ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ. ისეთ თემებზე, რომელიც არის გაფართოება, დაკავშირებადობა არ…
ავტორი: რედაქტორი
საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 32-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა
საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 32-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. „საუკუნეების…
არჩილ გორდულაძე გახარიას პარტიის წარმომადგენლებს: ცრუ პათეტიკური განცხადებები არ გიშველით – ერთი განულებული პარტიის წარმომადგენლები ხართ და კეთილი ინებეთ, თავი დაანებეთ საზოგადოების სახელით საუბარს
ზვიად ცეცხლაძესთან დაკავშირებით ისაუბრა ერთ-ერთმა თქვენმა წარმომადგენელმა და ერთი რამე უნდა გაგახსენოთ კონკრეტულად ამ ადამიანთან დაკავშირებით…
არჩილ გორდულაძე გახარიას პარტიას: თქვენ ადამიანის შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება გგონიათ, მაშინ, ზუსტადაც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ნარატივში სხედხართ და კიდევ ერთხელ ადასტურებთ რომ მათი ჩვეულებრივი წარმომადგენლები ხართ
შეუძლებელია ხოლმე, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ საპარლამენტო ფრთის, „გახარიელების“ გამოსვლას არ გამოეხმაუროს ადამიანი. უბრალოდ, ერთი ფაქტი უნდა…
ლევან მაჭავარიანი: ბიძინა ივანიშვილზე და „ქართული“ ოცნების რიგით ჯარისკაცებზე ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად, ჩვენ არავის მივეცით უფლება, საქართველო გამოეყენებინათ პროქსი სახელმწიფოდ, როგორც სამწუხაროდ, გამოიყენეს უკრაინა
პოლიტიკა 23 ივნისი 2026, 13:18/ სანდო წყარო ლევან მაჭავარიანი: ბიძინა ივანიშვილზე და „ქართული“ ოცნების რიგით…
მაკა ბოჭორიშვილი: ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ საერთაშორისო ინსტიტუტები გამოყენებულ იქნას პოლიტიკური მიზნებისთვის
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან ევროპის საბჭოს მორიგ რეზოლუციაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა,…
არჩილ ბერიძე რასა იუკნევიჩიენეს განცხადებაზე: თუ ვთანხმდებით, რომ ევროკავშირი სამხედრო ალიანსი არ არის და წევრობა არ უნდა იყოს დაკავშირებული სამხედრო კონფლიქტებთან, რატომ აღმოჩნდა სწორედ ომი ის ფაქტორი, რომელმაც ე.წ „შესაძლებლობის ფანჯარა გახსნა“?
„რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ, ევროპარლამენტარის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადება 2022 წლის მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც მან აღნიშნა, რომ…
არჩილ ბერიძე: თუ ევროპული სახელმწიფოებისთვის საკუთარი საკანონმდებლო პოლიტიკის განსაზღვრა სუვერენული უფლებაა, რატომ აღმოჩნდა იგივე პრინციპი საქართველოს შემთხვევაში მიუღებელი?
თუ ევროპული სახელმწიფოებისთვის საკუთარი საკანონმდებლო პოლიტიკის განსაზღვრა სუვერენული უფლებაა – რატომ აღმოჩნდა იგივე პრინციპი საქართველოს შემთხვევაში…
პაატა სალია: „პროგრესი იწყება მაშინ, როდესაც გამოცდილება, ცოდნა და ახალი იდეები ერთმანეთს ხვდება. საჯარო მმართველობა არ იზომება შენობებით, ტექნოლოგიებით და სტატისტიკით; მისი საზომია, რამდენად აუმჯობესებს იგი ადამიანების ცხოვრებას, ამყარებს ნდობას, აძლიერებს სამართლიანობას და აძლევს მოქალაქეს განცდას, რომ სახელმწიფო მის გვერდით დგას“
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ თბილისის საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმი გახსნა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა პრემიერ ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერისთვის და გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ბატონ ლი ჯუნჰუას ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის. „მინდა, დავაფიქსირო ღრმა პატივისცემა ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც ყოველდღიურად ემსახურებიან საზოგადოებას და ხშირად საზოგადოების ყურადღების მიღმაც კი ქმნიან იმ საფუძველს, რომელზეც სახელმწიფოს ეფექტიანი ფუნქციონირება დგას. სახელმწიფოს სიძლიერე მხოლოდ მისი ინსტიტუტებით არ იზომება, სახელმწიფოს სიძლიერე იზომება იმ ადამიანების პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და ერთგულებით, რომლებიც ამ ინსტიტუტებს სიცოცხლეს სძენენ. საჯარო სამსახური მხოლოდ ადმინისტრაციული სისტემა არ არის – ეს არის მოქალაქისა და სახელმწიფოს დამაკავშირებელი ხიდი; ეს არის ნდობა, რომელიც ყოველდღიურად შენდება. სწორედ ამიტომ ძლიერი სახელმწიფო იწყება ძლიერი საჯარო სამსახურით“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თავის გამოსვლაში. პაატა სალიამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ეპოქაში, როდესაც მსოფლიო უპრეცედენტო სისწრაფით იცვლება, სახელმწიფოების წინაშე ერთი ფუნდამენტური კითხვა დგას – როგორ შევინარჩუნოთ მოქალაქის ნდობა ცვლილებების ეპოქაში. „შეიძლება შეიცვალოს ტექნოლოგია, შეიცვალოს სერვისების მიწოდების ფორმა, შეიცვალოს კომუნიკაციის საშუალებები, მაგრამ ერთი რამ უცვლელი რჩება – მოქალაქეს სურს, რომ სახელმწიფო იყოს ხელმისაწვდომი, ეფექტიანი, სამართლიანი და სანდო. დღეს საჯარო სამსახურის ტრანსფორმაცია აღარ არის მხოლოდ განვითარების ერთ-ერთი მიმართულება, ეს არის გარდაუვალი აუცილებლობა; თუმცა, ნებისმიერი ტრანსფორმაცია არ იზომება მხოლოდ და მხოლოდ ტექნოლოგიური განვითარებით, მისი მთავარი მიზანი და საზომი არის ადამიანი. თუ ინოვაცია ვერ აუმჯობესებს ადამიანის ცხოვრებას, თუ რეფორმა ვერ აძლიერებს მოქალაქის ნდობას, მაშინ ასეთი ცვლილებები საკუთარ მიზანს ვერ აღწევს. საქართველო ისტორიულად ყოველთვის იყო სივრცე, სადაც ერთმანეთს სხვადასხვა კულტურა, იდეა და გამოცდილება ხვდებოდა; დღეს კი, გვინდა, რომ თბილისი რამდენიმე დღის განმავლობაში იქცეს ადგილად, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცოდნა და გამოცდილება ახალი გადაწყვეტილებების, ახალი პარტნიორობების და ახალი შესაძლებლობების საფუძვლად იქცეს. ბოლო წლებში საქართველო აქტიურად მუშაობს საჯარო სერვისების განვითარებაზე, სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაციასა და ციფრული მმართველობის გაძლიერებაზე. ამ გამოცდილებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ყველა წარმატებული რეფორმა სწორედ მაშინ ხორციელდება, როდესაც მათი მთავარი მიზანი ადამიანია, ხოლო მთავარი საყრდენი – მოქალაქის ნდობა. პროგრესი იწყება სწორედ მაშინ, როდესაც გამოცდილება, ცოდნა და ახალი იდეები ერთმანეთს ხვდება. საბოლოოდ, საჯარო მმართველობა არ იზომება არც შენობებით, არც ტექნოლოგიებით, არც სტატისტიკით, მისი ნამდვილი საზომია, თუ რამდენად აუმჯობესებს იგი ადამიანების ცხოვრებას, რამდენად ამყარებს ნდობას, რამდენად აძლიერებს სამართლიანობას და რამდენად აძლევს მოქალაქეს განცდას, რომ სახელმწიფო მის გვერდით დგას“, – განაცხადა პაატა სალიამ.
ნიკოლოზ სამხარაძე: ვიზის დიალოგი არის ჩვეულებრივი ტექნიკური საკითხი, ეს იყო ჩვეულებრივი ტექნიკური შეხვედრა, რომელიც კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა, მანამ, სანამ არ მოხდა ამ შეხვედრის დეტალების გაჟონვა პრესაში. ქართული მხარე ვერანაირად გაჟონავდა ინფორმაციას, იმ საინფორმაციო საშუალებებში, რომლებიც ევროკავშირში არის წარმოდგენილი
ვიზის დიალოგი, რომელმაც ძალიან დიდი აჟიოტაჟი და მითქმა-მოთქმა გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში, მინდა ყველა დავამშვიდო, რომ ვიზის…
თბილისში საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმი გაიხსნა
თბილისი საჯარო სერვისების გაეროს-ს ფორუმს მასპინძლობს, სადაც მსოფლიო ლიდერები საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მოქალაქეზე ორიენტირებული, ინოვაციური საჯარო სერვისების საკითხებზე მსჯელობენ. ფორუმი „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციის, ანგარიშვალდებულების, ჩართულობისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობა“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნჰუამ გახსნეს. მაღალი დონის ღონისძიების თბილისში ჩატარება იმ წარმატებული რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა, რომელსაც საქართველო წლებია, ახორციელებს ხელმისაწვდომი და ეფექტიანი საჯარო სერვისების განვითარებისათვის. პაატა სალიამ იმ მოლოდინებზე ისაუბრა, რაც ტექნოლოგიური პროგრესისა და ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების ფონზე სახელმწიფო სერვისების მიმართ ჩნდება და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და პარტნიორების გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას ახალი ინიციატივებისა და გადაწყვეტილებების დანერგვის პროცესის წარმატებისათვის. გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნჰუამ საჯარო სერვისების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ფორუმის ორგანიზებისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრს…
მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს საჯარო სერვისების ფორუმის მნიშვნელობაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე კომენტარი გააკეთა. მინისტრის განცხადებით,…
ზვიად შალამბერიძე: დიპლომატიური ენა ჩვენს ხელში არ არის უკან დახევის იარაღი. ჩვენ პატივს ვცემთ საერთაშორისო პარტნიორობას, მაგრამ პარტნიორობა ეფუძნება თანასწორობას და არა კარნახს
„ჩვენი მმართველი გუნდის პოლიტიკამ ქვეყანას მოუტანა მშვიდობა და სუვერენული მანევრირების სივრცე. მაგრამ მშვიდობა არ ნიშნავს პროვოკაციებზე…
ნიკოლოზ სამხარაძე: ბოლო არასრული 3 თვის განმავლობაში ჩვენ ვიყავით ევროკავშირის 6 წვერ სახელმწიფოში, ექვსივე სახელმწიფოში შეიძლება ითქვას, რომ არის ერთგვარი იმედგაცრუება იმ პოზიციის მიმართ, რომელიც ევროკავშირს აქვს საქართველოსთან მიმართებაში. ვგულისხმობ, პოლიტიკური დიალოგის არქონას
მოგეხსენებათ გასულ კვირას საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეები ვიმყოფებოდით ბრიუსელსა და ლუქსემბურგში, სადაც გვქონდა…
ზვიად შალამბერიძე: როდესაც საერთაშორისო დოკუმენტში მოგვიწოდებენ, ხელისუფლებამ გამოიხმოს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოდან, ეს არის მართლმსაჯულების უზენაესობის ფუნდამენტური პრინციპის ნგრევა. საქართველოში ხელშეუხებელი კასტები არ არსებობენ! მართლმსაჯულება არის და იქნება ყველასთვის თანაბარი
„მსურს პირდაპირ და ყოველგვარი დიპლომატიური პირფერობის გარეშე ვუპასუხო იმ მორიგ პოლიტიკურ აბსურდს, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის…