დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობის გამო, სასწრაფო დახმარების ბრიგადები, საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას

დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობის გამო, სასწრაფო დახმარებისბრიგადები, საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.25-26 თებერვალს, გურიის რეგიონში – ოზურგეთის, ჩოხატაურისა…

პრემიერი- აჭარაში არსებითად მოგვარებულია პრობლემების ძირითადი ნაწილი,რაც შეეხება გურიას,გურიაში რჩება მეტი პრობლემა, შესაბამისად, ვბრუნდებით გურიაში და გვექნება მითითებები იმასთან დაკავშირებით, თუ სრულად როგორ უნდა გამოსწორდეს ყველა საკითხი

აჭარაში არის არსებითად მოგვარებული პრობლემების ძირითადი ნაწილი. რაც შეეხება გურიას, გურიაში რჩება მეტი პრობლემა, მათ შორის, გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ქობულეთში განუცხადა. მისივე თქმით, ის ბრუნდება გურიაში, სადაც ადგილზე გაეცნობა ვითარებას და გასცემს მითითებებს იმასთან დაკავშირებით, თუ სრულად როგორ უნდა გამოსწორდეს ყველა საკითხი. „უნდა აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება, მოსახლეობის, დაახლოებით, 20 %-ს არ მიეწოდება დღეს ელექტროენერგია და აქ არის, რა თქმა უნდა, ინტენსიური სამუშაოები  ჩასატარებელი. ჩვენ ახლა დავბრუნდებით გურიაში და, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად დავინტერესდებით არსებული ვითარებით. გვექნება მითითებები იმასთან დაკავშირებით, თუ სრულად როგორ უნდა გამოსწორდეს ყველა საკითხი,“- განაცხადა პრემიერმა.

ამირან გოგიტიძე: „ყველა პაციენტთან მივდივართ და ვაკმაყოფილებთ იმ სამედიცინო საჭიროებებს, რაც უდგას ჩვენს მოსახლეობას“

„ჯანდაცვის სამინისტრო სრულად უზრუნველყოფს სამედიცინო სერვისებისმიწოდებას საგანგებო რეჟიმში,ყველა პაციენტთან მივდივართ და ვაკმაყოფილებთ იმსამედიცინო საჭიროებებს, რაც უდგას…

პრემიერ-მინისტრი აჭარაში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად განხორციელებულ ღონისძიებებს და დარჩენილ გამოწვევებს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, ქობულეთში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად შექმნილ შტაბში იმყოფებოდა.…

თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ექვსი მიმართულებით აგრძელებენ სამაშველო სამუშაოებს

სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად თავდაცვის ძალები სამაშველო სამუშაოებში ექვსი მიმართულებით არის ჩართული. როგორც ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი…

ირაკლი ჩიქოვანი: რთული რელიეფისა და ამინდის პირობების მიუხედავად, კრიტიკულ ზონებში გზის გაწმენდა და მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველყოფა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

გურიის რეგიონში დიდთოვლობის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრის პროცესთან დაკავშირებით, როგორც ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა,…

ირაკლი ჩიქოვანი – მასშტაბური სპეკულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება ემსახურება სტიქიის შედეგების აღმოფხვრის პროცესში ჩართული სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების შრომის დისკრედიტაციას

მიმდინარეობს მასშტაბური სპეკულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება, იმისათვის, რომ მოხდეს დისკრედიტაცია იმ საქმეებისა, რომელსაც დღეს სტიქიის შედეგებთან…

სტიქიის შედეგებთან გამკლავების ღონისძიებებში თავდაცვის ძალების ასობით სამხედრო და ათობით სპეციალური ტექნიკა მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებთან გამკლავების ღონისძიებებში თავდაცვის ძალები გუშინდელი დღიდან მონაწილეობს. გურიის რეგიონში…

ნინო ლაცაბიძე : პრემიერ- მინისტრის ირაკლი კობახიძის და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, რუსთაველი სტუდენტების მოთხოვნა შესრულებულია და დღეიდან, რუსთავიდან თბილისში, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით, მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებენ

რუსთავის მერიამ, მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში, დედაქალაქის მიმართულებით კიდევ ერთი მეოთხე მარშრუტი – რუსთავი-თბილისი-მაღლივი კორპუსი აამოქმედა.…

პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე გასული ღამის განმავლობაში  განხორციელებული  ღონისძიებების შესახებ ანგარიში მოისმინა

დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად საკოორდინაციო შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. საკოორდინაციო შტაბის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემგასული ღამის განმავლობაში განხორციელებულ სამუშაოებზე დეტალური ანგარიში  მოისმინა და შტაბის წევრებთან ერთად დღის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე მუშაობდნენ – უახლოეს საათებში დასრულდება სოფელ აცანასა და მიმდებარე სოფლებთან მისასვლელი გზების გაწმენდა. გარდა ამისა, სრული დატვირთვით განაგრძობს მუშაობას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები როგორც ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის მედიკამენტების მიწოდების, ისე მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის თვალსაზრისით. აღინიშნა, რომ ღამის განმავლობაში დაფიქსირებულ ყველა გადაუდებელ გამოძახებაზე მოხდა დროული რეაგირება  და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შესაბამის ლოკაციებზე მისვლა შეძლო. გარდა ამისა, თავდაცვის ძალების სპეციალური ტექნიკით გაიწმინდა ოზურგეთთან დამაკავშირებელი ყველა ცენტრალური გზა. დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან კოორდინაციით, სხვადასხვა მიმართულებაზე მუშაობენ თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მხარდასაჭერად თავდაცვის ძალებიდან გამოყოფილია დასავლეთისა და აღმოსავლეთის, სპეციალური ოპერაციების, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, ასევე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობების ქვედანაყოფები და სპეციალური ტექნიკური საშუალებები. პროცესს ადგილზე უშუალოდ ხელმძღვანელობს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი. ამასთან, ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში. ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურ კომუნიკაციაშია მოსახლეობასთან და დღის განმავლობაში მაქსიმალურად დაკმაყოფილდება თითოეული მცხოვრების საჭიროება, მათ შორის, აუცილებლობის შემთხვევაში  განხორციელდება მათი ევაკუაცია სტიქიის ზონიდან. აღინიშნა, რომ სტიქიის შედეგად შექმნილი გამოწვევების ეფექტურად გადაჭრის მიზნით დღის განმავლობაში დამატებითი ტექნიკა იქნება მობილიზებული კრიტიკულ ლოკაციებზე. პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს გაწერილი გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულება დაავალა.

ნინო წილოსანი: სოფლებში უკვე შევიდნენ ჩვენი გმირი სამხედროები ხალხის დასახმარებლად, პარალელურ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები – სტიქიის ზონაში ამ მომენტშიც იმყოფება პრემიერ-მინისტრი და მოსახლეობას გვერდში უდგას

ჩემი საყვარელი გურიიდან მწერენ, რომ სოფლებში უკვე შევიდნენ ჩვენი გმირი სამხედროები ხალხის დასახმარებლად და ისინი აუცილებლად…

საჩხერის მერია- საჩხერის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო 12 სოფელი ჩაიკეტა. სპეციალური ტექნიკა მობილიზებულია და 24 საათის განმავლობაში მუშაობს გზების გასაწმენდად

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას აწვდის.მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ვიგებთ, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო…

გოჩა ენუქიძე: ამბროლაურის მუნიციპალიტეტში თოვლწმენდის სამუშაოები დილიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს – სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება და ყველა სოფელს და პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში თოვლწმენდის სამუშაოები დილიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, – წერს ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის…

რწმუნებულის ადმინისტრაციაში დიდთოვლობასთან დაკავშირებით ზუგდიდში შექმნილი საკოორდინაციო შტაბის სხდომა გაიმართასამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში დიდთოვლობასთან დაკავშირებით ზუგდიდში შექმნილი საკოორდინაციო შტაბის წევრების შეხვედრა გაიმართა

რეგიონული საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სხვადასხვა უწყებებისგან ინფორმაცია მიიღო და…

სამეგრელოში თოვლის გაწმენდითი სამუშაოები ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს

სამეგრელოში  თოვლის გაწმენდით სამუშაოები მიმდინარეობს 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები, პროცესში ჩართულია  გზების დეპარტამენტის ტექნიკა.…