ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე –  ბორჯომის ტრანზიტული მოძრაობა სერიოზული პრობლემაა კურორტისთვის, თუმცა სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ინფრასტრუქტურული ჩარევის საფუძველზე შეიძლება დაიკარგოს უნიკალური ბორჯომის წყალი, ამ საკითხზე საჭიროა სიღრმისეული კვლევა

ბორჯომის ტრანზიტული მოძრაობა სერიოზული გამოწვევა და პრობლემაა კურორტისთვის, უბრალოდ არის კომპლექსური საკითხი, მათ შორის სპეციალისტების ნაწილი…

ირაკლი კობახიძე – ნარკოტიკებთან ბრძოლა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, შეურიგებელი ვიქნებით ნარკორეალიზატორების მიმართ, არ შეიძლება, ვინმემ არალეგალური ან ლეგალური ფორმით განახორციელოს ნარკოტიკების რეალიზაცია ჩვენს ქვეყანაში და სწორედ ამიტომ სახელმწიფო უზრუნველყოფს ფსიქოტროპული პრეპარატების იმპორტს და განახორციელებს ჩანაცვლებით პროგრამას

ნარკოტიკებთან ბრძოლა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებებიდან მკაფიოდ გამოჩნდა,…

ირაკლი კობახიძე- განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების ცენტრის უქმდება და მისი ფუნქციები გადანაწილდება რეგიონული განვითარების სამინისტროზე და თბილისის ნაწილში  დედაქალაქის მერიაზე

განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების ცენტრის უქმდება და მისი ფუნქციები გადანაწილდება რეგიონული განვითარების სამინისტროზე და თბილისის ნაწილში დედაქალაქის მერიაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვების პასუხისას განაცხადა. პრემიერის თქმით,  აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ცვლილებები უნდა განხორციელდეს ნორმატიულ ბაზაში. „განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების ცენტრის უქმდება და მისი ფუნქციები გადანაწილდება რეგიონული განვითარების სამინისტროზე და თბილისის ნაწილში დედაქალაქის მერიაზე. ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ცვლილებები უნდა განხორციელდეს ნორმატიულ ბაზაში. მე ვფიქრობ, რომ ეს ცვლილება მნიშვნელოვანია, მათ შორის, იმ კუთხითაც, რომ პერსპექტივაში, ეს ფუნქცია, ვფიქრობ, უნდა გადავიდეს ადგილობრივი თვითმმართველობის გამგებლობაში. სკოლების მოვლა-პატრონობა პერსპექტივაში არის ერთ-ერთი უფლებამოსილება, რომელიც უნდა გადავიდეს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. გრძელვადიან პერსპექტივაში, ასევე, თუნდაც სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციაც შეიძლება გახდეს ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილება. ეს არის შუალედური ნაბიჯი ამ ეტაპზე. ამ ფუნქციით იქნება დაკავებული რეგიონული განვითარების სამინისტრო, თბილისის ნაწილში – დედაქალაქის მერია. რაც შეეხება პროცედურებს, დეტალები იქნება განსახილველი, ვადებიც უნდა განისაზღვროს და მთავარია, რომ პროცესები უნდა წარიმართოს ხარვეზების გარეშე“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – მადლობა დედა ეკლესიას, რომელიც წლებისა და საუკუნეების განმავლობაში დგას ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე, ყოველ ჯერზე, მათ შორის რთულ მომენტებში ეს ძალიან მკაფიოდ გამოვლინდა

მადლობა მინდა გადავუხადო დედა ეკლესიას, რომელიც წლებისა და საუკუნეების განმავლობაში დგას ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე, – ამის…

ირაკლი კობახიძე – სკოლამდელი და ზოგადი განათლების ბიუჯეტი გაიზარდა 419 მილიონი ლარით, 30-30 მილიონი ლარით გაიზარდა უმაღლესი და პროფესიული განათლების ბიუჯეტი, რაც უზრუნველყოფს შესაბამისი პროგრამების გაფართოებას და განათლების ხარისხის შემდგომ გაუმჯობესებას

მნიშვნელოვნად გაიზარდა განათლებისა და მეცნიერების სფეროს ბიუჯეტი, კონკრეტულად სკოლამდელი და ზოგადი განათლების ბიუჯეტი გაიზარდა 419 მილიონი…

ედიშერ გვენეტაძე: აუცილებელია საქართველოში განათლების არსებული სისტემის რადიკალური გარდაქმნა, რისთვისაც, როგორც პრემიერმა ბრძანა, დამატებითი თანხები გამოიყო, რომლის გონივრულად მოხმარება დაუბრუნებს საქართველოს იმ ძველი განათლების დიდებას, რომლითაც ყოველთვის გამორჩეული იყო

უმთავრესი საკითხი, რომელიც დღევანდელი საქართველოს დღის წესრიგში მთელი სიმწვავით დგას ეს არის სწორედ განათლება. წლების მანძილზე…

დავით ჩიხელიძე: პრემიერის ინიციატივა, მოხდეს რეგიონების სისტემური განვითარება, ნიშნავს რეგიონების ახალ სიცოცხლეს, ახალ სამუშაო ადგილს, გაზრდილ ეკონომიკას და შიდა მიგრაციის შემცირებას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია

პრემიერმა პარლამენტში მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი გააჟღერა მათ შორის რეგიონების განვითარება და საქართველოს როგორც დამაკავშირებელი წერტილის მნიშვნელობის…

პრემიერი  – ვაზიანში თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი მინიმუმ 18 მლნ მგზავრზე იქნება გათვლილი, წელს დავიწყებთ პარტნიორის შერჩევის პროცედურას, 2031 წელს შევძლებთ აეროპორტის გადატანას ვაზიანში, პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებას

თუ დღევანდელი მოქმედი აეროპორტი გათვლილია 4 მლნ მგზავრზე, ვაზიანში თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი მინიმუმ 18 მლნ…

ირაკლი კობახიძე -ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ფაზა არაუგვიანეს 2029 წლისა დასრულდება და ჩაიდება 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია, პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება

ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ფაზა არაუგვიანეს 2029 წლისა დასრულდება, – ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა…

კახა კალაძე ელისაშვილის განცხადებაზე: აგენტი და ქვეყნის მოღალატეები იქნებიან ერთად, თუ ცალ-ცალკე, მოსახლეობისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს

„ცხადია, მათ წინასწარ იცოდნენ, რომ არანაირი შანსი არ ჰქონდათ საპარლამენტოარჩევნებში, ელემენტარულად, საარჩევნო კამპანია არ ჩაუტარებიათ, რაწარმატებაზეა…

პრემიერი-პოლიციისთვის შევიძინეთ 143 ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალება,საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის კი- 69 მაღალი გამავლობის ავტომანქანა, ვზრუნავთ პოლიციელების სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე, ამ ნაწილში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო 1100-ბინიანი პოლიციის ქალაქის მშენებლობა

პოლიციის მიმართულებით გრძელდება შესაბამისი პროექტების განხორციელება, მათ შორის, ინფრასტრუქტურული და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება განაგრძობს ზრუნვას პოლიციელების სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე. „შეძენილი იქნა 143 ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალება პოლიციისთვის,69 მაღალი გამავლობის ავტომანქანა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის, მიმდინარეობდა შენობების რეაბილიტაცია, ძალიან მასშტაბურია ის ინიციატივები, რომლებიც განხორციელდა, დეტალურ ინფორმაციაა წარმოდგენილი ამასთან დაკავშირებით მთავრობის ანგარიშში. ვზრუნავთ პოლიციელების სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე, ამ შემთხვევაშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო 1 100-ბინიანი პოლიციის ქალაქის მშენებლობა,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე  –  2 120 ჰა ფართოებზე განხორციელდა ტყის აღდგენა-განაშენიანების ღონისძიებები, უმკაცრესი ზომები იქნება მიღებული ტყის უკანონო ჭრის წინააღმდეგ, ტყე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმდიდრე, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას

უმკაცრესი ზომები იქნება მიღებული ტყის უკანონო ჭრის წინააღმდეგ. ამ მიმართულებით ძალიან გააქტიურებულია მუშაობა, – ამის შესახებ…

ირაკლი კობახიძე:სრულდება რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი,რის შემდეგაც რკინიგზის გამტარუნარიანობა გაიზრდება 27 000 000-დან 48 000 000 ტონამდე, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები თითქმის ბოლომდეა მიყვანილი

სრულდება რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რის შემდეგაც რკინიგზის გამტარუნარიანობა გაიზრდება 27 000 000-დან 48 000 000 ტონამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები თითქმის ბოლომდეა მიყვანილი. „რკინიგზის მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. სრულდება რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რის შემდეგაც რკინიგზის გამტარუნარიანობა გაიზრდება 27 000 000-დან 48 000 000 ტონამდე. ასევე, დასრულდა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების 98,5%. ანუ თითქმის ბოლომდეა მიყვანილი ეს სამუშაოები“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – საჯარო მოხელეთა ხელფასების ზრდა პრიორიტეტია – წელსაც უზრუნველყოფილ იქნა საჯარო მოხელეებისათვის ხელფასების 10%-ით მატება

საჯარო მოხელეთა ხელფასების ზრდა რა თქმა უნდა არის პრიორიტეტი. წელსაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, უზრუნველყოფილი იქნა საჯარო მოხელეებისათვის ხელფასების მატება 10%-ით. „საჯარო მოხელეთა ხელფასების ზრდა რა თქმა უნდა არის პრიორიტეტი. წელსაც უზრუნველყოფილი იქნა საჯარო მოხელეებისათვის ხელფასების მატება 10%-ით, ასევე  მნიშვნელოვნად გაიზარდა საბავშვო ბარების პერსონალის, სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალის ხელფასები მიმდინარე წლიდან. “, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი ახალი სტადიონის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს, სამშენებლო სამუშაოები სექტემბერში დაიწყება

ახალი სტადიონის პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა და ვფიქრობთ, რომ სექტემბერში სამშენებლო სამუშაოები დაიწყება, – ამის შესახებ საქართველოს…