ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე – დღევანდელი დღე არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი ძლიერად და მტკიცედ დგას ფასეულობების სადარაჯოზე, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ძალები ცდილობდნენ, ქართული საზოგადოებისთვისაც მოეხვიათ თავს ხელოვნური და მანკიერი იდეოლოგია

მინდა, ყველას მივულოცო დღევანდელი დღე, ხედავთ, როგორი ერთიანობაა და რაც მთავარია, ადამიანები გაერთიანებულები არიან სიყვარულის იდეის,…

თამთა მეგრელიშვილი-უამრავი ხალხი ოჯახებით გამოვიდა ქუჩაში, რათა კიდევ ერთხელ დავანახოთ მსოფლიოს, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო. ტრადიციებით, კულტურით, იდენტობით, სარწმუნოებით ღირსეულად უნდა შევაბიჯოთ ევროპულ ოჯახში რადგან ჩვენი სიძლიერე ამაშია

“დღეს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა.დღეს, საქართველოს მასშტაბით უამრავი ხალხი ოჯახებით გამოვიდა ქუჩაში, რათა კიდევ…

დავით ქართველიშვილი ოჯახის სიწმინდის დღეზე: ვირტუალურ საქართველოს დღეს რეალურმა ქართველებმა შეახსენეს თავი – არც არავისთვის გვიგინებია, არც სიგიჟეები გვიმღერია

ვირტუალურ საქართველოს დღეს რეალურმა ქართველებმა შეახსენეს თავი, არა მხოლოდ თბილისში – არამედ ჩვენი სამშობლოს მასშტაბით, –…

მაია ომიაძე-„წელს ძალიან ბევრ ტურისტს ველოდებით-ახალი სასტუმრო ჩვენთვის ახალი სავიზიტო ბარათია“

საქართველოში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან პირველი ბრენდირებული აეროპორტის სასტუმრო ibis Tbilisi Airport ოფიციალურად გაიხსნა. ახალი სასტუმროს გახსნის…

ირაკლი კობახიძე მინდა, უწმინდესსა და უნეტარესს მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ ეს დღე გვაჩუქა, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ტრადიციულ ფასეულობებს და სწორედ ამას ეძღვნება დღევანდელი ზეიმი

ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ტრადიციულ ფასეულობებს და სწორედ ამას ეძღვნება დღევანდელი ზეიმი და დღევანდელი ღონისძიება, –…

ირაკლი კობახიძე – საქართველო პატარა, თუმცა საოცრად მრავალფეროვანი ქვეყანაა, ვამაყობთ ჩვენი სტუმართმოყვარეობით, ტურიზმი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა და საქართველოში ჩამოსული სტუმრების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება

უნგრულმა ტელევიზია TV 2-მა საქართველოს შესახებ სიუჟეტი მოამზადა, რომლის მთავარი რესპონდენტია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.  სიუჟეტში…

სამტრედიაში შიდა ინფრასტრუქტურის გაძლიერება გრძელდება

სამტრედიის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება შიდა ინფრასტრუქტურის განვითარება. ამ ეტაპზე ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს გომის ადმინისტრაციული…

ირაკლი კობახიძე – EPC-ის სამიტის ფარგლებში,მე მქონდა 30-მდე პოლიტიკურ ლიდერთან გასაუბრების შესაძლებლობა, განვიხილეთ საქართველოსა და მისი შემდგომიგანვითარებისთვის მნიშვნელოვანი თემები, მრგვალი მაგიდის ფორმატში ხაზი გავუსვი, რომარის გარკვეული უსამართლობა საქართველოს მიმართ, რაც უნდა შეიცვალოს

EPC-ის სამიტის ფარგლებში, მე მქონდა 30-მდე  პოლიტიკურ ლიდერთან გასაუბრების შესაძლებლობა, ყოველთვის ვეხებით იმ თემებს, რომელიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისა და მისი შემდგომი განვითარებისთვის, – ამის  შესახებ  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  კობახიძემ ალბანეთში ქართველ  ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მრგვალი მაგიდის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება დაუთმო იმ უსამართლობას, რომელიც საქართველოს მიმართ არის და რომელიც უნდა შეიცვალოს. „სამიტი ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ აქ გვაქვს მოსაზრებების გაცვლისა და ერთმანეთთან საუბრის შესაძლებლობა. ჩვენ მოვისმინეთ ევროპელი ლიდერების მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით და, ასევე, მე მქონდა 30-მდე პოლიტიკურ  ლიდერთან გასაუბრების საშუალება. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვეხებით იმ თემებს, რომელიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისა და მისი შემდგომი განვითარებისთვის, საქართველოს თანამშრომლობისთვის ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. ასევე, მრგვალი მაგიდის ფორმატში გვქონდა გამოსვლის საშუალება. სიტყვით გამოვედი სხვადასხვა თემაზე, ვისაუბრე ევროპის განვითარების პერსპექტივებზე საქართველოს გადმოსახედიდან, ასევე საუბარი მქონდა უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩვენს შეხედულებებზე და საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე. ხაზი გავუსვით იმას, რომ არის გარკვეული მნიშვნელოვანი უსამართლობა საქართველოს მიმართ, რაც უნდა შეიცვალოს,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობას, ასევე ორი ქვეყნის საერთო გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრებმა დაადასტურეს  მზადყოფნა პარტნიორობის კიდევ უფრო  გაღრმავებისთვის

ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ  ვიქტორ ორბანს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ ორმხრივი ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაღრმავებას შეუწყობს ხელს საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური  თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა, რომელიც უახლოეს მომავალში ბუდაპეშტში გაიმართება. საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გაიმართა.

ირაკლი კობახიძე -საქართველოს სამხრეთ კავკასიის რეგიონშისაკვანძო როლი აქვს, ჩვენ დადებითი წვლილი შეგვაქვს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაში,ასევე ვახორციელებთ მნიშვნელოვან  პროექტებს დაკავშირებადობის გაუმჯობესების მიზნით,ევროკავშირისა და ჩვენი რეგიონის ერთმანეთთან დაკავშირებისთვის

საქართველოს აქვს სამხრეთ კავკასიის რეგიონში საკვანძო როლი, ჩვენ, მთელი ამ წლების განმავლობაში, დადებითი წვლილი შეგვაქვს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაში და მომავალში, სწორედ, ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ ალბანეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საქართველო ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს, მათ შორის, მეზობელ ქვეყნებთან ერთად, რომელიც დაკავშირებადობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. „ჩვენ ევროპასთან ვაკავშირებთ ორ მეზობელ  ქვეყანას – აზერბაიჯანსა და სომხეთს . ასევე ,საქართველო ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს, მათ შორის, მეზობელ ქვეყნებთან ერთად, რომელიც დაკავშირებადობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროპისთვის, ევროკავშირისთვის, ევროკავშირისა და ჩვენი რეგიონის  ერთმანეთთან დაკავშირებისთვის. ჩვენ ვართ  აბსოლუტურად ღია თანამშრომლობისთვის ამ მიმართულებით, ამას ემსახურება იგივე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, სხვა პროექტები, რომლებიც დაკავშირებადობას აუმჯობესებს და მომავალშიც აქტიურად ვიქნებით დაკავებულები მსგავსი პროექტების განხორციელებით,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – კონკრეტული დიპლომატების დასწრება სასამართლო სხდომაზე არის პირდაპირი უხეში ჩარევის მცდელობა სასამართლოს საქმიანობაში, ეს პრინციპულად მიუღებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის

დიპლომატს შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვს და მით უმეტეს, არ აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში,…

ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება, რის გამოც, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე…

პრემიერი – რადიკალური ოპოზიციური სპექტრი განწირულია მარცხისთვის, 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს

თვის ბოლოს გიორგი გახარია აპირებს იმის გამოცხადებას, რომ მონაწილეობას მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა…

პრემიერი -როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან, საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რომლებიც საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივასა და რეგიონში ჩვენს როლს შეეხება, გავუზიარეთჩვენი გზავნილები საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით

როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან და სხვა ლიდერებთან, გვქონდა საუბარი იმ თემებზე, რაც შეეხება საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივას და ჩვენს როლს რეგიონში,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ალბანეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მან პოლიტიკურ ლიდერებს გაუზიარა გზავნილები საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით. „გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის უშუალო საუბრები, ჩვენ არ გვაქვს გასაჯაროების უფლება, თუცა ზოგადად, რა თქმა უნდა, შემიძლია გითხრათ, რომ საქმე ეხებოდა საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით ჩვენი გზავნილების გაზიარებას, როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან და სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან,“- განაცხადა პრემიერმა.