ყველა სიახლე
გოგა გულორდავა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს
კომუნიკაციების კომისიის წევრებმა 2026 წლის 29 იანვარს ჩატარებულ არჩევნებზე გოგა გულორდავა სამი წლის ვადით კომისიის თავმჯდომარედ…
დედაქალაქის ბიუჯეტის მოცულობა იზრდება და 2 506 978 300 ლარს შეადგენს
თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის მოცულობა იზრდება და საბოლოო ჯამში 2 506 978 300 ლარს შეადგენს, –…
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ 17 თანამშრომელს საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭა
თბილისის მეტროს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ 17 თანამშრომელს საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭა. აღნიშნულ…
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ახალ სასწავლო კურსებზე რეგისტრაციას იწყებს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ახალი სასწავლო კურსების…
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებს შეეხო. განიხილეს საქართველოში მიმდინარე პროცესები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და სამომავლო გეგმებზე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით. ასევე ისაუბრეს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებლობის საკითხი. გამოითქვა იმედი, რომ სტრატეგიული პარტნიორობა განახლდება და ქვეყნების საერთო ინტერესების გათვალისწინებით, კონკრეტული დღის წესრიგით გაგრძელდება.
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: მათ დაამკვიდრეს ის სიძულვილის და ზიზღის ენა, რომელიც წლებია გადმოედინება სხვადასხვა მათივე მართული მედიიდან. ჩვენ მზად ვართ დებატებისთვის და ყველაზე მთავარია, ყველამ გავიგოთ მისი არსი
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე დებატების გახსნის თაობაზე გადაცემაში „იმედი LIVE” ისაუბრა და დებატების…
ვიქტორ ყიფიანის თანაგუნდელი გიორგი ანთაძე: ამ რეალობაში ჩვენ არც უკრაინაში ომის სწრაფად დამთავრება გვაწყობს და არც ირანის ჩამოშლა
ამ რეალობაში ჩვენ არც უკრაინაში ომის სწრაფად დამთავრება გვაწყობს და არც ირანის ჩამოშლა, რუსეთის სმუტა გვინდა,…
დავით ქართველიშვილი აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა ვიზიტზე: ეს ვიზიტი წარმოადგენს ტესტს: შეძლო თუ არა საქართველომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ვითარების “ბაიდენიზაციის” შემდგომ პერიოდში, მართვადი ობიექტის როლიდან გამოსვლა და დიალოგის სუბიექტად ქცევა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის…
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: მათ დაამკვიდრეს ის სიძულვილის და ზიზღის ენა, რომელიც წლებია გადმოედინება სხვადასხვა მათივე მართული მედიიდან.
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: მათ დაამკვიდრეს ის სიძულვილის და ზიზღის ენა, რომელიც წლებია გადმოედინება სხვადასხვა მათივე მართული…
ქეთევან მიქიაშვილი: ნიკორას გაუხსნია საწარმო, მოუწყიათ ასობით ათას ლარიანი კარნავალი და ჰოი საოცრებავ, სტუმრები და წამყვანები ნახეთ: ილო ბეროშვილი, კაცები, აკაცუკი ინფლუენსერები, ხალხი, რომლებიც პირდაპირ ფინანსდებოდნენ აქციების დროსაც და მერეც ახალგაზრდების წასაქეზებლად და გამოსათაყვანებლად
ნიკორას გაუხსნია საწარმო და უდევთ თავიანთ გვერდზე, მოუწყიათ ასობით ათას ლარიანი კარნავალი და ჰოი საოცრებავ, სტუმრები…
ირაკლი კირცხალია: ზუსტად ისეთივე სარწმუნოა „ჰელსინკის კომისიის“ შედეგები, როგორც ამ კომისიის მოსმენის გადადების მიზეზი
ზუსტად ისეთივე სარწმუნოა „ჰელსინკის კომისიის“ შედეგები, როგორც მიზეზი ამ კომისიის მოსმენის გადადებისა – განაცხადა ფრაქცია „ქართული…
მიხეილ სარჯველაძე – „ფსიქოტროპული მედიკამენტის ფასი 12-ჯერ შემცირდა, საქმე გვაქვს ფასის კლებასთან და არა ხარისხის“
„როდესაც საუბარია წამალზე და სამკურნალო საშუალებებზე, ბუნებრივია, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემაა და სამართლიანია, რომ როგორც ხარისხის,…
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა ზამურ ჭითანავამ, მოქალაქეთა მიღება განაახლა
ზამურ ჭითანავამ პირველ მოადგილესთან, ალექსანდრე ზაბახიძესთან, ერთად მოქალაქეთა მიღება გამართა და მოისმინა მათი საჭიროებები. შეხვედრაზე, ძირითადად,…
ვატო შაქარიშვილი გირგვლიანის მკვლელობაზე: დღევანდელმა ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, როგორ მოექცა სახელმწიფო მათ თანატოლ უდანაშაულო ბიჭს და როგორ გაერთიანდა უკლებლივ ყველა სახელისუფლებო შტო ამ დანაშაულის დასაფარად
„20 წელი სანდროს სასტიკი მკვლელობიდან… ორი ათწლეული გავიდა და ვფიქრობ, რომ სათანადოდ მაინც არ არის შეფასებული…
პრემიერ-მინისტრი სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
ბიზნესი არის თავისუფალი, უნდა იყოს თავისუფალი და ფასწარმოქმნა არსებითად უნდა ხორციელდებოდეს თავისუფალი საბაზრო პრინციპების შესაბამისად, თუმცა აფთიაქების შემთხვევაშიც შემოდის სოციალური კომპონენტი, რაც ჩვენ გვაწუხებს. როგორც ხელისუფლება, პასუხისმგებელი ვართ იმაზე, რომ ჩვენი მოსახლეობის სოციალური ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელსაც ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მედიკამენტებისა და სააფთიაქო ფასების საკითხი მოსახლეობაში აქტუალურია, შესაბამისად, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია, სექტორის წარმომადგენლებთან განიხილოს, რამდენად არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის. „რაც შეეხება კონკრეტულად სააფთიაქო ქსელებს, აფთიაქებს, ერთი პროცესი უკვე გავიარეთ 2022 წელს, როდესაც რეფერენტული ფასები დაწესდა და ამან ბევრი მიმართულებით შედეგები მოგვცა კონკრეტულ მედიკამენტებზე, მედიკამენტების კონკრეტულ ჯგუფებზე ფასები რეალურად შემცირდა. გვინდა, ამაზეც ვიმსჯელოთ, რამდენად არის სივრცე ამ ჩამონათვალის გაფართოებისთვის. ასევე, სააფთიაქო ქსელებში ხდება სხვა პროდუქტების რეალიზაციაც, სადაც ვნახეთ, რომ საკმაოდ დიდია ფასთა შორის სხვაობა. თუ ავიღებთ ევროპულ ფასებს, ხშირ შემთხვევაში არის 35-40 პროცენტი სხვაობა ევროპის ქვეყნებთან, მათ შორის დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და ა.შ. ესეც საინტერესოა, რამდენად ეფუძნება ეს მაღალი ფასები მიწოდების ლოგიკურ ჯაჭვს. საქმე ეხება ბიზნესს, ბიზნესი არის თავისუფალი და უნდა იყოს თავისუფალი და ფასწარმოქმნა არსებითად უნდა ხორციელდებოდეს თავისუფალი საბაზრო პრინციპების შესაბამისად, თუმცა აფთიაქების შემთხვევაშიც შემოდის სოციალური კომპონენტი, რაც ჩვენ გვაწუხებს. როგორც ხელისუფლება, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ჩვენი მოსახლეობის სოციალური ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული და თუ სადმე არის გაუმჯობესების სივრცე, ამაზე უნდა ვიზრუნოთ მაქსიმალურად. სწორედ ამას ეფუძნება ჩვენი ინიციატივა ყველა მიმართულებით, მათ შორის აფთიაქების მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეხვედრა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მას 25 ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. მიმდინარე კვირას სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში შეხვედრა ასევე გაიმართება საწვავის ფასებთან დაკავშირებით.