რეფერენდუმის და პირველი პრეზიდენტის დაბადების დღე ზუგდიდში აღინიშნა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, პირველმა მოადილემ ნინო ვიბლიანმა და ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ დამოუკიდებლობის…

ბათუმში ვეტერანებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

მიმდინარე წლის 29 – 30 მარტს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის…

სამტრედიაში ეროსი მანჯგალაძის 100 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა

სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის დრამატულ თეატრში, ლეგენდარული მსახიობის 100 წლის იუბილე განსაკუთრებული თეატრალური საღამოთი აღინიშნა. ღონისძიებას ცნობილი…

სამტრედიის ყველაზე ხანდაზმული მკვიდრი, ლიდა ჩაჩუა, 100 წლის გახდა – მერის მილოცვა და საჩუქრები

სამტრედიის უძველესი თაობის ერთადერთმა წარმომადგენელმა, ლიდა ჩაჩუამ, 100 წლის იუბილე აღნიშნა. საუკუნოვანმა იუბილარმა განსაკუთრებული დღე ოჯახის…

“გრასრუტს ქაფ ჯორჯია დასავლეთი” – ტურნირი სამტრედიის კახა კალაძის სახელობის კომპლექსში

Grassroots Cup Georgia -“გრასრუტს ქაფ ჯორჯია დასავლეთი” – 20 გუნდის მონაწილეობით გამართული ტურნირი წარმატებით დასრულდა კახა…

სამტრედიის მერმა სტიქიის დროს გამოჩენილი თანადგომისთვის მოხალისეები დააჯილდოვა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, დიდთოვლობისა და სტიქიური მოვლენების დროს გაწეული დახმარებისთვის მოხალისეები, „Off-Road Group Samtredia“-ს…

სამტრედიაში, მერიის პროგრამის ფარგლებში, სოციალური სახლების მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

ამ ეტაპზე, გასული წლის მსგავსად, 4 სახლი შენდება, ხოლო იგეგმება დამატებით 3 სახლის აშენება. დავით ბახტაძე:…

სამტრედიის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს- ღანირში გზის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად გრძელდება. ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ღანირში, მანჯგალაძეების უბანში სადაც გზის…

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში მერის, დავით ბახტაძის ხელმძღვანელობით სამუშაო თათბირი გაიმართა

შეხვედრას ესწრებოდნენ სამსახურების უფროსები და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში. თათბირის ფარგლებში განიხილეს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური…

მთავრობის განკარგულებით, გურიას სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებებისთვის სარეზერვო ფონდიდან  2 569 048 ლარი გამოეყო

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გურიის რეგიონს სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებების ასანაზღაურებლად  მთავრობის სარეზერვო ფონდიდან  2 569 048 ლარი გამოეყო.…

ბოლნისში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს

ამ დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა, იროდი უგრეხელიძემ, მერიის თანამშრომლებთან ერთად,საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრ…

პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაური, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, მარნეულში ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო. პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს სიტყვით მიმართა და მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა. „ნოვრუზ ბაირამი არის განახლების, სიკეთის დღესასწაული. ჩვენ ვამაყობთ მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრებით, მეგობრობით, რომელიც გვაკავშირებს ჩვენ, ქრისტიანებს და მუსლიმებს, ქართველებს და აზერბაიჯანელებს. ეს არის ნამდვილად საამაყო ურთიერთობა და მეგობრობა. ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ერთად ვქმნიდით ჩვენი საერთო ქვეყნის მომავალს. ეს ისტორია გრძელდება დღესაც და ეს არის ის შესანიშნავი ტრადიცია, რომელიც უნდა გადავცეთ ჩვენს შვილებს და მომავალ თაობებს. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ნოვრუზ ბაირამი და გისურვოთ ყოველივე საუკეთესო, მშვიდობა და კეთილდღეობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პრემიერ-მინისტრი მარნეულის ცენტრში დღესასწაულთან დაკავშირებით მოწყობილ საგამოფენო სივრცეს და ეთნოკუთხეს ეწვია, ასევე დაესწრო სხვადასხვა სპორტულ და კულტურულ ღონისძიებას. აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, პარლამენტის წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

მიხეილ ყაველაშვილი – ნოვრუზ ბაირამს ვულოცავ ყველა მოქალაქეს, რომელიც დღეს აღნიშნავს გაზაფხულის ბუნიობის ამ ძველ, ტრადიციულ, სახალხო დღესასწაულს – მიხარია, რომ ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ტრადიციები და მრავალფეროვნება მნიშვნელოვანია

ნოვრუზ ბაირამს ვულოცავ ყველა მოქალაქეს, რომელიც დღეს აღნიშნავს გაზაფხულის ბუნიობის ამ მართლაც ძველ, ტრადიციულ, სახალხო დღესასწაულს.…

აქსამტრედიაში ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნა

სამტრედიის მერმა, დავით ბახტაძემ, ქართული ჟურნალისტიკის დღე ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს მიულოცა. მან საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ…

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვამაყობთ მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრებით,  მეგობრობით, რომელიც გვაკავშირებს ქრისტიანებს და მუსლიმებს, ქართველებს და აზერბაიჯანელებს -ეს არის ნამდვილად საამაყო ურთიერთობა და მეგობრობა

ჩვენ ვამაყობთ მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრებით, მეგობრობით, რომელიც გვაკავშირებს ჩვენ, ქრისტიანებს და მუსლიმებს, ქართველებს და აზერბაიჯანელებს, ეს არის ნამდვილად საამაყო ურთიერთობა და მეგობრობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისადმი  მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ღონისძიებაზე შეკრებილებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა. „მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მიხარია და მეამაყება, რომ წელს ამ დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნავ. ნოვრუზ ბაირამი არის განახლების, სიკეთის დღესასწაული. ჩვენ ვამაყობთ მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრებით, მეგობრობით, რომელიც გვაკავშირებს ჩვენ, ქრისტიანებს და მუსლიმებს, ქართველებს და აზერბაიჯანელებს. ეს არის ნამდვილად საამაყო ურთიერთობა და მეგობრობა. ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ერთად ვქმნიდით ჩვენი საერთო ქვეყნის მომავალს. ეს ისტორია გრძელდება დღესაც და ეს არის ის შესანიშნავი ტრადიცია, რომელიც უნდა გადავცეთ ჩვენს შვილებს და მომავალ თაობებს. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ნოვრუზ ბაირამი და მინდა ყველას, თქვენ, თქვენს ოჯახებს გისურვოთ ყოველივე საუკეთესო, მშვიდობა და კეთილდღეობა“, – განაცხადა პრემიერმა.