ყველა სიახლე
„ონკოლაინ ჯორჯია”: ღირსეული ხუმრობა და დაავადებული ადამიანის დაცინვა ერთი და იგივე არ არის – მოვუწოდებთ სიუჟეტის ავტორებსა და წამყვანებს, საჯაროდ მოიხადონ ბოდიში ყველა ონკოპაციენტის წინაშე, ასევე მოვუწოდებთ სიუჟეტის სპონსორებსა და პარტნიორებს, მათ შორის Betsson Sport-სა და TBC Bank-ს, საჯაროდ განსაზღვრონ თავიანთი დამოკიდებულება მსგავსი შინაარსის მიმართ
კიბოს პაციენტთა სათემო ორგანიზაცია „ონკოლაინ ჯორჯია” ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და გმობს ცნობილი იუთუბერების ვიდეოს, რომელშიც სიცოცხლისთვის…
პრემიერი – ფოთში საფუძველს ვუყრით ახალი ნავმისადგომის მშენებლობას, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და სატრანსპორტო პოტენციალის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოება მორიგი ნიშანია იმისა, რომ საქართველო რეგიონულ ლოგისტიკურ ცენტრად მკვიდრდება
მოხარული ვარ, რომ დღეს ფოთში საფუძველს ვუყრით ახალი ნავმისადგომის მშენებლობას, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და სატრანსპორტო…
პრემიერი – მოთხოვნა ჩვენს სატრანსპორტო დერეფანზე ძალიან სწრაფად იზრდება, ჩვენი ამოცანაა, ამ მოთხოვნას თანამედროვე ინფრასტრუქტურით ვუპასუხოთ, სწორედ ამიტომ, ვაგრძელებთ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის სრულ მოდერნიზაციას: ვაფართოებთ პორტებს, ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, ვაახლებთ სარკინიგზო და საგზაო მაგისტრალებს, ფოთის პორტის ახალი ნავმისადგომის მშენებლობა ამ სტრატეგიული ხედვის განუყოფელი ნაწილია
ვაგრძელებთ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის სრულ მოდერნიზაციას: ვაფართოებთ პორტებს, ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, ვაახლებთ სარკინიგზო და საგზაო…
პაატა სალია: „პირველივე დღიდან, როდესაც ელენე ხოშტარიას დასჭირდა სამედიცინო დახმარება, მას მიეწოდებოდა სრული სპექტრი სამედიცინო მომსახურებისა, რაც სჭირდებოდა. რაც შეეხება ექიმის შესვლას, როგორც კი მიწოდებული იქნება დოკუმენტაცია, ექიმი შეძლებს შესვლას და მოინახულებს ელენე ხოშტარიას
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ კომენტარი გააკეთა „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით. მინისტრმა კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ სპეკულაციაა, რომ ექიმი ვერ ახერხებს შესვლას. ამის მიზეზია, რომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დღემდე არ მიაწოდეს ექიმის პირადობის მოწმობის და შესაბამის სამედიცინო სფეროში ექიმის სპეციალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. მინისტრის თქმით, სპეციალური პენიტენციური სამსახური მზადყოფნას გამოხატავდა და ახლაც გამოხატავს მზადყოფნას, როგორც კი, მიწოდებული იქნება ეს დოკუმენტაცია, ექიმი შეძლებს შესვლას და მოინახულებს ელენე ხოშტარიას. „პირველივე დღიდან, როდესაც ელენე ხოშტარიას დასჭირდა სამედიცინო დახმარება, მას მიეწოდებოდა სრული სპექტრი სამედიცინო მომსახურებისა, რაც სჭირდებოდა. ამის შესახებ ინფორმირებული იყო საზოგადოება, ამაზე ისაუბრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმაც. თუმცა, ყოველ ჯერზე არის მცდელობა სპეკულაციებისა; ყოველ ჯერზე გვიწევს, რომ პასუხი გავცეთ და არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ დასაბუთებულად, რომ ეს ყველაფერი არის სპეკულაცია. სპეკულაციაა, რომ ექიმი ვერ ახერხებს შესვლას. იცით, რატომ ვერ ახერხებს ექიმი შესვლას? იმიტომ, რომ ვერ მიაწოდეს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ექიმის პირადობის მოწმობის და შესაბამის სამედიცინო სფეროში ექიმის სპეციალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. ეს არის ყველაფერი და მერე მეტყვით, რომ ეს არ არის სპეკულაცია? ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია. სპეციალური პენიტენციური სამსახური მზადყოფნას გამოხატავდა და ახლაც გამოხატავს მზადყოფნას, როგორც კი მიწოდებული იქნება ეს დოკუმენტაცია, ექიმი შეძლებს შესვლას და მოინახულებს ელენე ხოშტარიას. არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე სამედიცინო დაწესებულებიდან მოყვანილი ექიმის ან რომელიმე მსჯავრდებულის ან ბრალდებულის მდგომარეობიდან გამომდინარე, იყო აუცილებლობა მისი კერძო კლინიკაში გადაყვანისა და ეს არ მომხდარა. ანალოგიურად, ხოშტარიასაც გაეწია ყველა ეს მომსახურება. ჩვენ თანხმობა განვაცხადეთ იმ ექიმის მოყვანაზე, ვის შესახებაც მან ინფორმაცია მოგვაწოდა; უბრალოდ, ვერ მოხდა მათი მხრიდან დოკუმენტების მოწოდება. მე ვერ ვისაუბრებ კონკრეტულ დაავადებებზე, ეს არის პერსონალური ინფორმაცია, მაგრამ, საბედნიეროდ, ის დიაგნოზი, რაზეც მას ეჭვი ჰქონდა, გამოირიცხა. ახლა მიმდინარეობს დამატებითი შემოწმებები და რაიმე საგანგაშო მდგომარეობა ამჟამად არ არის, როგორც ჩვენ ვიცით სამედიცინო პერსონალისგან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოიტანონ შესაბამისი დოკუმენტაცია, შებრძანდეს ექიმი და შემდგომ უკვე გვეცოდინება, რა მდგომარეობაა იმ კონკრეტული მიმართულებით, იმ კონკრეტულ დაავადებასთან დაკავშირებით, რის გამოც მოითხოვა ელენე ხოშტარიამ ამ კონკრეტული ექიმის ვიზიტი ციხეში“, – განაცხადა პაატა სალიამ.
პაატა სალია: „ამ ფორუმმა საქართველო კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მსოფლიოში როგორც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა საჯარო სერვისებისა და საჯარო მმართველობის თვალსაზრისით“
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ თბილისში 3 დღის განმავლობაში მიმდინარე საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის მუშაობის შედეგები შეაჯამა. „3 დღის განმავლობაში თბილისში მიმდინარეობდა გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმი, რომელმაც თავი მოუყარა 100-ზე მეტი ქვეყნის 500-ზე მეტ წარმომადგენელს. ეს იყო ძალიან საინტერესო ფორუმი, ადგილი, სადაც ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის ჩვენი გამოცდილება საჯარო სერვისების გაუმჯობესების საკითხში. აქ გაიმართა არაერთი დისკუსია, თუ როგორი უნდა იყოს საჯარო სერვისები მომავალში, როგორ უნდა ემსახურებოდეს ის ადამიანს. და მთავარი აქცენტი ყოველთვის გაკეთებული იყო ყველა დისკუსიაში, მიუხედავად იმისა, ეს ეხებოდა ციფრულ ტრანსფორმაციას, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, ყოველთვის ცენტრალური ადგილი ეჭირა ადამიანს, მოქალაქეს და ყველა ვთანხმდებით და ყველა ვართ ერთ აზრზე, რომ ამ მომსახურების ცენტრში, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ადამიანი. ეს არის ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება ჩვენი მოქალაქეების მიმართ და ჩვენ სწორედ ეს ჩვენი გამოცდილება გავუზიარეთ ჩვენს კოლეგებს. მოგეხსენებათ, რომ საქართველო ამ მიმართულებით, საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის, კომფორტულობის, ინოვაციის თვალსაზრისით, არის ერთ-ერთი მოწინავე მსოფლიოში და ძალიან ბევრ ქვეყანას აინტერესებდა ჩვენი გამოცდილება, რა თქმა უნდ,ა ჩვენც ბევრი სიახლე შევიტყვეთ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისაგან. ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რაც დგას თანამედროვე მსოფლიოში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ციფრულ ტრანსფორმაციაზე, ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან დანერგვაზე. ამ ფორუმის ფარგლებში, ასევე, გაიმართა არაერთი ორმხრივი შეხვედრა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შორის, დაიგეგმა არაერთი ვიზიტი, საინტერესო იდეების ურთიერთგაცვლა და, ვფიქრობ, რომ ამ ფორუმმა საქართველო კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მსოფლიოში როგორც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა საჯარო სერვისებისა და საჯარო მმართველობის თვალსაზრისით. ჩვენთვის ეს ფორუმი იყო კიდევ ერთი აღიარება იმისა, რომ საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს აღიარებენ მსოფლიოში. შესაბამისად, ჩვენ გადმოგვეცა ფორუმის გახსნისას გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილის მიერ სპეციალური ჯილდო, სიგელი, რომელიც იყო ზუსტად აღნიშვნა და დაფასება იმ რეფორმებისა, რომელთაც ატარებს საქართველოს ხელსუფლება“, − აღნიშნა პაატა სალიამ.
ჯაბა ხუბუა: ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ფაშისტური ხუმრობის გამო საზოგადოების წინაშე ბოდიში აქვთ მოსახდელი არამხოლოდ გიორგი კალატოზსა და მისი გადაცემის მონაწილეებს, არამედ იმ კომპანიებსაც, რომლებიც მათ ასპონსორებენ
„ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე უნიჭო და ფაშისტური ხუმრობის გამო საზოგადოების წინაშე ბოდიში აქვთ მოსახდელი არამხოლოდ გიორგი კალატოზსა…
უსახლკაროს სტატუსის მქონე ქესანაშვილების ოჯახს ბინა გადაეცა
ქესანიშვილების ოჯახისთვის 15-წლიანი უსახლკარობა დასრულდა. უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახს საცხოვრებელი ბინის გასაღები დღეს თბილისის მერმა კახა…
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
ასოციაცია „ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი, სოფიკო ფირანიშვილი, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ე.წ სკეტჩს ეხმიანება, რომელშიც ლეიკემიით დაავადებულ…
ირაკლი ჩიქოვანმა სერჟანტებს პროფესიული დღე მიულოცა
25 ივნისს საქართველოს თავდაცვის ძალები სერჟანტთა კორპუსის დღეს აღნიშნავს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა სერჟანტებს პროფესიული…
უკანონოდ დაკავებული საქართველოს ერთი მოქალაქე თავისუფალია
2026 წლის 22 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარედრუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეთავისუფალია…
ონკოპაციენტი ბავშვების მშობლების და მათი ოჯახების წევრების განცხადება- ლეიკემიის მქონე პაციენტების დისკრედიტაცია და პირადი ტრაგედიის „შავ იუმორად“ გარდაქმნა შეურაცხმყოფელია- Betsson sport-ს, გიორგი კალატოზს და მათ კოლეგებს ვთხოვთ ბოდიში მოუხადონ ყველას, ვისთვისაც ისედაც მტკივნეული თემა შეურაცხყოფად აქციეს
ლეიკემიის მქონე პაციენტების დისკრედიტაცია, მკურნალობის პროცესში ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტის სასაცილოდ წარმოჩენა და ადამიანების პირადი ტრაგედიის „შავ…
გიორგი პატარიძე: „მსჯავრდებულის მოთხოვნის შემდეგ მას მყისიერად ჩაუტარდა ყველა საჭირო ლაბორატორიული კვლევა. მას ის დაავადება არ სჭირს, რომელზეც მისი მხარე აპელირებდა“
დღესვე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი და ექიმის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომ ეს ექიმი…
პაატა სალიამ გაერო-ს ფორუმის მონაწილეებს მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების მიწოდების ქართული მოდელი გააცნო
საქართველოში საჯარო სერვისების მიწოდების მოდელსა და სერვისების ციფრულ ტრანსფორმაციაზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ თბილისში მიმდინარე გაერო-ს ფორუმზე. საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმი მრგვალი მაგიდის ფორმატში გრძელდება. იუსტიციის მინისტრმა დელეგატების კითხვებს უპასუხა და ყურადღება გაამახვილა ფიზიკური და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რაც ქვეყანაში საჯარო სერვისებზე უნივერსალურ წვდომას უზრუნველყოფს. კერძოდ, აღინიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით საჯარო და კერძო სერვისების მისაღებად მომხმარებელთა საჭიროებებზე ორიენტირებული 127 იუსტიციის სახლი, ხოლო გეოგრაფიული ბარიერის დასაძლევად 90 სოფელს 20 მობილური იუსტიციის სახლი ემსახურება; სერვისები ხელმისაწვდომია პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილ იუსტიციის სახლებში; მომსახურების მიღებისას უზრუნველყოფილია ეთნიკური უმცირესობების საჭიროებები; 400-ზე მეტი საჯარო და კერძო სერვისის მიღება შესაძლებელია ონლაინ ერთიან ელექტრონულ პორტალზე MY.GOV.GE; მოქმედებს „გონიერი კონტრაქტი“, რომელიც კერძო საკუთრების რეგისტრაციის დისტანციური საშუალებაა; სერვისების ციფრული ტრანსფორმაცია კი, განმტკიცებულია საქართველოს 2025-2030 წლების ციფრული მმართველობის სტრატეგიის დოკუმენტით. „ჩვენ გავაგრძელებთ ინოვაციების დანერგვას, ჩვენი სერვისების გაფართოებასა და გაუმჯობესებას, რათა სახელმწიფო სერვისები დარჩეს ხელმისაწვდომი, ოპერატიული და მოქალაქეზე ორიენტირებული“, – აღნიშნა პაატა სალიამ. 23-25 ივნისს თბილისი საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმს მასპინძლობს, სადაც მსოფლიო ლიდერები საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მოქალაქეზე ორიენტირებული, ინოვაციური საჯარო სერვისების საკითხებზე მსჯელობენ. მაღალი დონის ფორუმის თბილისში ჩატარება იმ წარმატებული რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა, რომელთაც საქართველო წლებია, ახორციელებს ხელმისაწვდომი და ეფექტიანი საჯარო სერვისების განვითარებისათვის.
N50 საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღში მშობლებისთვის ტრენინგი ჩატარდა
თბილისის N50 საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღში გაიმართა ტრენინგი თემაზე – „რთული ქცევის მართვა ბავშვებში და გაჯეტდამოკიდებულება“. ტრენინგი…
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
„მაშინ, როდესაც ზოგიერთი კვლავ პოლიტიკური საჩივრებისა და მორიგი „დიპლომატიური დასმენების“ ძიებით არის დაკავებული, თანაც იმ ქვეყნებში,…