ყველა სიახლე
კახა კალაძე: სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, რაც ჩვენს ქვეყანაში დაცულია, მნიშვნელოვანია, მაგრამ პირობითად, 30-მაადამიანმა ჩრდილი არ უნდა მიაყენოს სხვის უფლებებს
ვიღაც თუ რაღაცას აპროტესტებს, ამით დანარჩენების უფლებები არუნდა შეზღუდოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემჟურნალისტებთან…
ირაკლი კობახიძე – ხაბეიშვილი წავიდა რაღაც კონკრეტულ გეგმაზე, კონკრეტულ რისკზე, ამაში გაჰყვნენ მას ოპოზიციის სხვა ლიდერები და შემდეგ მიატოვეს შუა გზაზე, მის ადგილზე მეც ვიქნებოდი განაწყენებული საკუთარ ამხანაგებზე, თუმცა, მადლობა ღმერთს, ასეთი ამხანაგები მე არ მყავს
მეც გავაკრიტიკებდი ხაბეიშვილის ადგილზე ოპოზიციას, იმიტომ რომ ხაბეიშვილი წავიდა რაღაც კონკრეტულ გეგმაზე, კონკრეტულ რისკზე, ამაში გაჰყვნენ…
დიდიე ტღებიუკი – საქართველო არის საშუალოზე მაღალი შემოსავლის ქვეყანა, რომელიც აჩვენებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, მნიშვნელოვან პროგრესს სიღარიბის შემცირების მიმართულებით და ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული დაკავშირების უზრუნველყოფაში, მსურს, მივმართო ქართველ ხალხს – მათ შეუძლიათ, გაეროს იმედი ჰქონდეთ
თანამშრომლობის პირველ წლებში, გაერო ეხმარებოდა საქართველოს კონფლიქტებთან, ეკონომიკურ სირთულეებთან და დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენასთან დაკავშირებული გამოწვევების მოგვარებაში,…
ირაკლი კობახიძე -დიდმა ბრიტანეთმა ბოდიში უნდა მოიხადოს იმ ყალბი სიუჟეტის გამო, რომელიც მათ გაავრცელეს, ვაპირებთ მივმართოთ ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიას, შემდეგ სასამართლოებს ყველა სამართლებრივ გზას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ „ბი-ბი-სის“ მოუწიოს ბოდიშის მოხდა იმ ტყუილის გამო, რომელიც მან გაავრცელა
დიდმა ბრიტანეთმა ბოდიში უნდა მოიხადოს იმ ყალბი სიუჟეტის გამო, რომელიც მათ გაავრცელეს, ვაპირებთ მივმართოთ ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიას, შემდეგ სასამართლოებს საჭიროების შემთხვევაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა სამართლებრივი გზა იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ „ბი-ბი-სის“ მოუწიოს ბოდიშის მოხდა იმ ტყუილის გამო,რომელიც მან გაავრცელა. „ვფიქრობ, რომ დიდმა ბრიტანეთმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სიყალბის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს. ეს არის პირველი, რაც ეკუთვნის დიდ ბრიტანეთს, იმიტომ, რომ „ბი-ბი-სი“ არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირდაპირ ფინანსდება საჯარო არხებით, შესაბამისად, პირველი, რაც უნდა გააკეთოს დიდმა ბრიტანეთმა, ეს არის ბოდიშის მოხდა იმ ყალბი სიუჟეტის გამო, რომელიც მათ გაავრცელეს. ხედავდით, რომ სკანდალის შექმნის აბსოლუტურად ხელოვნური მცდელობა იყო,რომელიც სიყალბეზე იყო დაფუძნებული. რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიება არის დახურული. ჩვენ განვაცხადეთ ღიად და საჯაროდ – ნებისმიერ საერთაშორისო სუბიექტს შეუძლია…
ირაკლი კობახიძე -გამოვხატავ მადლიერებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მისი სააგენტოების მიმართ,მრავალწლიანი, სანდო და შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის
გამოვხატავ მადლიერებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მისი სააგენტოების მიმართ, მრავალწლიანი, სანდო და შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და გაეროს შორის 2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობის ამბიციური დღის წესრიგის აღსრულების პროცესში, თავის წვლილს გაეროსთან გაფორმებელი 5-წლიანი თანამშრომლობის ჩარჩო-დოკუმენტიც შეიტანს. „ამბიციური დღის წესრიგის აღსრულების პროცესში, ბუნებრივია, თავის წვლილს გაეროსთან დღეს გასაფორმებელი 5-წლიანი თანამშრომლობის ჩარჩო-დოკუმენტიც შეიტანს. მადლობას ვუხდი გაეროს გუნდს, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო დიალოგის შედეგად, ხედვა ეროვნულ პრიორიტეტებს მაქსიმალურად დაუახლოვა. შერჩეული მიმართულებები ეხმიანება ჩვენს მისწრაფებებს, შევამციროთ ურბანულ დასახლებებსა და რეგიონებს შორის არსებული უთანასწორობა, მნიშვნელოვნად წავახალისოთ დეცენტრალიზებული მმართველობა, გავაძლიეროთ ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტები, ხელი შევუწყოთ ყოვლისმომცველი სოციალური დაცვისა და განათლების სისტემების განვითარებას. დასასრულს, ვისარგებლებ შემთხვევით და გამოვხატავ მადლიერებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მისი სააგენტოების მიმართ, მრავალწლიანი, სანდო და შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ დიდიე ტღებიუკს, საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს, რომლი სპირადი ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ შეთანხმებისთვის საბოლოო სახის მიცემაში. ძალიან მნიშვნელოვანი იყოს ჩვენს ეროვნულ პრიორიტეტებთან ამ დოკუმენტის დაახლოება. მადლობა მინდა გადავუხადო გაეროს მთლიან გუნდს, მეამაყება, რომ მე ამ გუნდის წარმომადგენელი ვიყავი რვა წლის განმავლობაში და ჩემი თვალით ვხედავდი, თუ როგორ გულწრფელად ცდილობდნენ გაეროს გუნდის წარმომადგენლები წლების განმავლობაში საქართველოს განვითარებაში წვლილის შეტანას. მადლობა ასევე ყველას, ვინც დღევანდელი შეთანხმების შედგენაში და ამ მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევაში მიიღო მონაწილეობა“, – განაცხადა პრემიერმა.
ვაჟა-ფშაველას V კვარტლის I-II კორპუსების მიმდებარედ რეკრეაციული სივრცეები და სპორტული მოედანი მოეწყო
ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას V კვარტლის I-II კორპუსების მიმდებარედრეკრეაციული სივრცეები და სპორტული მოედანი მოეწყო. დაახლოებით, 5 000…
ლევან ჟორჟოლიანი – მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულება სრულად ემყარება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, 2030 წლისთვის საქართველოს მოსახლეობამ უნდა მიიღოს მზარდი ეკონომიკა, გაუმჯობესებული განათლება, უკეთესი ჯანდაცვისა და სოციალური სერვისები, უკეთესი მმართველობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სტაბილური და მშვიდობიანი გარემო, ვინაიდან, ამის გარეშე შეუძლებელია ამ მიზნების მიღწევა
2030 წლისთვის საქართველოს მოსახლეობამ უნდა მიიღოს მზარდი ეკონომიკა, გაუმჯობესებული განათლება, უკეთესი ჯანდაცვის და სოციალური სერვისები და…
კახა კალაძე: როგორ შეიძლება პოლიტიკურად მოტივირებული დაარქვა საქმეს,როდესაც სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდნენ და ამაზე რამდენიმეთვიანი კამპანია ჰქონდათ
„ყველას მოუწევს თავის ჩადენილ დანაშაულს კანონის ფარგლებში გასცეს პასუხი“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან 4…
ირაკლი კობახიძე-მთავრობას აქვს მკაფიო ხედვა, რომელიც საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოდ გარდაქმნას გულისხმობს, საქართველომ ჩამოაყალიბა ეფექტიანი მმართველობის სისტემა, რომელიც ქმნის მყარ საფუძველს,ეკონომიკური წინსვლისა და საზოგადოების კეთილდღეობისთვის
2025 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, დღეს, ქვეყანაში დაახლოებით 1,4 მილიონი ადამიანია დასაქმებული. სიღარიბე კი 2012 წლის 30%-იან მაჩვენებელთან შედარებით, გასული წლის მდგომარეობით, ისტორიულ მინიმუმამდე, 9,4%-მდეა შემცირებული, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და გაეროს შორის 2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს მკაფიო ხედვა, რომელიც საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოდ გარდაქმნას გულისხმობს. „საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად კვლავ რჩება სიღარიბის შემცირება და დასაქმების მაჩვენებლის ზრდა. 2025 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, დღეს, ქვეყანაში დაახლოებით 1,4 მილიონი ადამიანია დასაქმებული. სიღარიბე კი 2012 წლის 30%-იან მაჩვენებელთან შედარებით, გასული წლის მდგომარეობით, ისტორიულ მინიმუმამდე, 9,4%-მდეა შემცირებული. მიუხედავად მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისა, სიღარიბისა და უთანასწორობის შემდგომი შემცირება, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დღის წესრიგის ცენტრალურ ამოცანად რჩება. ამ მიმართულებითაც, საქართველოს მთავრობას აქვს მკაფიო ხედვა, რომელიც საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოდ გარდაქმნას გულისხმობს. ეს მაჩვენებლები გვიმყარებს რწმენას, რომ ქვეყნის განვითარების კურსი სწორად არის განსაზღვრული. საქართველომ ჩამოაყალიბა ეფექტიანი მმართველობის სისტემა, რომელიც ქმნის მყარ საფუძველს, ეკონომიკური წინსვლისა და საზოგადოების კეთილდღეობისთვის. ამ წარმატების ფუნდამენტს კი წარმოადგენს ჩვენი ძირითადი …
სემეკში GIPA-ს ენერგომენეჯმენტის პროფესიული განათლების პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელეროვნულ კომისიაში (სემეკ) საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთაინსტიტუტის (GIPA) ენერგომენეჯმენტის პროფესიული განათლების პროგრამისსტუდენტებთან შეხვედრა…
ირაკლი კობახიძე:საქართველო, წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს-2021-2024 წლებში, საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, საშუალოდ 9.8%, დააფიქსირა
2025 წლის პირველი 10 თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.6%-ს შეადგენს – საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებით, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია შემდგომ წლებშიც შენარჩუნდება. საქართველო, წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს – 2021-2024 წლებში, საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, საშუალოდ 9.8%, დააფიქსირა – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და გაეროს შორის 2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებით, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია შემდგომ წლებშიც შენარჩუნდება. „უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო, წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს.…
ირაკლი კობახიძე – 2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ახალი, 5-წლიანი ჩარჩო-შეთანხმება, არის ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის ფუნდამენტი, რომელიც, ერთი მხრივ, ეფუძნება ეროვნულ პრიორიტეტებს, ხოლო, მეორე მხრივ, ასახავს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების სულისკვეთებას
ახალი, 5-წლიანი ჩარჩო-შეთანხმება, არის ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის ფუნდამენტი, რომელიც, ერთი მხრივ, ეფუძნება ეროვნულ პრიორიტეტებს, ხოლო, მეორე…
ჯოზეფ ბორელი: ტრამპმა ევროკავშირს პოლიტიკური ომი გამოუცხადა
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და…
ზურაბ ქადაგიძე: გამოიკვეთა საერთაშორისო თვალსაზრისით ძალიან გააქტიურებული გეოპოლიტიკური გადალაგების კონტურები, სადაც საერთაშორისო პროცესებმა ცალსახად დაგვანახა საქართველოს ძალიან სწორად არჩეული საგარეო კურსის უალტერნატივობა საქართველოს მიერ არჩეული საგარეო პოლიტიკური კურსის უალტერნატივობაზე ისაუბრა
„ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. როგორც მან პოლიტიკური დებატებისას განაცხადა, საქართველოს რომ…
გვიდო რენის კომპლექსის რეაბილიტაციას Eagle Hills და COIMA განახორციელებენ
გვიდო რენის რეკონსტრუქცია Eagle Hills-ის ევროპული პორტფელის მნიშვნელოვან გაფართოებას წარმოადგენს, ისეთი პროექტების შემდეგ, როგორიცაა ვენეციის ისტორიული…