სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალქალაქსა და მარნეულში

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალქალაქსა და მარნეულში, სადაც დილიდან მოსახლეობა ქალაქის…

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.   „ბატონო…

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და მოქალაქეებს კეთილდღეობას უსურვებს. ამასთან ზორან მილანოვიჩი საქართველოში ვიზიტს იხსენებს და ორმხრივი ურთიერთობებსა და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებზე ამახვილებს ყურადღებას. „ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ხორვატიის რესპუბლიკის მოქალაქეების და პირადად ჩემი სახელით, ჩემთვის პატივია გადმოგცეთ ჩემი გულთბილი მილოცვა და თქვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს პროგრესი და კეთილდღეობა ვუსურვო.სიამოვნებით ვიხსენებ ჩემს ბოლო ვიზიტს თქვენს ქვეყანაში. მჯერა, რომ ჩვენმა შეხვედრამ შემდგომი ორიენტირები განსაზღვრა ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად, ისევე როგორც საერთო ინტერესის მქონე სფეროებში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად. მოხარული ვარ, რომ გავცვალეთ მოსაზრებები მიმდინარე გლობალურ საკითხებსა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე არსებულ მრავალ გამოწვევაზე. ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ, მიიღოთ, თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემა“,- აღნიშნულია ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის მისალოც წერილში.

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, საქართველოს პრეზიდენტს ჯანმრთელობას,…

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისალოც წერილში სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ქვეყნებს…

ჯაბა ხუბუა: დღის ბოლომდე გვარამია იმასაც იტყვის, რუბიო ვაშინგტონიდან ერევანში მარტო იმისთვის ჩავიდა, რომ ფაშინიანის კაბინეტში, ტელევიზორში უყუროს ნაცების გრანდიოზულ აქციას- უცხოსა და გადამთიელის ინტერესებს რომ ემსახურებიან იმიტომაც არიან უსამშობლოები

„გვარამია აცხადებს – მარკო რუბიომ დამოუკიდებლობის დღე საქართველოს, ქართველ ხალხსა და ქართულ სახელმწიფოს კი არა, ჩვენ…

პაატა სალია:  „ეს დღე გვასწავლის იმას, რომ დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლა არის ყოველდღიური ამოცანა და იქ, სადაც არ არის თავისუფლება, შეუძლებელია საუბარი განვითარებასა და კეთილდღეობაზე“

ეს არის დღე, როდესაც ჩვენ ვიხსენებთ ყველა იმ თაობას, ყველა იმ ადამიანს, ვინც თავი დადო და…

პრემიერი – წელს ჩვენი ქვეყანა აღნიშნავს 1700 წლის იუბილეს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან, 1700 წელია რწმენა გვაძლიერებს და სიყვარული გვაერთიანებს, ქრისტიანობამ ჩვენს ხალხს მოამადლა სიყვარულის გამორჩეული კულტურა და ნიჭი, რომელსაც ბოროტება და სიძულვილი ვერასოდეს დაამარცხებს

და ლოცვაი ყოველი აღესრულების“. საქართველოს ეროვნული იდენტობის ეს ფორმულა ილია ჭავჭავაძემ – წმინდა ილია მართალმა სამი…

პაატა სალია: „ეს დღე სიმბოლოა იმისა, რომ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა არის ყოველდღიური ამოცანა, დამოუკიდებლობის შენარჩუნებას სჭირდება ყოველდღიური ბრძოლა“

  დღეს საქართველო არის სუვერენული ქვეყანა; დღეს საქართველო არის ქვეყანა, რომელიც უსმენს თავის მოქალაქეებს, რომელიც ქმნის…

ლანა მორგოშია: „იუსტიციის სამინისტრომ დავასრულეთ სამზადისი ქალაქ ზუგდიდში. მთავარ მოედანზე მოსულ სტუმრებს დილიდან ელოდება მრავალფეროვანი გასართობი, შემეცნებითი, სპორტული, კულტურული ღონისძიებები“

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს იუსტიციის სამინისტრო ზუგდიდში აღნიშნავს. სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ები უკვე მზად არიან,…

ირაკლი კობახიძე – დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ქრისტიანულ ტრადიციებზე სიამაყით ვსაუბრობთ, უდიდესი მადლიერება უნდა გამოვხატოთ ჩვენი სულიერი მამის, უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქის – ილია II-ის მიმართ, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ააღორძინა და ჩვენს დედაეკლესიას ავტოკეფალია აღუდგინა

დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ქრისტიანულ ტრადიციებზე სიამაყით ვსაუბრობთ, უდიდესი მადლიერება უნდა გამოვხატოთ ჩვენი სულიერი მამის, უწმინდესი…

ირაკლი კობახიძე -დღეს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე, თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია იამაყოს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს

დღეს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე, თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია იამაყოს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.     მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტში გაძლიერებამ მისცა ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა, ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, მტკიცედ დაეცვა სარწმუნოება, შეენარჩუნებინა მშვიდობა, და დადგომოდა წინსვლისა და განვითარების უწყვეტ გზას.     „35 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიდგინა. მას შემდეგ, ჩვენ კვლავაც გავდივართ 40-წლიან მოსეს გზას. დღეს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე, თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია იამაყოს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. სწორედ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტში გაძლიერებამ მისცა ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა, ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, მტკიცედ დაეცვა სარწმუნოება, შეენარჩუნებინა მშვიდობა და დადგომოდა წინსვლისა და განვითარების უწყვეტ გზას, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს აღთქმულ მიწამდე – ჩვენი ყველა ეროვნული მიზნის მიღწევამდე, გამთლიანებულ და გაბრწყინებულ საქართველომდე.   კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს, გილოცავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს, გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ძლიერ და ერთიან საქართველოს, ღმერთმა დალოცოს ჩვენი დედაეკლესია და ჩვენი სამშობლო“, – განაცხადა პრემიერმა.

მიხეილ ყაველაშვილი: ყოველი ერის ისტორიაში არის თარიღები, რომელიც მის რაობასა და მომავალს განსაზღვრავს. ქართველი ერისთვის ასეთი დღე – 26 მაისია. ას რვა წლის წინ, საუკუნოვანი ანექსიის შემდეგ, ქვეყანამ აღიდგინა სახელმწიფოებრიობა და მსოფლიომ იხილა დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველო.

ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ ჩვენი ისტორიის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. განსაკუთრებით გილოცავთ მათ, ვინც დღეს სამშობლოს ერთგულება შეჰფიცეთ და საქართველოს ჯარისკაცის სახელი მოიპოვეთ“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.     საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ყველა ერის ისტორიაში არის თარიღები, რომელიც მის რაობასა და მომავალს განსაზღვრავს. ქართველი ერისთვის კი ასეთი დღე  26 მაისია.   „ყოველი ერის ისტორიაში არის თარიღები, რომელიც მის რაობასა და მომავალს განსაზღვრავს. ქართველი ერისთვის ასეთი დღე – 26 მაისია. ას რვა წლის წინ, საუკუნოვანი ანექსიის შემდეგ, ქვეყანამ…

პაატა სალია: „დღევანდელი დღე არ არის უბრალოდ დღესასწაული, ეს დღე არის სიმბოლო თავისუფლების, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის; ეს არის ისტორიის ნაწილი და ჩვენი ყოველდღიურობა, რომელიც გვახსენებს, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია“

„დღევანდელ ღონისძიებაზე იქნება როგორც კულტურული, ისე იქნება სტენდები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, გაეცნოს იმ ინოვაციებს, რომლებსაც…

მაკა ბოჭორიშვილი: „ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარანტიაა“

საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „მოამბის“ პირდაპირ ეთერში საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა…