მოვუწოდებთ  ხელისუფლებას, შეწყვიტოს განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების დისკრედიტაციის კამპანია

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ერთ-ერთ წინაპირობად სასამართლო სისტემაში რეფორმის განხორციელება განსაზღვრა. Მათ შორის მიუთითა,…

პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე  საქართველოში ნიდერლანდების  სამეფოს ელჩს მელინე არაკელიანს  შეხვდა

საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ნიდერლანდების  სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაკელიანს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებული კავშირები და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. აღინიშნა ნიდერლანდების სამეფოს მტკიცე პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, აგრეთვე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში  ინტეგრაციისადმი. მთავრობის მეთაურმა ნიდერლანდების მხარეს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში საქართველოს მხარდაჭერისათვის. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და ტურიზმის  ხელშეწყობას.

პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს  შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აჰმედ ებრაჰიმ აჰმედ თაჰერ…

თბილისში პირველი საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB  გაიმართება

11 აპრილს, ახალ თეატრში, Touch Plarform-ის ორგანიზებით, საქართველოში პირველსაერთაშორისო დიზაინ ფესტივალს Touch RGB-ს ჩაეყრება საფუძველი.Touch RGB…

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერსა და ნატოს ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ნატოს სამეკავშირეო ოფისისხელმძღვანელს, ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერსა და ნატოს ძირითადი ჯგუფისწარმომადგენლებს…

„თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკს 18 ერთეული სპეცმანქანა შეემატა

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სპეცტექნიკის განახლება გრძელდება. ამ ეტაპზეავტოპარკს 18 ერთეული მანქანა შეემატა. ახალი ტექნიკა, როგორც დასუფთავების,ისე,…

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე თავდაცვის სამინისტროში დავით ხიდაშელისთავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობასთან დაკავშირებით, საზოგადოებისათვისსრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, გვსურს…

ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის ქუჩაზე ასფალტის საფარის მოწყობა მიმდინარეობს

გლდანის გამგეობა, რაიონის მასშტაბით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულპროექტს ახორციელებს. ამჯერად, საგზაო სამუშაოები ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის ქუჩაზე 5 000 კვადრატულ…

პრემიერ-მინისტრი საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს  შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბერგლიოტ ჰოვლანდს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი…

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში „ბოლნისისმუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებების, გამოწვევების,ინტერესებისა და რესურსების კვლევის” პრეზენტაცია გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ „ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებიახალგაზრდების საჭიროებების, გამოწვევების, ინტერესებისა და რესურსების კვლევა“ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბოლნისის…

exhibitions.gnta.ge ახალი პლატფორმა ტურისტული სექტორისთვის

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორისთვის,საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მისაღებად, ახალი ონლაინპორტალი exhibitions.gnta.ge შექმნა.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ციფრული ტრანსფორმაციისპროექტის…

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორმა მოსამართლე წევრმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს სასამართლოს გუშაგის” წარმომადგენელი ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ (14 მარტის) სხდომას, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს…

ირაკლი კობახიძე  კატეგორიულად მიუღებელია ის  დისკრედიტაციის  კამპანია,რომელიცწარმოებს  სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ,ყოველგვარი არგუმენტების და დასაბუთების გარეშე

ჩემთვის, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს ხელმძღვანელისთვის კატეგორიულად მიუღებელია ის დისკრედიტაციის კამპანია, რომელიც წარმოებს სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ, ყოველგვარი არგუმენტების და დასაბუთების გარეშე, ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა  ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს  განუცხადა. პრემიერის თქმით, სასამართლო ხელისუფლება, ისევე, როგორც ხელისუფლების ყველა  შტო უნდა იყოს დამოუკიდებელი და დამოკიდებული მხოლოდ ქართველ ხალხზე. „რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს ორ მოსამართლეს, ამ ორიდან მინიმუმ ერთს აქვს კეთილსინდისიერების პრობლემა, გამომდინარე იქიდან, რომ სათანადო ვადებში არ განიხილავს საქმეებს, ზარმაცობს. თუ იქნებოდა საკუთარი კეთილსინდისიერება უნდა შეემოწმებინათ ასეთ მოსამართლეებს და ისინი სხვის კეთილსინდისიერებაზე არ უნდა საუბრობდნენ, მაგრამ ეს არის მაქსიმუმი, რა განცხადების გაკეთებასაც ვაპირებ სასამართლოსთან დაკავშირებით. ეს არის დამოუკიდებელი შტო. არავისი საქმე არ არის კეთილსინდისიერების შემოწმება. რაც შეეხება მოსამართლეების კეთილსინდისიერებას, ერთადერთი ორგანო კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც ამოწმებს მოსამართლეების კეთილსინდისიერებას, ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო. კეთილი ინებოს ყველამ, ვისაც აინტერესებს მოსამართლეების კეთილსინდისიერება და აქვს გარკვეული ეჭვი სამართალდარღვევებთან მიმართებაში, მიმართონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მერე ჩაიხედონ, რამდენად სწორად იკვლევს ამ საკითხს იუსტიციის საბჭო, მაგრამ არავითარი საქმე არ არსებობს და ვერ მიმართავენ იუსტიციის საბჭოს. შესაბამისად, ეს არის ცარიელი საუბრები. ჩემთვის, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს ხელმძღვანელისთვის კატეგორიულად მიუღებელია ის დისკრედიტაციის კამპანია, რომელიც წარმოებს სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ, ყოველგვარი არგუმენტების და დასაბუთების გარეშე. ეს არის ჩვეულებრივად, სასამართლო ხელისუფლების მიტაცების, მასში ჩარევის მცდელობა, რასაც ჩვენ ბუნებრივია, ვერ დავუშვებთ, სასამართლო ხელისუფლება, ისევე, როგორც ხელისუფლების ყველა შტო უნდა იყოს დამოუკიდებელი და დამოკიდებული მხოლოდ ქართველ ხალხზე“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი – ხალხს უკვე გამოტანილი აქვს განაჩენი, მათ შორის იმ დანაშაულზე, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ ჩაიდინა 2008 წლის აგვისტოში

სალომე ზურაბიშვილი და „ნაცმოძრაობა“ შეთანხმებულნი არიან იმასთან დაკავშირებით, რომ მაშინ ნაცმოძრაობამ დაიწყო ომი. ეს არის მათი გაცხადებული პოზიცია, ასეთ პირობებში რა ვიცი რა უნდა გამოვიძიოთ, მაგრამ ყველაფერთან დაკავშირებით შეიძლება ზოგადად მსჯელობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხალხს უკვე გამოტანილი აქვს განაჩენი, მათ შორის იმ დანაშაულზე, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ ჩაიდინა 2008 წლის აგვისტოში. „ყველამ ყველაფერი იცის ამ თემასთან დაკავშირებით, თქვენ იცით, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციას მოაწერა თვითონ „ნაცმოძრაობამ“ ხელი, სადაც არის შეტანილი უმძიმესი ჩანაწერები, მათ შორის იქ საუბარია იმაზე, რომ სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო სააკაშვილის ხელისუფლებამ. საუბარია იმაზე, რომ შემდეგ რუსეთს ჰქონდა საპასუხო რეაქცია ამასთან დაკავშირებით და ა.შ. ამას ხელი მოაწერა ნაცმოძრაობამ. თვითონ სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სწორედ სააკაშვილმა დაიწყო მაშინ ომი. ასეთი ვითარებაა. ერთადერთი ვინც არ საუბრობს საერთოდ ამ თემაზე ეს არის „ქართული ოცნება“. თორემ რაც ეწერა „ხალხის ძალის“ წერილში, სალომე ზურაბიშვილი და „ნაცმოძრაობა“ შეთანხმებულნი არიან იმასთან დაკავშირებით, რომ მაშინ ნაცმოძრაობამ დაიწყო ომი. ეს არის მათი გაცხადებული პოზიცია, ასეთ პირობებში რა ვიცი რა უნდა გამოვიძიოთ, მაგრამ ყველაფერთან დაკავშირებით შეიძლება ზოგადად მსჯელობა. „ხალხის ძალას“ აქვს ეს პოზიცია, შეგვიძლია ყველაფერთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ, თუმცა მე მგონი, ხალხს უკვე გამოტანილი აქვს  განაჩენი, მათ შორის იმ დანაშაულზე, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ ჩაიდინა 2008 წლის აგვისტოში,“- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – შემაშფოთებელია, რომ ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან კეზერაშვილი, ადეიშვილი, ურთმელიძე და სხვები, სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლით ევროპის მასშტაბით

ჩვენთვის შემაშფოთებელია, რომ ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან კეზერაშვილი, ადეიშვილი, ურთმელიძე და სხვები, სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლით ევროპის მასშტაბით, ეს არის აბსოლუტურად შემაშფოთებელი მოვლენა. ამ ადამიანებს აქვთ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები, ისინი არიან მსჯავრდებულნი უმძიმესი დანაშაულების გამო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ამას უყურებს საზოგადოება და  შესაძლოა გაჩნდეს მძიმე აღქმები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის ევროპული ბიუროკრატია სამართლის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების ერთგული. „გარდა ამისა, არის სერიოზული, საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ შორის კონკრეტული ადამიანები დღესაც ჩადიან უმძიმეს დანაშაულებს ევროკავშირის მოქალაქეების წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებით, შეგახსენებთ, BBC-მაც კი გაავრცელა საგანგებოდ ფილმი. ასე რომ, როცა ასეთი ადამიანები სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლით ევროპაში, ჯერ ქართველებს ძარცვავდნენ, ახლა ევროპელებს ძარცვავენ, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი და შემაშფოთებელი. როდესაც ზურაბ ადეიშვილი, რომელსაც უამრავი უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი ხვდება ევროკავშირში ოფიციალურ თანამდებობის პირებს, ან ბერლინში, ოფიციალურ თანამდებობის პირებს, ეს არის აბსოლუტურად შემაშფოთებელი, ამას უყურებს საზოგადოება და ასეთ დროს, რა თქმა უნდა, შეიძლება საზოგადოებაში გაჩნდეს მძიმე აღქმები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის ევროპული ბიუროკრატია სამართლის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების ერთგული. იმისთვის, რომ ასეთი ნეგატიური აღქმების ჩამოყალიბება არ იყოს დაშვებული, ასეთი ვიზიტები უნდა შეწყდეს. თუ იქნება საჭირო და ასეთი ზომები  იქნება ალბათ მისაღები, ყველა შესაბამისი სამართლებრივი ზომა იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოვითხოვოთ ამ ადამიანების გადაადგილების შეზღუდვა ევროპულ სივრცეში,“- განაცხადა პრემიერმა.