ყველა სიახლე
ცესკოს განცხადება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2023-2024 წლებში განხორციელებული…
არჩილ გორდულაძე: გახარია ბრალდებულია 20 ივნისის საქმეში. მათ არავითარი მორალური უფლება არ აქვთ, სიტყვა შეკრება-მანიფესტაცია ახსენონ, გამომდინარე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისა, სადაც მითითებულია, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დარღვევის ფაქტები იყოს გამოძიებული
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე პარტიას „საქართველოსთვის“ იმ საკანონმდებლო ინიციატივას ეხმაურება, რომელიც „შეკრებებისა და…
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას – ,,ინოვაციები სასამართლო ექსპერტიზაში 2026“ დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო…
პაატა სალია: „ყირგიზეთს გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, რაც გვაქვს დაგროვილი საჯარო სერვისების, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მიმართულებითა და იუსტიციის სახლების განვითარების კუთხით“
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დელეგაციის ყირგიზეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს და ყირგიზეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ყირგიზეთთან გაფორმებული მემორანდუმის და თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრა. „გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება, სადაც ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ყირგიზეთის იუსტიციის სამინისტროსთან. შეხვედრა მქონდა ჩემს ყირგიზ კოლეგასთან, შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რათა ერთმანეთს გავუზიაროთ ის გამოცდილება, რაც გვაქვს დაგროვილი საჯარო სერვისების სფეროში, სასჯელაღსრულების და პრობაციის მიმართულებით. მათ აქვთ ძალიან კარგი პროგრესი ე.წ. დებიუროკრატიზაციის მიმართულებით, ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება მათი გამოცდილება ამ კუთხით. მათ აინტერესებთ ჩვენი გამოცდილება იუსტიციის სახლების განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ ვფიქრობთ, პროდუქტიული თანამშრომლობა გვექნება ყირგიზ კოლეგებთან. იმედი გვაქვს, შემოდგომაზე გვეწვევა ჩემი ყირგიზი კოლეგა და თანამშრომლობის ახალი მიმართულებებიც გამოიკვეთება“, – განაცხადა პაატა სალიამ.
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებს შორის გამართულ შეხვედრაზე
ბრიუსელში საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა…
ირაკლი კობახიძე – ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, დელეგაციებთან ერთად განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის ვაჭრობა, დაკავშირებადობა, სოფლის მეურნეობა, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ერთგულება ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაძლიერებისა და თანამშრომლობის გაფართოებისადმი
ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, სადირ ჟაპაროვთან. ჩვენს დელეგაციებთან ერთად განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები,…
პრემიერი – ყირგიზეთში ვიზიტი ისტორიულია, დღეს ხელმოწერილი მნიშვნელოვანი შეთანხმებები ასახავს ჩვენს საერთო ერთგულებას, გავაფართოოთ თანამშრომლობა და გავაუმჯობესოთ ურთიერთობები საქართველოსა და ყირგიზეთს შორის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკაში ვიზიტს სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღეს ხელმოწერილი…
მაკა ბოჭორიშვილი პრემიერ-მინისტრის ყირგიზეთში ვიზიტთან დაკავშირებით
მაკა ბოჭორიშვილი პრემიერ-მინისტრის ყირგიზეთში ვიზიტთან დაკავშირებით: ეს კარგი შესაძლებლობაა, რომ ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობები…
დავით ჩიხელიძე: გახარია არის ადამიანი, რომელმაც 20 ივნისს ხალხს თვალები დათხარა, დაშლილი აქციის წევრებს სახლებამდე სდია და თავპირი გაუერთიანა. ამის მერე სტრასბურგმა მოითხოვა გახარიას დანაშაულების გამოძიება 20 ივნისის საქმეზე – ამ მოღალატე კრიმინალი გუნდის მინიონი ბედავს და პროტესტის უფლების დაცვაზე საუბრობს
დავით ჩიხელიძე: გახარია არის ადამიანი, რომელმაც 20 ივნისს ხალხს თვალები დათხარა, დაშლილი აქციის წევრებს სახლებამდე სდია…
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისები სრულად ციფრული და მომხმარებლისთვის უფრო კომფორტული ხდება
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ „გონიერი კონტრაქტი“-ის სერვისით ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის უპირატესობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისი მარტივი, სწრაფი და კომფორტულია საქართველოს მოქალაქისთვის. „გონიერი კონტრაქტი“ ციფრული მომსახურებაა და საქართველოს მოქალაქეს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შესაძლებლობა აქვს, ძალიან მარტივად და უსაფრთხოდ ისარგებლოს გონიერი კონტრაქტის ინოვაციური სერვისით“, – განაცხადა თამარ ზოდელავამ. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სააგენტოს ციფრულ სერვისებზე, მათ შორის „გონიერი კონტრაქტით“ ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის პროცედურაზე. სწორედ მაღალმა საზოგადოებრივმა ინტერესმა განაპირობა მომსახურების გაციფრულების აუცილებლობა, რაც მკაფიოდ აისახება არსებულ სტატისტიკურ მონაცემებში. კერძოდ, მიმდინარე წლის მონაცემებით, აღნიშნული სერვისით სარგებლობის მიზნით სააგენტოში წარმოდგენილი 26 000 განმცხადებლიდან 21 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქეა; შედარებისთვის, 2025 წელს რეგისტრირებული განცხადებების საერთო რაოდენობა 54 000-ს შეადგენდა, საიდანაც 40 000 მომხმარებელი საქართველოს მოქალაქე იყო. „საქართველოს მოქალაქეს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია, დაზოგოს დრო და ყოველგვარი ბარიერის გარეშე ეწვიოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდს www.napr.gov.ge; ამისათვის საჭიროა, რომ ჰქონდეს მოქმედი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი და გადაიხადოს მომსახურების გადასახადი… ხელოვნური ინტელექტისა და საჯარო რეესტრის წარმომადგენლის მიერ ფაქტობრივად რამდენიმე წუთში განხორციელდება მისი ინდმეწარმედ რეგისტრაცია“, , აღნიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვს შეხვდა. გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე, რომელიც ყირგიზეთის…
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთის რესპუბლიკაში პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვთან შეხვედრით დაიწყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთის რესპუბლიკაში პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვთან შეხვედრით დაიწყო. ყირგიზეთის რესპუბლიკის…
პრემიერი – საქართველო და აშშ ერთად ვცდილობთ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას და ასეთ დროს, როდესაც ჯო უილსონი, რომელიც წარმოადგენს მმართველ პარტიას, თავს ესხმის საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების გამო, არის აბსოლუტურად ალოგიკური, რასაც აქვს ერთადერთი მიზეზი, ის იღებს დავალებებს, რომლებიც მიმართულია ჩვენი ხალხის, ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, „ნაცმოძრაობა“ და ჯო უილსონი ერთი ხელიდან იმართებიან
ნაცმოძრაობას“ და ჯო უილსონს ჰყავთ ერთი პატრონი, ერთი ხელიდან იმართებიან ისინი, იღებენ დავალებებს ერთი და იმავე…
GCCA-ის სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, GCCA-ის წარმომადგენლებმა „ქალები მომავლისთვის“ და “იქომერს ასოციაცია საქართველოს” წევრ ორგანიზაციებთან მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე შეხვედრები გამართეს.
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თანამშრომლებმა შეხვედრების მონაწილეებს დეტალურად გააცნეს მომხმარებელთა კანონიერი უფლებები და ის ძირითადი…
ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას აბსოლუტურად არავითარი შანსი არ აქვს, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქართველ ხალხთან და ამიტომ არიან ორიენტირებულები არა ქართველ ხალხზე, არამედ, მათ გარე პატრონებზე, მათ ერთმანეთიც კი არ მოსწონთ და როგორ უნდა მოაწონონ ქართველ ხალხს თავი
ოპოზიცია არის სუსტი და სისუსტის პირობებში რთულია მათთვის ერთმანეთთან თანამშრომლობა, მათ ერთმანეთიც კი არ მოსწონთ და როგორ უნდა მოაწონონ ქართველ ხალხს თავი , ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ყირგიზეთში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციას არავითარი შანსი არ აქვს იმისა, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქართველ ხალხთან. „გახსოვთ რამდენიმე თვის წინანდელი პროგნოზები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ახალი გაერთიანება აუცილებლად დაიშლებოდა, ისევე, როგორც დაიშალა აქამდე მსგავსი გაერთიანება წარსულში. ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი – მთლიანობაში ოპოზიცია არის სუსტი და სისუსტის პირობებში რთულია მათთვის ერთმანეთთან თანამშრომლობა. მათ ერთმანეთიც კი არ მოსწონთ და როგორ უნდა მოაწონონ ქართველ ხალხს თავი. ამ ოპოზიციას აბსოლუტურად არავითარი შანსი არ აქვს იმისა, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქართველ ხალხთან და ამიტომ არიან ორიენტირებულები არა ქართველ ხალხზე, არამედ, მათ გარე პატრონებზე. რაც შეეხება ნანუკა ჟორჟოლიანის წინ წამოწევას ამ პროცესში, ესეც მეტყველებს იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც არის შექმნილი რადიკალურ ოპოზიციაში“, – განაცხადა პრემიერმა.