშვილი.

ქალაქ ბოლნისში, არსენ იყალთოელის ქუჩაზე, გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი მირიანაშვილთან და…

მიხეილ სარჯველაძემ, ზუგდიდში, დასაქმების ფორუმი გახსნა

ზუგდიდმა დასაქმების ფორუმს უმასპინძლა.ფორუმზე 40 – ზე მეტმა ადგილობრივმა და ქსელურმა კომპანიამ რეგიონში არსებული აქტიური ვაკანსიები…

ირაკლი კობახიძე -წინა ხელისუფლების დროს არ არსებობდა მყარი სოციალური გარანტიები ვეტერანებისთვის,   ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით

ვეტერანი ერთერთი ყველაზე საპატიო სტატუსია ნებისმიერ საზოგადოებაში, რომლისთვისაც თავისუფლება უმთავრესი ფასეულობაა. სახელმწიფოს სიძლიერე განისაზღვრება იმით, როგორია მისი დამოკიდებულება სამშობლოს დამცველებისადმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით,  წინა ხელისუფლების დროს არ არსებობდა მყარი სოციალური გარანტიები ვეტერანებისთვის. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მმართველმა გუნდმა დაიწყო  აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით. „მინდა მოგილოცოთ ვეტერანთა დღე ჩვენს ძვირფას ვეტერანებს, თავდაცვის ძალების, პოლიციის, სპეციალური სამსახურების ღირსეულ მებრძოლებს, სამშობლოსთვის თავდადებულ ადამიანებს. ვეტერანი ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსია ნებისმიერ საზოგადოებაში, რომლისთვისაც  თავისუფლება უმთავრესი ფასეულობაა. სახელმწიფოს სიძლიერე განისაზღვრება იმით , როგორია მისი  დამოკიდებულება  სამშობლოს დამცველებისადმი. ამიტომ, თქვენს კეთილდღეობაზე ზრუნვა, თქვენი ღვაწლისა და გმირობის სათანადო დაფასება ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ის, რომ წელს ამ დღეს მეათედ აღვნიშნავთ, სწორედ ამის დასტურია. წინა ხელისუფლების დროს არ არსებობდა მყარი სოციალური გარანტიები, საყოველთაო დაზღვევის მინიმალური პაკეტიც კი ვეტერანებისთვის. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით; საფუძველი ჩავუყარეთ ვეტერანთა საქმეების სამსახურის შექმნას და ვეტერანებზე ზრუნვა პრიორიტეტად ვაქციეთ. ამ წლების განმავლობაში ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით თქვენი დამსახურებების სათანადოდ დასაფასებლად“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – საზოგადოებრივ მაუწყებელში დაიწყო ქართული ტელე და რადიო მაუწყებლობის ისტორია, აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს და ყოველთვის ექნება განსაკუთრებული დატვირთვა ჩვენი ქვეყნისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლის…

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია -პარაგრაფ თბილისი მსოფლიო ტურიზმის ადმინისტრაციის მოთხოვნებს აკმაყოფილებდა და კანონის დარღვევით არ შერჩეულა

ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, კანონის დარღვევით მიიღო გადაწყვეტილება მსოფლიო ტურიზმის დღისადმი…