ყველა სიახლე

სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 33-ე კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვა გაიმართა

2026 წლის 29 აპრილს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1558-ე სხდომაზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 33-ე კონსოლიდირებული ანგარიშის – „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვა შედგა. სხდომაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.  33-ე კონსოლიდირებული ანგარიში წარადგინა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალან ბერსემ. ანგარიში ასახავს 2025 წლის ოქტომბერი – 2026 წლის მარტის პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებსა და სიახლეებს. დოკუმენტი აღწერს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებას.  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მან მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს და მინისტრთა კომიტეტს, კონსოლიდირებული ანგარიშის მიღებისთვის და ხაზი გაუსვა აღნიშნული საკითხის ევროპის საბჭოს დღის წესრიგში აქტიურად შენარჩუნების მნიშვნელობას. ლაშა დარსალიამ სხდომის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი მძიმე ვითარებისა და საოკუპაციო რეჟიმების  დესტრუქციული ქმედებების საკითხს, მათ შორის ბოლო დროის უკანონო ქმედებებს. ხაზი გაესვა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების მნიშვნელობას.  ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ადასტურებს საქართველოს რეგიონების რუსეთის მიერ ოკუპაციას და ეფექტურ კონტროლს. სხდომაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების დარღვევისა და საქართველოს ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის გაძლიერების საკითხი. მინისტრის მოადგილე ასევე შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დინამიკას. მან დაადასტურა საქართველოს მთავრობის მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი ერთგულება. თავის მხრივ, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა და დაადასტურა, რომ ევროპის საბჭო, მანდატის ფარგლებში, გააგრძელებს კონსოლიდირებული ანგარიშების მიღების პრაქტიკას. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ალან ბერსესთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის აქტუალური საკითხები და კიდევ ერთხელ დაადასტურეს თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა. 

დავით ქართველიშვილი: უწმინდესის დანატოვარს, მის ანდერძს, მემკვიდრეობას წმინდა სინოდის უდიდესი ნაწილი პატივს სცემს და აპირებს, მის მემკვიდრეობაზე ააგოს ჩვენი ეკლესიის ხვალინდელი დღე

წმინდა სინოდის სხდომას გამოეხმაურა პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი ანალიტიკოსის განცხადებით, პროცესთან დაკავშირებით არსებობდა მოლოდინი,…

ზურაბ ქადაგიძე- როგორ აპირებს ინვესტიცების ახალი სააგენტო ქართული პროდუქციის ექსპორტის ეფექტურ ლობირებას საერთაშორისო ბაზრებზე, როდესაც ადგილობრივი წარმოება შიდა ბაზარზეც კი დაუცველია

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც დეპუტატმა…

ზურაბ ქადაგიძე: მაინტერესებს, როგორ აპირებს ინვესტიცების ახალი სააგენტო ქართული პროდუქციის ექსპორტის ეფექტურ ლობირებას საერთაშორისო ბაზრებზე, როდესაც ადგილობრივი წარმოება შიდა ბაზარზეც კი დაუცველია

პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე “ინვესტიციების სააგენტოს” მუშაობის პრიორიტეტს უწუნებს. „სააგენტოს ფუნქცია არ…

ნინო წილოსანი – პოლონეთის გადაწყვეტილება პასუხობს ქართველი რადიკალების მოთხოვნას, რომ დეზინფორმაციის და მავნებლური პროპაგანდის ახალი კერა გაჩნდეს

ევროკავშირის წევრი რამდენიმე სახელმწიფოს შემთხვევაში ვუყურებთ, რამდენად აბსურდისკენ მიექანება რიგი ბიუროკრატების გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა საქართველოს პირველ…

დიმიტრი ხუნდაძე პარტია „საქართველოსთვის“ წევრ ქეთევან ბაკარაძეზე: დაუშვებელია პოლიტიკური სარგებლის მიღებისთვის, თავის გამოჩენის თუ ამ გზით ცნობადობის გაზრდის მიზნით თემებით სპეკულაციები, მით უმეტეს, რომ ეს თემები ეხება ჯანდაცვას, ადამიანებს და ბავშვებს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის “ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ინტერპელაციის წესით „ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის…

ზაზა ლომინაძე: გაოცებას ვერ ვმალავ “გახარია-საქართველოსთვის” გუნდის გამონათქვამებით,თქვენი გამოსვლა იყო ამორალური, სრულიად გახვედით საექიმო და საპარლამენტო ჩარჩოებიდან, ამას არც ოპოზიცია ჰქვია – ასე არ საუბრობენ სენსიტიურ თემაზე, როგორიცაა დიუშენით დაავადებული ბავშვები

მინდოდა გამეგრძელებინა თქვენი საუბარი იმ გამოწვევებზე, თუ რა გვაქვს დღეს საქართველოში, რა უნდა გავაკეთოთ თითოეული მოსახლისათვის,…

ზაალ მიქელაძე პარტია „საქართველოსთვის“ წევრს, ქეთევან ბაკარაძეს: თქვენი კითხვის დასმის ფორმა, რბილად ვიტყვი, იყო აბსოლუტურად მიუღებელი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ წევრმა ზაალ მიქელაძემ, ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრის მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას მიმართა…

დიმიტრი ხუნდაძე ჯანდაცვის მინისტრს: სწრაფი გადაწყვეტილებები და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა, ასევე, სამინისტროს ნაწილობრივად დაყოფა, მენეჯმენტის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, გაზრდიდა თითოეული სექტორული მიმართულების ეფექტურობას

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის “ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე „ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური…

ზაალ მიქელაძე: არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემები – სახელმწიფოს ვალდებულებაა მოუსმინოს როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, ასევე კონსტრუქციულ ოპონენტებს, ექიმებსა და პაციენტებს

„მსურს შევეხო ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას – იშვიათ დაავადებებს, მათ შორის თანდაყოლილ და გენეტიკურ პათოლოგიებს, რომლებიც განსაკუთრებით…

შეხვედრა ახალგაზრდებთან დუშეთში

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. მორიგი შეხვედრა დუშეთში გაიმართა და…

დავით ჩიხელიძე: პრემიერის მიერ ფასებთან დაკავშირებული განცხადებები ასახავს რეალობას და ეფუძნება ობიექტურ ეკონომიკურ ფაქტორებს, მაგრამ, ზოგიერთი მედია, მათ შორის, „ტვ პირველი“, ხშირად ფაქტებზე წინ აღქმებს და სიცრუეს აყენებს, რაც აზიანებს როგორც ქვეყნის, ისე საზოგადოების ინტერესს

ხაზარაძის მარიონეტების მხრიდან სხვისთვის „მოღალატის“ იარლიყის მიწებება მინიმუმ ამორალურია, ზოგადად მსგავსი ტიპის და შინაარსის პოსტები, უფრო…

დავით ქართველიშვილი: ხაზარაძე-გვარამიას კორპორაციამ, აპელირებით “ქართველ ხალხთან” – კობახიძეს “ღალატში” დასდო ბრალი? ანუ, ნაცსექტამ “ღალატის” ახალი კურსი შეიმუშავა – 20 ლარი და 46 თეთრი? ამით წარსულს ჩაბარდა მათი ღალატის ფასი?

დავით ქართველიშვილი: ხაზარაძე-გვარამიას კორპორაციამ, აპელირებით “ქართველ ხალხთან” – კობახიძეს “ღალატში” დასდო ბრალი? ანუ, ნაცსექტამ “ღალატის” ახალი…

ირაკლი კობახიძე  – ძლიერდება სამართალდამცავი ორგანოების სისტემა ახალი რგოლის დამატებით და ეს არის მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმა, რომელიც განხორციელდა მთავრობის სისტემაში, ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაციები, ტექნიკურ საკითხებზე აქცენტის გაკეთება 

განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები სამართალდამცავ სისტემაში, დაემატა ერთი მნიშვნელოვანი რგოლი და ეს არის საკოორდინაციო რგოლი. ეს უმნიშვნელოვანესი…

ირაკლი კობახიძე  – ვიცე-პრემიერს აქვს სამართალდამცავი ორგანოების საერთო კოორდინაციის ფუნქცია, ის, რომ კონკრეტული თანამდებობის პირი კონკრეტულ უწყებას არ ხელმძღვანელობს, არავითარ შემთხვევაში არ აკნინებს მის მდგომარეობას მთავრობის სტრუქტურაში

ის, რომ კონკრეტული თანამდებობის პირი კონკრეტულ უწყებას არ ხელმძღვანელობს, არავითარ შემთხვევაში არ აკნინებს მის მდგომარეობას მთავრობის სტრუქტურაში,  –  ამის…