ირაკლი ჩიქოვანი: რთული რელიეფისა და ამინდის პირობების მიუხედავად, კრიტიკულ ზონებში გზის გაწმენდა და მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველყოფა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

გურიის რეგიონში დიდთოვლობის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრის პროცესთან დაკავშირებით, როგორც ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა,…

ირაკლი ჩიქოვანი – მასშტაბური სპეკულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება ემსახურება სტიქიის შედეგების აღმოფხვრის პროცესში ჩართული სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების შრომის დისკრედიტაციას

მიმდინარეობს მასშტაბური სპეკულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება, იმისათვის, რომ მოხდეს დისკრედიტაცია იმ საქმეებისა, რომელსაც დღეს სტიქიის შედეგებთან…

სტიქიის შედეგებთან გამკლავების ღონისძიებებში თავდაცვის ძალების ასობით სამხედრო და ათობით სპეციალური ტექნიკა მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებთან გამკლავების ღონისძიებებში თავდაცვის ძალები გუშინდელი დღიდან მონაწილეობს. გურიის რეგიონში…

ნინო ლაცაბიძე : პრემიერ- მინისტრის ირაკლი კობახიძის და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, რუსთაველი სტუდენტების მოთხოვნა შესრულებულია და დღეიდან, რუსთავიდან თბილისში, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით, მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებენ

რუსთავის მერიამ, მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში, დედაქალაქის მიმართულებით კიდევ ერთი მეოთხე მარშრუტი – რუსთავი-თბილისი-მაღლივი კორპუსი აამოქმედა.…

პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე გასული ღამის განმავლობაში  განხორციელებული  ღონისძიებების შესახებ ანგარიში მოისმინა

დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად საკოორდინაციო შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. საკოორდინაციო შტაბის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემგასული ღამის განმავლობაში განხორციელებულ სამუშაოებზე დეტალური ანგარიში  მოისმინა და შტაბის წევრებთან ერთად დღის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე მუშაობდნენ – უახლოეს საათებში დასრულდება სოფელ აცანასა და მიმდებარე სოფლებთან მისასვლელი გზების გაწმენდა. გარდა ამისა, სრული დატვირთვით განაგრძობს მუშაობას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები როგორც ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის მედიკამენტების მიწოდების, ისე მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის თვალსაზრისით. აღინიშნა, რომ ღამის განმავლობაში დაფიქსირებულ ყველა გადაუდებელ გამოძახებაზე მოხდა დროული რეაგირება  და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შესაბამის ლოკაციებზე მისვლა შეძლო. გარდა ამისა, თავდაცვის ძალების სპეციალური ტექნიკით გაიწმინდა ოზურგეთთან დამაკავშირებელი ყველა ცენტრალური გზა. დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან კოორდინაციით, სხვადასხვა მიმართულებაზე მუშაობენ თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მხარდასაჭერად თავდაცვის ძალებიდან გამოყოფილია დასავლეთისა და აღმოსავლეთის, სპეციალური ოპერაციების, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, ასევე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობების ქვედანაყოფები და სპეციალური ტექნიკური საშუალებები. პროცესს ადგილზე უშუალოდ ხელმძღვანელობს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი. ამასთან, ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში. ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურ კომუნიკაციაშია მოსახლეობასთან და დღის განმავლობაში მაქსიმალურად დაკმაყოფილდება თითოეული მცხოვრების საჭიროება, მათ შორის, აუცილებლობის შემთხვევაში  განხორციელდება მათი ევაკუაცია სტიქიის ზონიდან. აღინიშნა, რომ სტიქიის შედეგად შექმნილი გამოწვევების ეფექტურად გადაჭრის მიზნით დღის განმავლობაში დამატებითი ტექნიკა იქნება მობილიზებული კრიტიკულ ლოკაციებზე. პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს გაწერილი გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულება დაავალა.

ნინო წილოსანი: სოფლებში უკვე შევიდნენ ჩვენი გმირი სამხედროები ხალხის დასახმარებლად, პარალელურ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები – სტიქიის ზონაში ამ მომენტშიც იმყოფება პრემიერ-მინისტრი და მოსახლეობას გვერდში უდგას

ჩემი საყვარელი გურიიდან მწერენ, რომ სოფლებში უკვე შევიდნენ ჩვენი გმირი სამხედროები ხალხის დასახმარებლად და ისინი აუცილებლად…

საჩხერის მერია- საჩხერის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო 12 სოფელი ჩაიკეტა. სპეციალური ტექნიკა მობილიზებულია და 24 საათის განმავლობაში მუშაობს გზების გასაწმენდად

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას აწვდის.მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ვიგებთ, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო…

გოჩა ენუქიძე: ამბროლაურის მუნიციპალიტეტში თოვლწმენდის სამუშაოები დილიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს – სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება და ყველა სოფელს და პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში თოვლწმენდის სამუშაოები დილიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, – წერს ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის…

რწმუნებულის ადმინისტრაციაში დიდთოვლობასთან დაკავშირებით ზუგდიდში შექმნილი საკოორდინაციო შტაბის სხდომა გაიმართასამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში დიდთოვლობასთან დაკავშირებით ზუგდიდში შექმნილი საკოორდინაციო შტაბის წევრების შეხვედრა გაიმართა

რეგიონული საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სხვადასხვა უწყებებისგან ინფორმაცია მიიღო და…

სამეგრელოში თოვლის გაწმენდითი სამუშაოები ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს

სამეგრელოში  თოვლის გაწმენდით სამუშაოები მიმდინარეობს 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები, პროცესში ჩართულია  გზების დეპარტამენტის ტექნიკა.…

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გურიის რეგიონში საკოორდინაციო შტაბის სხდომას მართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, გურიის რეგიონში ჩავიდა. ამ წუთებში საქართველოს მთავრობის მეთაური…

თავდაცვის ძალები დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში ერთვება

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულიმოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ერთვება. შესაბამისიბრძანება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა.დიდთოვლობის…

სისხლის უანგარო დონაციის აქცია

„გაუზიარე სიცოცხლე, გაიღე სისხლი“ – გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია სისხლისუანგარო დონაციის კამპანიაში ჩაერთო. სისხლის უანგარო დონაცია უამრავი…

მთავრობის განკარგულებით, დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან. შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა. უამინდობის გამო შექმნილი გამოწვევების აღმოსაფხვრელად ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლები და შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა მოსახლეობის საჭიროებები მაქსიმალურად მოკლე დროში იქნას დაკმაყოფილებული.

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი გოჩა ლორთქიფანიძე-აქტიურად მიმდინარეობს გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები

ყოველდღიურად გვაქვს მოსახლეობასთან შეხვედრები და ხდება მათ საჭიროებებზე მორგებული სამუშაოების განხორციელება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, სივრცითი…