თბილისში მიმდინარე საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ფარგლებში იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ორმხრივი შეხვედრები გამართა იუსტიციის მინისტრი ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნჰუას შეხვდა. მინისტრმა ლი ჯუნჰუას მადლობა გადაუხადა მაღალი დონის ფორუმის ორგანიზების საკითხებში თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. პაატა სალიამ აღნიშნა, რომ თბილისი იქცა გლობალური დისკუსიის პლატფორმად ინოვაციებსა და საჯარო სერვისების განვითარების მიმართულებებზე სასაუბროდ. წლევანდელი ფორუმის თემა „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციების, ანგარიშვალდებულების, ჩართულობისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობა“ სრულად ეხმიანება საქართველოში საჯარო სერვისების მიწოდების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს, რაც მოიცავს საჯარო ინსტიტუტების მოდერნიზაციას უფრო ეფექტიანი, ინკლუზიური და მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისების უზრუნველსაყოფად. მინისტრმა, ასევე, ორმხრივი შეხვედრები გამართა ფორუმის მონაწილე ქვეყნების დელეგაციებთან.
ავტორი: რედაქტორი
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონპროექტი მიიღო
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანების შესახებ კანონპროექტი მიიღო, რომელიც ევროპარლამენტარმა, დიანა შოშოაკემ წარადგინა. რუმინული…
საერთაშორისო სავალუტო რეზერვების აღდგას ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტის ძლიერმა ზრდამ, ოქროს ფასების მატებამ და ეკონომიკის დედოლარიზაციის პროცესმა | IMF
საერთაშორისო სავალუტო ფონდი განახლებულ პუბლიკაციას დასახელებით ,,საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურობა საქართველოში: რა მოცულობაა საკმარისი” აქვეყნებს. ნაშრომი აფასებს…
ლარის გაცვლითი კურსი ძირითადად სტაბილურია – ეს მიუთითებს ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის გაუმჯობესებაზე, რაც ნაწილობრივ უფრო ძლიერი სავალუტო რეზერვების არსებობით არის განპირობებული | IMF
საერთაშორისო სავალუტო ფონდი განახლებულ პუბლიკაციას დასახელებით ,,საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურობა საქართველოში: რა მოცულობაა საკმარისი” აქვეყნებს. ნაშრომი აფასებს…
2025 წელს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის შედეგადაც მათი მოცულობა რეზერვების ადეკვატურობის აღიარებულ სტანდარტულ ნიშნულებს გაუტოლდა – IMF
საერთაშორისო სავალუტო ფონდი განახლებულ პუბლიკაციას დასახელებით ,,საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურობა საქართველოში: რა მოცულობაა საკმარისი” აქვეყნებს. ნაშრომი აფასებს…
ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების დაგროვების გაგრძელებამ კიდევ უფრო გააძლიერა ბაზრის ნდობა, რამაც 2026 წლის დასაწყისში ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას შეუწყო ხელი | IMF
საერთაშორისო სავალუტო ფონდი განახლებულ პუბლიკაციას დასახელებით ,,საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურობა საქართველოში: რა მოცულობაა საკმარისი” აქვეყნებს. ნაშრომი აფასებს…
გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის დელეგატი გია ბენაშვილი საქართველოს პარლამენტში სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა.
გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის დელეგატი გია ბენაშვილი საქართველოს პარლამენტში სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული საბჭოს წევრებს…
ვიქტორ ჯაფარიძე გენერალურ პროკურორს: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გენერალურ პროკურატურაში შეიქმნა სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტი და დღესაც ძალიან ბევრი, სააკაშვილის რეჟიმის დროს, გაუბედურებული და “გაკულაკებული” მოქალაქე ელოდება ამ დეპარტამენტის პასუხებს, რატომ ჭიანურდება ეს საქმეები
პარტია “ხალხის ძალის“ რეგიონალურმა მდივანმა ვიქტორ ჯაფარიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, გენერალური პროკურორის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის…
კულტურულიგიდებისნულოვანიკვოტირებაგამართლებულია. ქვეყანაშისაკმარისირესურსია სხვადასხვაენობრივიბაზრისმოთხოვნებისდასაკმაყოფილებლად – სერტიფიცირებულიგიდებისასოციაციისპრეზიდენტი
სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის პრეზიდენტი ელზა ბებია გიდების საქმიანობასთან დაკავშირებით “შრომითი მიგრაციის შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებს მნიშვნელოვან…
თამარ ზოდელავა: „ჩვენ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ვართ – სტუმრები ეცნობიან ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების მიერ მიღწეულ წარმატებებს“
ფორუმის ჩვენს ქვეყანაში ჩატარება ნიშნავს საქართველოსა და ჩვენი ხელისუფლების წარმატებული რეფორმების განხორციელების აღიარებას. აუცილებელია, ეს რეფორმები გავაზიაროთ და საფუძველი ჩავუყაროთ ახალ ინიციატივებს, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ქართულ საჯარო მმართველობას და სერვისების ხელმისაწვდომობას“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ ტელეკომპანია „POSTV“-ის ეთერში განაცხადა. თამარ ზოდელავას თქმით, საქართველოში მიმდინარე ფორუმი საჯარო მმართველობას კიდევ უფრო გააძლიერებს. „მნიშვნელოვანი სამი დღე გვაქვს როგორც ქვეყანას, ისე იუსტიციის სამინისტროს. ჩვენ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ვართ წარმატებული რეფორმების შედეგად. ჩვენ საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმს პირველად ვმასპინძლობთ. ჩამოსულია 100-ზე მეტი ქვეყნის 500-მდე სტუმარი, რომელთაც აქვთ არაჩვეულებრივი და უნიკალური შესაძლებლობა, გაეცნონ იმ წარმატებებს, რაც განხორციელებულია ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების მიერ. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენც გავიზიაროთ მათი გამოცდილება. ეს კი, თავის მხრივ, კიდევ უფრო გააძლიერებს საჯარო მმართველობას და მოქალაქეებისთვის სერვისებს უფრო ხელმისაწვდომს გახდის“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ. თამარ ზოდელავამ ყურადღება გაამახვილა იმ თემებზეც, რომლებზეც ფორუმის ფარგლებში შესაძლებელი იქნება გამოცდილების გაზიარება. „სერვისების ხელმისაწვდომობა, ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტრანსფორმაცია, მონაცემთა დაცვა, მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში – ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, რათა მოქალაქემ ნაკლები ბიუროკრატიის გარეშე შეძლოს სერვისის მიღება. ამ მიმართულებებით ჩატარდება როგორც პანელური დისკუსიები, ისე თემატური შეხვედრები. ეს ყველაფერი შესაძლებლობას მოგვცემს, ახალი პარტნიორობები დაფუძნდეს“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. თამარ ზოდელავას თქმით, ფორუმი ახალი თანამშრომლობის საფუძვლის ჩაყრის შესაძლებლობა გახდება. „ჩამოსულია იუსტიციის საკმაოდ ბევრი მინისტრი, რომლებიც საქართველოს იუსტიციის მინისტრთან ისაუბრებენ, რაც, თავის მხრივ, ახალი თანამშრომლობის საფუძვლის ჩაყრის შესაძლებლობა იქნება. ხვალ მოხდება იმ ინიციატივებისა და პროექტების დაჯილდოება, რომლებმაც წვლილი შეიტანეს საჯარო მმართველობის განვითარებაში“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.
ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ღონისძიების “YRC აკადემიის” დასკვნით ეტაპზე პანელური შეხვედრა გაიმართა.
ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ღონისძიების “YRC აკადემიის” დასკვნით ეტაპზე პანელური შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე ახალგაზრდებს შეხვდნენ: ნინო დოლიძე…
ლოგიკური და საჭირო ცვლილებაა და ქვეყნის ინტერესებს იცავს – გიდი ზაზა შიოშვილი “შრომითი მიგრაციის შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებს აფასებს
საქართველოში გიდების სერტიფიცირებისა და ტურისტული ბაზრის რეგულირების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას სფეროს სპეციალისტები და პროფესიონალი გიდები დადებითად…
ზაალ ანჯაფარიძე: 2026 წლის პირველ კვარტალში, ლატვია, დიახ, ის ლატვია, რომლის ლიდერები ჩვენ თითებს გვიქნევენ, გახდა რუსეთში არყის უმსხვილესი მიმწოდებელი – საუბარია $2,6 მილიონის ექსპორტზე
2026 წლის პირველ კვარტალში, ლატვია, დიახ ის ლატვია, რომლის ლიდერები ჩვენ თითებს გვიქნევენ, გახდა რუსეთში არყის…
ლევან ჟორჟოლიანი – 12 ქსელს ექნება ვალდებულება, რომ განათავსონ საუკეთესო ფასები ekalata.gov.ge-ის პორტალზე, მნიშვნელოვანია აღნიშნული პლატფორმა და ვფიქრობ, რომ მოსახლეობისთვის იქნება შედეგის მომტანი
მომხმარებელს ექნება სრული ინფორმაცია საუკეთესო სამომხმარებლო ფასების შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან…
ქეთი მელაძე: „კულტურულ გიდებზე კვოტა ნულოვანია, მოთხოვნას აბსოლუტურად ვართმევთ თავს“
შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში შესული ცვლილებებით, უცხოელი გიდებისთვის სპეციალური შეზღუდვებია დაწესებული. გიდების ასოციაციის ხელმძღვანელის, ქეთი მელაძის…