fbpx

ყველა სიახლე

 უწმინდესის დიდი ღვაწლით ქართული გალობა თავის კერას, ეკლესიას დაუბრუნდა, ხოლო ანზორ ერქომაიშვილისა და მის თანამოაზრეთა დიდი მეცადინეობით, ეს უნიკალური მემკვიდრეობა მთელმა მსოფლიომ გაიცნო და აღიარა-ირაკლი კობახიძე

ქართული გალობა ჩვენი უძველესი კულტურის ფასდაუდებელი მონაპოვარია. ქართული მრავალხმიანობა აერთიანებს,  ერთი მხრივ, თითოეული ადამიანის უნიკალურობის, და  მეორე მხრივ ადამიანებს შორის ჰარმონიის, სიყვარულის იდეას. მასში საუკეთესოდ ვლინდება ქართველი კაცის თვითმყოფადი ბუნება, მისი დამოკიდებულება მოყვასისადმი, სამშობლოსადმი თუ ზოგადად სამყაროსადმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, ქართული გალობის მრავალტომეულის  წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ქართული გალობის ნამდვილი აღორძინება გასული საუკუნის  70-იანი წლებიდან დაიწყო. მისივე თქმით, ეს პროცესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და  სახელოვან მუსიკოსსა და ლოტბარს, ანზორ ერქომაიშვილს უკავშირდება. „ქართული გალობა იმ უზენაეს ქრისტიანულ იდეალებს გამოხატავს, რომლებიც ასწლეულების განმავლობაში ქმნიდნენ ქართულ იდენტობას. ქართული გალობის ტრადიციამ, ისევე, როგორც მთლიანად ჩვენმა კულტურამ, არაერთი რთული ისტორიული პერიოდი გამოიარა; საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ ის გაქრობის საფრთხის წინაშეც კი აღმოჩნდა. დღეს ჩვენ უდიდესი მადლიერებით უნდა გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, ფილიმონ ქორიძე, ზაქარია ფალიაშვილი და სხვა დიდი ქართველი მოღვაწეები, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ტრადიციული მრავალხმიანობის, მათ შორის გალობის გადარჩენასა და ჩვენამდე მოტანაში. ქართული გალობის ნამდვილი აღორძინება გასული საუკუნის 70-ანი წლებიდან დაიწყო. გალობის აღორძინება  უპირველეს ყოვლისა ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს და ჩვენს სახელოვან მუსიკოსსა და ლოტბარს, ანზორ ერქომაიშვილს უკავშირდება. საბჭოთა რეჟიმის ურთულეს პირობებში ეს საქმე ნამდვილ თავდადებას მოითხოვდა; უწმინდესისა და უნეტარესის დიდი ღვაწლით ქართული გალობა თავის კერას, ეკლესიას დაუბრუნდა, ხოლო ანზორ ერქომაიშვილისა და მის თანამოაზრეთა დიდი მეცადინეობით, ეს უნიკალური ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა მთელმა მსოფლიომ გაიცნო და აღიარა,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედებისა და მრავალი წლის განმავლობაში ფოლკლორის ცენტრის მხარდაჭერისათვის. „დღეს ამ ტრადიციის განვითარებაში საკვანძო როლს ფოლკლორის ცენტრი ასრულებს. ცენტრმა საქართველოს მასშტაბით დააარსა სალოტბარო სკოლები. ცენტრი მხარს უჭერს სამეცნიერო კვლევებს გალობის შესახებ, ხელს უწყობს ახალგაზრდობის მეტ ჩართულობას ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის ქველმოქმედებამაც ამ საქმის კეთება შესაძლებელი გახადა და რომელიც მხარს უჭერდა ბატონ ანზორ ერქომაიშვილს და მის ცენტრს მრავალი წლის განმავლობაში.  ცენტრის მიერ გაკეთებულ დიდ საქმეებს შორის გამორჩეული მნიშვნელობისაა ქართული საგალობლების სანოტო ჩანაწერების გაციფრება და ქართული გალობის ანთოლოგიის გამოცემა.  დღეს ჩვენს წინაშეა  თითქმის ათწლიანი, მართლაც ტიტანური შრომის შთამბეჭდავი შედეგი: ეს არის ანთოლოგიის 29 ტომი, 6 ათასზე მეტი საგალობელი, რომელთა უმრავლესობა პირველად დაიბეჭდა; ჩემთვის ცნობილია, რომ ეს დასახული მიზნების მხოლოდ ერთი ნაწილია, რადგან ჯერ ხელნაწერთა დაახლოებით ნახევარია გამოცემული. წინ კიდევ დიდი სამუშაოა და მინდა წარმატებები გისურვოთ ამ საშვილიშვილო საქმეში. მინდა ქართული გალობის ფონდის დამფუძნებელს, ბატონ ვანო ჩხარტიშვილს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამ საქმეში შეტანილი ძალიან დიდი წვლილისთვის. მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც ანთოლოგიის შექმნაში საკუთარი წვლილი შეაქვს  – ესენი არიან პროექტის ხელმძღვანელები, შემოქმედებითი ჯგუფი, მუსიკოსები, მეცნიერები; მადლობა თითოეულ თქვენგანს.  პირადად ჩემი და საქართველოს მთავრობის სახელით მინდა გამოვთქვა კიდევ ერთხელ  თანადგომა და გპირდებით მხარდაჭერას. მინდა გისურვოთ შემდგომი წარმატებები  ამ ძალიან დიდ, საქვეყნო საქმეში,“- განაცხადა პრემიერმა.

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეული

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქ.ქუთაისში შეხვედრა გაიმართა 14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6…

2024 წლის 15 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან და ჰაქან ფიდანთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის  საგარეო საქმეთა მინისტრების მეცხრე შეხვედრაში.

2024 წლის 15 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან…

2024 წლის 14 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველთან კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონოსთან.

2024 წლის 14 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო…

დავით ქართველიშვილი – სანამ დასავლელი “ვაშაძე-ხაბე-ხაზარაძე” ინდიკაციებს “დეზერტირებზე” დაეძებენ, მსოფლიოს ბანკის ამ “რუსულ მონაცემებს” დავეყრდნოთ

მსოფლიო ბანკის მონაცემებს, რომლის თანახმად ფასების დონის სიმცირით საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე და ევროპის საუკეთესო სამეულშია,…

პრემიერ-მინისტრი TAV Airports Holding-ის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ADP ჯგუფის წევრი TAV Airports Holding-ის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს თბილისისა და…

სამტრედიის სოფლებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზები იგება

სამტრედიის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია რეგიონებში განსახორციელები პროექტების ფონდიდან…

დავით ქართველიშვილი: მსოფლიო ბანკი აგრძელებს საქართველოზე თავის „რუსული ინდიკაციებით“ მოპოვებული რეიტინგების გამოქვეყნებას – თურმე ფასების სიმცირით მსოფლიოში (!) 33-ე ადგილზე ვართ და ევროპაში (!) – სამეულში

„გაგიკვირდებათ, წლევანდელი შემოსავლებით 1998 და 2008 წელთან შედარებით ხორცის, ყველის, ზეთის და ა.შ. მეტი ოდენობით შეძენაა…

ComCom-მა „რუსთავი 2“ ეთერში ძალადობის შემცველი კადრების კანონდარღვევითგანთავსებისთვის გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ „რუსთავი 2“ ეთერში არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამის კანონდარღვევით განთავსებისთვის წერილობით გააფრთხილა. კერძოდ, კომუნიკაციების კომისიაში შემოსული…

ლევან იოსელიანი-სხვა ქვეყნებში ჩატარებული „ვეტინგის“ შესახებ, მეტი არგუმენტაციაა საჭირო- ვიცით ალბანეთის მოდელი, როდესაც შედეგები არათუ დამაკმაყოფილებელია, არამედ ამან მეტი პრობლემები წარმოშვა

„მეტი არგუმენტაცია სჭირდება მაგალითებს, რომლებიც მოჰყავთ სხვა ქვეყნებში ჩატარებული “ვეტინგის“ შესახებ“-ასე აფასებს საქართველოს სახალხო დამცველი ე.წ.…

სოზარ სუბარი: სისხლის სამართლის გამოძიება არის ორლესული მახვილი – როგორც რუსი გენერლის დანაშაულს იძიებს, ასევე შეიძლება გამოიძიოს სააკაშვილის საქმეც, თუკი მისი დანაშაული გამოიკვეთება.

სწორედ ამიტომ ატეხა განგაში სააკაშვილმა„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ ვიხსენებდით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მტკიცებას, რომელიც არა…

ზაალ ანჯაფარიძე: თინა ბოკუჩავამ აღიარა , რომ ოპოზიციის მხარდამჭერი ძალაც და მაცოცხლებელი წყაროც ბრიუსელსა და ვაშინგტონშია და არა საქართველოში

მე ველოდი ამ აღიარებას და კარგია რომ გაკეთდა. დარწმუნებული ვარ მომავალშიც იქნება, რადგანაც მხარდამჭერი ძალაც და…

კახა კალაძე: სიახლე არავისთვისაა, რომ ენჯეოები დღეს ჩვეულებრივპოლიტიკურ პარტიებად ჩანან და მხარეს წარმოადგენენ

თბილისის მერიამ ისნის რაიონში პადელის სამი მოედანი მოაწყო

კახა კალაძე მამუკა ხაზარაძის დაპირებაზე: აიბლანდნენ ერთმანეთში,არასერიოზული პარტიაა და მათი განცხადებებიც საფუძველს მოკლებულია