თიანეთის მუნიციპალიტეტში, გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე გზებზე იყრება ქვიშა-მარილის ნარევი

️ ინტენსიური თოვისა და უხვი ნალექის მოსვლის გამო, საავტომობილო გზებზე გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, თიანეთის…

გარდაბანში წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა

დღეს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, მოადგილე ფუად მირზოევთან და საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურთან ერთად, გარდაბნის…

„ 2021 წლის ჩემი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც ეხებოდა სოფელ ჭურჭელაურებისა და სოფელ ზემო არტნის დამაკავშირებელი 12,5 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას, შესრულებულია-ლევან წიკლაური

ასეთი მასშტაბური მუნიციპალური მნიშვნელობის გზის პროექტი თიანეთის მუნიციპალიტეტის ისტორიაში განხორციელდა პირველად. ივრის ხეობის მარჯვენა სანაპიროს სოფლები…

მიმდინარე წელს სოფელ მაგრანეთში, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის სამუშაო განხორციელდა 

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი მოინახულა. “ეს არის ძალიან…

დაბა ასპინძაში მუსიკალური სკოლისა და ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია დასრულდა

დაბა ასპინძაში მუსიკალური სკოლისა და ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია დასრულდა.პროექტის ფარგლებში შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო იატაკზე ლამინირებული…

პრემიერ-მინისტრმა თევზსაჭერი ლიცენზიის მფლობელი გემები დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ ფოთში თევზსაჭერი ლიცენზიის მფლობელი გემები დაათვალიერა. მთავრობის მეთაური ლიცენზიის მფლობელებს შეხვდა და მათი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. თევზჭერის ლიცენზიას ხუთი კომპანია ფლობს: ,,ზღვის პროდუქტები“;  ,,პალიასტომი 2004“;, ,გეოფიშ კომპანი“;,,აისბერგი 2“; ,,მბმ“. ლიცენზიის მფლობელი კომპანიები თევზს მოპოვებასთან ერთად ამუშავებენ და ამ მიზნით, ბოლო წლებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თევზის ფქვილისა და ზეთის დამამზადებელი ოთხი საწარმო და სამი გამყინავი ქარხანა გაიხსნა. ლიცენზიის გაცემისას არც ერთ ქართულ კომპანიას არ ჰყავდა საკუთარი თევზსაჭერი გემი და თევზჭერა იჯარით შემოყვანილი გემების მეშვეობით ხორციელდებოდა. ადგილობრივი წარმოების განვითარებასთან ერთად, დაიწყო მუშაობა ქართული თევზსაჭერი ფლოტის შექმნაზე, რის შედეგადაც, ლიცენზიის მფლობელმა კომპანიებმა 5 გემი შეიძინეს. სახელმწიფო პროგრამის – ,,აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერის შედეგად, ქართული თევზსაჭერი ფლოტი 9 გემით გაიზარდა. პროგრამამ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი თევზსაჭერი გემების შეძენის შესაძლებლობა მისცა ადგილობრივ მეთევზეებსაც, რაც ხელს უწყობს დარგის განვითარებას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. ქართული გემების ეკიპაჟი გადამზადებული ქართველი მეთევზე მეზღვაურებით დაკომპლექტდება. პროექტის ფარგლებში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია 38 მილიონ ლარს აჭარბებს. დასაქმდა დამატებით 161 ადამიანი. ახალი გემების შეძენა ლიცენზიის მფლობელ კომპანიებს თევზის რესურსის სრულად ათვისების და ქვეყანაში საექსპორტო თევზის პროდუქტის სისტემატიზებული წარმოების საშუალებას აძლევს.

პრემიერ-მინისტრი ფოთის მე-8 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ ალექსანდრე წულაძესთან ერთად, ფოთის მე-8 საჯარო სკოლის…

პრემიერ-მინისტრმა ფოთში ახლად გახსნილი ნიჩბოსნობის ბაზა დაათვალიერა

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ფოთში ახლად გახსნილი ნიჩბოსნობის ბაზა დაათვალიერა. მთავრობის მეთაური ბაზის ინფრასტრუქტურას გაეცნო, სპორტსმენებს შეხვდა და საჩვენებელ შეჯიბრს დაესწრო. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სპორტის განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია.  “ნიჩბოსნობის ბაზას არის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი, რომელიც ხელს შეუწყობს სპორტის ამ სახეობის უფრო მეტად განვითარებას. ბოლო წლებში ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი წარმატებები ამ სფეროში და გვჭირდება კიდევ უფრო მეტი წარმატება. ეს ინფრასტრუქტურული ობიექტი ჩვენს წარმატებებს სპორტის ამ სახეობაში კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს. ყველას მინდა, მადლობა გადავუხადო, ვინც იყო ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში. თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში გაჩნდა ეს იდეა და დაიწყო ამ პროექტის განხორციელება. მინდა, თეა წულუკიანს გადავუხადო მადლობა, ისევე, როგორც ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში”,- განაცხადა პრემიერმა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ნიჩბოსნობის და კანოეს ბაზა სპორტული ინფრასტრუქტურისთვის საჭირო, სავარჯიშო, სპორტსმენების საცხოვრებელ და ადმინისტრაციულ სივრცეებს მოიცავს. პროექტის ბიუჯეტი 6 628 698 ლარია.

ტოლების ადმინისტრაციულ ერთეულში იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს

ახლო მომავალში ტოლების ადმინისტრაციულე ერთეულში ახალი იუსტიციის სახლი გაიხსნება, სადაც მოქალაქეებს, აღნიშნულ სტრუქტურაში, ყველა არსებული სერვისით…

სამტრედიაში ადგილობრივი მნიშვნელობის ჯამში 50 კილომეტრამდე ასფალტ-ბეტონის გზა დაიგო

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, შიდა სასოფლო და საუბნო გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს ამჯერად, კაპიტალური გზა იგება ტოლებში სამი…

სამტრედიაში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაღმა ზონის სოფლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ადგილობრივი მნიშვნელობის…

სამტრედიაში მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

სამტრედიაში მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ფასადების რეაბილიტაციის სამუშაოები უტარდება ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებულ მრავალბინიან…

სამტრედიაში სოციალურად დაუცველ ოჯახებს ახალი საცხოვრებელი სახლები აუშენეს

იმერეთის მასშტაბით უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ბოლო ორი წლის განმავლობაში 55-მდე სახლი აშენდა, ხოლო ამ ეტაპზე…

პრემიერ-მინისტრმა თელავის სპორტის სასახლე დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თელავის სპორტის სასახლე დაათვალიერა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იყო გარკვეული სამართლებრივი პრობლემები,…

სამტრედიაში მე-4 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროექტის ფარგლებში სამტრედიაში მე-4 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. მუნიციპალური…