ყველა სიახლე
მიხეილ სარჯველაძე-ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტისა და მათი ჩანაცვლებისთვის, გარკვეული დრო დაგვჭირდება
.”ამ პერიოდის განმავლობაში, სახელმწიფოს მხრიდან, სრულად ჩანაცვლდება კერძო კომპანიები და მიმწოდებლები“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, პრემიერ-მინისტრის ინიციირებულ…
არცერთი ბენეფიციარი, ვისაც აქვს მკურნალობის საჭიროება არ დარჩება მის გარეშე-მიხეილ სარჯველაძე
„ეს იქნება მკაცრად განსაზღვრული და აქ მოიაზრება ის ადამიანები ვისაც რეალურად ეს სჭირდებათ და არ მოიაზრებიან…
დიდი ბრიტანეთის სამთავრობო პორტალზე სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის გამოქვეყნებულია სახელმძღვანელო, რომელშიც კონკრეტული მაგალითებით არის ახსნილი რა ითვლება რუსეთისთვის სანქციებისგან თავის არიდებაში დახმარებად
დიდი ბრიტანეთის სამთავრობო პორტალზე გამოქვეყნებულია ბრიტანეთის მთავრობის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო, რომელიც განკუთვნილია გაერთიანებული სამეფოს ფარგლებს გარეთ…
ირაკლი კობახიძე -პრიორიტეტულობიდან გამომდინარე,ვეცდებით, მაქსიმალურად უმოკლეს ვადებში დავიწყოთ პროცედურები სოფელ დუისში საჯარო სკოლის მშენებლობისთვის
ჩვენ გვაქვს შედგენილი პრიორიტეტული სკოლების სია და ამ სიაში შედის სოფელ დუისის სკოლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა. პრემიერის თქმით, მშენებლობასთან დაკავშირებული პროცედურები უმოკლეს ვადებში დაიწყება. „ჩვენ სია გვაქვს შედგენილი პრიორიტეტული სკოლების და ამ სიაში შედის სოფელ დუისის სკოლა. შესაბამისად, პროცედურები დაიწყება და ვეცდებით, მაქსიმალურად უმოკლეს ვადებში, პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, დავიწყოთ შესაბამისი პროცედურები და შესაბამისად, საჯარო სკოლის მშენებლობა სოფელ დუისში“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე -ნორჩი დინამოელის ბაზასთან დაკავშირებით დაწყებული გვაქვს მუშაობ დაარსებობს რეალურიშესაძლებლობა იმისა,რომ ეს ინფრასტრუქტურა გადავცეთ საქართველოს ფეხბურთისფედერაციას,რათა სრულფასოვნად აღდგეს ბაზა
ნორჩი დინამოელის ბაზასთან დაკავშირებით დაწყებული გვაქვს მუშაობა და არსებობს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ ეს ინფრასტრუქტურა გადავცეთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას იმისათვის, რომ სრულფასოვნად აღდგეს ნორჩი დინამოელის ბაზა დიდუბის ტერიტორიაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ნორჩი დინამოელის ბაზა სამშენებლო დანიშნულებით იყო პრივატიზებული, რაც წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულია. „ნორჩი დინამოელი არის ჩვენი ისტორიის ნაწილი და აბსოლუტურად უგულოდ, პირდაპირ გაასხვისეს ეს უნიკალური ბაზა სამშენებლო დანიშნულებით. თან მერე გაირკვა, რომ იქ მშენებლობაც არ იყო შესაძლებელი, გამომდინარე იქიდან, რომ მეტროს ინფრასტრუქტურა გადის შესაბამისი ნაკვეთის ქვეშ. დარჩა ეს ტერიტორია პრაქტიკულად მიტოვებული. ამასთან დაკავშირებით დაწყებული გვაქვს მუშაობა და არსებობს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ წელსვე წამოვიღოთ და გადავცეთ, შესაბამის კერძო სუბიექტთან მოლაპარაკების საფუძველზე, ეს ინფრასტრუქტურა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას იმისათვის, რომ სრულფასოვნად აღდგეს ნორჩი დინამოელის ბაზა დიდუბის ტერიტორიაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე – „დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამა წარმატებით ხორციელდება, ჩვენი ამოცანაა, რომ მინიმუმ 4-ჯერ გაიზარდოს დაფარვის არეალი
„დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელსაც ვახორციელებთ ჯანდაცვის სფეროში, –…
ირაკლი კობახიძე – საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, თუმცა ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება მომავალშიც, საჭიროა მაქსიმალური წამახალისებელი ზომების მიღება, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს სექტორი განვითარდეს
საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, თუმცა ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება მომავალშიც, – ამის შესახებ…
პრემიერი – კრიმინალების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის, ეს არის ღირსეული ქართული სახელმწიფო, სადაც პოლიტიკაში უნდა იყვნენ წარმოდგენილნი არა კრიმინალები, არამედ პატრიოტები
ერთხელ და სამუდამოდ ყველამ უნდა გაისიგრძეგანოს, რომ კრიმინალების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის, ეს არის ღირსეული…
ეკა სეფაშვილი პრემიერ ირაკლი კობახიძეს: ქვეყნის მომავალ განვითარებასთან დაკავშირებით თქვენგან შთამბეჭდავი შედეგები და გეგმები მოვისმინეთ
„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, პრემიერს კითხვით…
ირაკლი კობახიძე- ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი-2028 წლისთვის გვინდა, რომ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების 90%-ზე მეტი გვქონდეს შესრულებული,აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას აღნიშნული მიმართულებით
ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი დასახული – 2028 წლისთვის გვინდა, რომ 90 %-ზე მეტი გვქონდეს შესრულებული ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან, აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას, ეს უნდა მოხდეს მთავრობისა და პარლამენტის აქტიური კომუნიკაციით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლების მიზანია, 2030 წელს საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. „ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი დასახული – 2028 წლისთვის გვინდა, რომ 90 %-ზე მეტი გვქონდეს შესრულებული ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან. ამაზე…
ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვფიქრობთ სერიოზული რეფორმების გატარებას ენერგეტიკის სფეროში და ეს რეფორმები იქნება იმის გარანტია, რომ მივაღწიოთ თვითკმარობას, როდესაც გამომუშავება გადააჭარბებს მოხმარებას
ჩვენ ვფიქრობთ სერიოზული რეფორმების გატარებას ენერგეტიკის სფეროში და ეს რეფორმები იქნება იმის გარანტია, რომ მივაღწიოთ თვითკმარობას, როდესაც მოხმარებას გადააჭარბებს გამომუშავება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ხელისუფლება გეგმავს, რომ 2030 წელს ქვეყანამ მიაღწიოს თვითკმარობას. „რაც შეეხება ენერგეტიკას, ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ 2030 წლისთვის მივაღწიოთ თვითკმარობას, როდესაც მოხმარებას გადააჭარბებს გამომუშავება. დაახლოებით 10 000 მეგავატია ამისათვის საჭირო და მივყვებით გეგმას. ჩვენ ვფიქრობთ სერიოზული რეფორმების გატარებას ენერგეტიკის სფეროში და ეს რეფორმები იქნება იმის გარანტია, რომ ეს გეგმა პირნათლად შესრულდება. “, -განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე- გვქონდა კონსულტაციები ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და ვფიქრობთ, მასშტაბურად გავაფართოოთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა -ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უნდა გახდეს ნომერ მეორე საგანმანათლებლო ცენტრი უმაღლესი განათლებისთვის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და თბილისის საუნივერსიტეტო კომპლექსთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჩვენს ქვეყანაში უნდა გახდეს ნომერ მეორე საგანმანათლებლო ცენტრი უმაღლესი განათლებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატებისს კითხვებზე პასუხისას განაცხადა. პრემიერის თქმით, მას ჰქონდა კონსულტაციები უნივერსიტეტის დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან და იგეგმება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის გაფართოება „რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფცია მოიცავს ქუთაისის უნივერსიტეტის შესაძლებლობების განვითარებასაც. დღეს ჯერ კიდევ შეზღუდულია, მათ შორის, ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე. თანდათან ვითარდება ინფრასტრუქტურა, შესაძლებლობები, მათ შორის, კონტინგენტი, რომელსაც იღებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით გვქონდა კონსულტაციები უნივერსიტეტის დამფუძნებელთან, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და ვფიქრობთ, მასშტაბურად გავაფართოოთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, ისე, რომ უნივერსიტეტმა შეძლოს საბოლოო ჯამში, ათიათასობით სტუდენტის მიღება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და თბილისის საუნივერსიტეტო კომპლექსთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჩვენს ქვეყანაში უნდა გახდეს ნომერ მეორე საგანმანათლებლო ცენტრი უმაღლესი განათლებისთვის. ეს არის ზოგადი ხედვა, დანარჩენი დეტალები იქნება განსაზღვრული სწორედ საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფციით. რაც შეეხება ადრონული თერაპიის დანერგვას, ფონდი „ქართუ“ წარმართავს შესაბამის სამუშაოებს. მე მქონდა კონსულტაციები ფონდის ხელმძღვანელობასთან და სათანადო ვადებში ეს საკითხიც იქნება მოწესრიგებული“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – სანებართვო სისტემასთან დაკავშირებით მიღებულია კანონმდებლობა, გვინდა ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვა, რომლის საფუძველზეც იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი ნებართვების გაცემა
სანებართვო სისტემასთან დაკავშირებით მიღებულია კანონმდებლობა, გვინდა ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვა, რომლის საფუძველზეც იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი ნებართვების…
ირაკლი კობახიძე – განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით კანონმდებლობა არის გადასახედი გამკაცრების მიმართულებით და მთავრობა მზად არის,პარლამენტთან ერთად იმუშაოს ამ საკითხზე
განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით კანონმდებლობა არის გადასახედი გამკაცრების მიმართულებით და მთავრობა მზად არის, პარლამენტთან ერთად იმუშაოს ამ საკითხზე, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვების პასუხისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ის კანონის გამკაცრების მომხრეა, თუმცა, ეს უნდა მოხდეს თანაზომიერების პრინციპის ფარგლებში. „რაც შეეხება სასჯელის გამკაცრებას განზრახ მკვლელობაზე, ამასთან დაკავშირებით, კოლეგების ნაწილმა იცის ჩემი მკაფიო პოზიცია. მე პირადად ვარ გამკაცრების მომხრე. ეს არის მგრძნობიარე საკითხი, არ არის მარტივი საკითხი, თუმცა, მე ვფიქრობ, ის სანქციები, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსით განზრახ მკვლელობისთვის, არ არის საკმარისი. მახსოვს ერთი შემთხვევა, მოხდა მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით და ადამიანს მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ადამიანი მოკლეს და ათ წელზე უფრო ადრეც შეიძლება გამოვიდეს დამნაშავე ციხიდან. ასეთი მიდგომები რა თქმა უნდა, გადახედვას საჭიროებს. მე პირადად ვარ გამკაცრების მომხრე, ეს უნდა მოხდეს თანაზომიერების პრინციპის ფარგლებში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ზოგადად, რაც შეეხება განზრახ მკვლელობას, აქ კანონმდებლობა არის გადასახედი გამკაცრების მიმართულებით და მთავრობა მზად არის, პარლამენტთან ერთად იმუშაოს ამ საკითხზე“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე: ჩვენ დავაანონსეთ საუნივერსიტეტო რეფორმა, ასევე,ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადი განათლების სფეროში რეფორმების განხორციელება, 2-3 წელიწადში უნდა გვქონდეს ფუნდამენტურად განსხვავებული ვითარება როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების სფეროში
ჩვენ დავაანონსეთ საუნივერსიტეტო რეფორმა, გვინდა ამბიციური რეფორმის გატარება, შეიქმნა შესაბამისი სახელმწიფო კომისია, რომელიც ამზადებს კონცეფციას საუნივერსიტეტო რეფორმისთვის, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების განხორციელება ზოგადი განათლების სფეროში. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ 2-3 წელიწადში ქვეყანაში უნდა იყოს ფუნდამენტურად განსხვავებული ვითარება როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების სფეროში. „ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მხოლოდ, თუნდაც, სისტემის გადაწყობის საფუძველზე, მნიშვნელოვნად ავამაღლოთ უმაღლესი განათლების ხარისხი ქვეყანაში. უახლოეს მომავალში, დაახლოებით ერთ თვეში წარმოგიდგენთ დეტალურ კონცეფციას, რომელიც ითვალისწინებს საუნივერსიტეტო სფეროში განათლების ხარისხის ფუნდამენტურად ამაღლებას ჩვენს ქვეყანაში. ეს კონცეფცია მოიცავს მრავალ მიმართულებას – დაწყებული ინფრასტრუქტურით, დამთავრებული სასწავლო პროგრამების გადახედვით, უკეთესი პირობების შექმნით პროფესორ-მასწავლებლებისთვის. იქნება, მართლაც, ამბიციური რეფორმა, რომელიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში განხორციელდება. მათ შორის, ვფიქრობთ ახალი კამპუსების მშენებლობას ქუთაისსა და თბილისში. თბილისში რუსთავის მიმდებარედ. დეტალურ კონცეფციას უახლოეს მომავალში წარვუდგენთ საზოგადოებას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადი განათლების სფეროში რეფორმების განხორციელება. ამ მიმართულებით, არაერთი არასწორი ნაბიჯი გადაიდგა წინა ხელისუფლების პირობებში, რასაც ჰქონდა მკაცრად იდეოლოგიური, ძალიან მანკიერი იდეოლოგიური მიზნები. ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა, რადიკალური ცვლილებები შევიტანოთ ამ სფეროში, მათ შორის, ფუნდამენტურად უნდა გადავხედოთ ეროვნულ სასწავლო გეგმას, სასწავლო პროგრამას, სასწავლო სახელმძღვანელოებს, ამ მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდება შემდეგი წლების განმავლობაში. ჩვენ, 2-3 წელიწადში, უნდა გვქონდეს ფუნდამენტურად განსხვავებული ვითარება,…