გურიის სამივე მუნიციპალიტეტში ჩამოვიდა პირველადი მოხმარების საგნებით დატვირთული ტრაილერები,ეს პროდუქტები და მედიკამენტები დაურიგდება იმ მოსახლეობას, რომელსაც ეს ყველაზემეტად სჭირდება, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გურიაში ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, პირველადი მოხმარების საგნებით დატვირთული 10 000 ყუთის დასარიგებლად ყველა ადმინისტრაციულ ცენტრში შესაბამისი ბაზებია მოწყობილი, საიდანაც ლოჯისტიკური მომსახურება ხორციელდება. „ჩამოვიდა პირველადი მოხმარების საგნებით დატვირთული ტრაილერები, სამივე მუნიციპალიტეტში. 4 000 ყუთია განკუთვნილი ოზურგეთისთვის, ხოლო 3 000 ჩოხატაურისთვის და 3 000 ლანჩხუთისთვის. თუ საჭიროება იქნება, დაემატება რაოდენობა, შესაბამისად, ამ მხრივ პრობლემა რ გვაქვს. ეს პროდუქტები დაურიგდება იმ მოსახლეობას, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება. ასევეგვაქვს დიდი რესურსი მედიკამენტების მიმართულებითაც. მოწყობილი გვაქვს ბაზები 6-7 ლოკაციაზე, საიდანაც ხდება ლოჯისტიკური მომსახურება,“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
კატეგორია: რეგიონები
თავდაცვის ძალების წარმომადგენლები იმერეთის რეგიონში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრაში აქტიურად მონაწილეობენ
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მოგვარების პროცესში იმერეთის რეგიონშიც აქტიურად მონაწილეობენ.მე-3 ქვეითი ბრიგადის…
პრემიერ-მინისტრი იმერეთის რეგიონში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების გადაჭრის მიზნით მიმდინარე ღონისძიებებს და არსებულ საჭიროებებს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, იმერეთის რეგიონში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების გადაჭრის მიზნით მიმდინარე…
პრემიერი – იმერეთში შტაბი მობილიზებულია, სწრაფი ტემპით მიმდინარეობს სამუშაოები ელექტროენეგიის აღსადგენად, რთული მდგომარეობაა ჯერ კიდევ ბევრ ლოკაციაზე, თუმცა ინტენსიური სამუშაოების შედეგად ვითარება საათობრივად უმჯობესდება
იმერეთში რთული მდგომარეობაა ჯერ კიდევ ბევრ ლოკაციაზე, თუმცა ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები და საათობრივად ვითარება უმჯობესდება. მთავარია,…
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ბუბა გობეჯიშვილი,სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის პროგრამების განვითარების კონსულტანტს, შოთა მურღულიას, შეხვდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში დღეს სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაცბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ბუბა გობეჯიშვილი,მერიის ადამიანური რესურსების…
გარდაბანში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალურ თამაშებშიგამარჯვებულ სკოლებს სპორტული ფორმები გადაეცათ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფუად მირზოევმა და საკრებულოსთავმჯდომარის პირველმა მოადგილე სამირ ხიალოვმა, სასკოლო სპორტულიოლიმპიადის მუნიციპალურ თამაშებში…
პრემიერი – გურიაში დასახლებების დამაკავშირებელი გზების 70 %-ზე მეტი გაწმენდილია, კომუნიკაცია მყარდება ყველა დასახლებულ პუნქტთან, სურსათითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა გრძელდება მუდმივ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენითი სამუშაოები
განვიხილეთ გურიაში, მოცემულ მომენტში არსებული მდგომარეობა, რა სამუშაოები შესრულდა, მთლიანობაში, რაც მნიშვნელოვანია, დასახლებების დამაკავშირებელი გზების 70…
პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო შტაბს გურიის რეგიონში ელექტრომომარაგების სწრაფად აღდგენისთვის კონკრეტული მითითებები მისცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე გურიის რეგიონში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის კუთხით ღამის განმავლობაში…
სტიქიის შედეგებთან გამკლავების პროცესში სამხედროები აქტიურად მონაწილეობენ
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემებისაღმოფხვრისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესშისაქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები უკვე…
ირაკლი კობახიძე – გავეცანით აჭარაში არსებულ მდგომარეობას, პრობლემები ყველაზე მეტად იყო ბათუმში, ქობულეთში, ასევე ხელვაჩაურში, თუმცა ინტენსიური სამუშაოების შედეგად, გზები არის არსებითად გაწმენდილი
დღეს გავეცანით აჭარაში არსებულ მდგომარეობას, ამ დღეების განმავლობაში ინტენსიურად წარიმართებოდა სამუშაოები, პრობლემები ყველაზე მეტად იყო ბათუმში,…
დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობის გამო, სასწრაფო დახმარების ბრიგადები, საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას
დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობის გამო, სასწრაფო დახმარებისბრიგადები, საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.25-26 თებერვალს, გურიის რეგიონში – ოზურგეთის, ჩოხატაურისა…
პრემიერი- აჭარაში არსებითად მოგვარებულია პრობლემების ძირითადი ნაწილი,რაც შეეხება გურიას,გურიაში რჩება მეტი პრობლემა, შესაბამისად, ვბრუნდებით გურიაში და გვექნება მითითებები იმასთან დაკავშირებით, თუ სრულად როგორ უნდა გამოსწორდეს ყველა საკითხი
აჭარაში არის არსებითად მოგვარებული პრობლემების ძირითადი ნაწილი. რაც შეეხება გურიას, გურიაში რჩება მეტი პრობლემა, მათ შორის, გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ქობულეთში განუცხადა. მისივე თქმით, ის ბრუნდება გურიაში, სადაც ადგილზე გაეცნობა ვითარებას და გასცემს მითითებებს იმასთან დაკავშირებით, თუ სრულად როგორ უნდა გამოსწორდეს ყველა საკითხი. „უნდა აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება, მოსახლეობის, დაახლოებით, 20 %-ს არ მიეწოდება დღეს ელექტროენერგია და აქ არის, რა თქმა უნდა, ინტენსიური სამუშაოები ჩასატარებელი. ჩვენ ახლა დავბრუნდებით გურიაში და, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად დავინტერესდებით არსებული ვითარებით. გვექნება მითითებები იმასთან დაკავშირებით, თუ სრულად როგორ უნდა გამოსწორდეს ყველა საკითხი,“- განაცხადა პრემიერმა.
ამირან გოგიტიძე: „ყველა პაციენტთან მივდივართ და ვაკმაყოფილებთ იმ სამედიცინო საჭიროებებს, რაც უდგას ჩვენს მოსახლეობას“
„ჯანდაცვის სამინისტრო სრულად უზრუნველყოფს სამედიცინო სერვისებისმიწოდებას საგანგებო რეჟიმში,ყველა პაციენტთან მივდივართ და ვაკმაყოფილებთ იმსამედიცინო საჭიროებებს, რაც უდგას…
პრემიერ-მინისტრი აჭარაში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად განხორციელებულ ღონისძიებებს და დარჩენილ გამოწვევებს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, ქობულეთში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად შექმნილ შტაბში იმყოფებოდა.…
თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ექვსი მიმართულებით აგრძელებენ სამაშველო სამუშაოებს
სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად თავდაცვის ძალები სამაშველო სამუშაოებში ექვსი მიმართულებით არის ჩართული. როგორც ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი…