„სასტუმროში მკვეთრად გაიზარდა დატვირთვა და უკვე 80%-ს აჭარბებს“- Mercure &Swissotel Tbilisi

სასტუმრო „Mercure“ & „Swissotel Tbilisi“-ის გენერალური მენეჯერის ერდოღან შაჰინისგანცხადებით, 2025 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი თბილისში პოზიტიურიდინამიკით…

პაატა სალია – უნგრელ კოლეგასთან  შეხვედრისას ხაზგასმით აღვნიშნე, რომ 2012 წლის შემდგომ არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომელიც საქართველოს პენიტენციურ სისტემაში პატიმრების  უფლებების დარღვევას შეეხებოდა

უნგრელ კოლეგასთან შეხვედრისას ხაზი გავუსვი იმ გარემოებას, რომ 2012 წლის შემდგომ არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომელიც შეეხებოდა პატიმრების უფლებების დარღვევას საქართველოს პენიტენციურ სისტემაში, რაც მათთვისაც ძალიან სასიამოვნო მოსასმენი და ერთგვარი სიურპრიზიც კი იყო, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა  პაატა სალიამ ბუდაპეშტში  უნგრეთის  შინაგან საქმეთა მინისტრ შანდორ პინტერთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. იუსტიციის მინისტრმა უნგრულ-ქართული მთავრობათაშორისი სამიტის ფარგლებში პირველი ორმხრივი შეხვედრა უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან გამართა. მინისტრის თქმით, კოლეგას ესაუბრა იმ წარმატებების შესახებ, რაც ქართულმა პენიტენციურმა სისტემამ განიცადა ბოლო წლებში, თუმცა გაუმჯობესებისათვის ჯერ კიდევ არის ბევრი ადგილი და,  აქედან გამომდინარე, საქართველოსთვუს მნიშვნელოვანია უნგრული გამოცდილება ამ მიმართულებით. „ჩვენი შეხვედრა შეეხო თანამშრომლობას პენიტენციურ სისტემაში გამოცდილების ურთიერთგაცვლის თაობაზე. საუბარი ეხებოდა მათი გამოცდილების გაზიარებას. ასევე, მე მივიღე მიპატიჟება ბატონი მინისტრისაგან, რომ უკვე დეტალურად ვისაუბროთ იმ გამოწვევებსა და წარმატებებზე, რაც დღეს არის უნგრეთში ამ მიმართულებით და, ასევე, მე ის მოვიწვიე საქართველოში, რათა გავაცნო ის მიღწევები, რაც ბოლო დროს გვაქვს“, – აღნიშნა პაატა სალიამ. საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ბუდაპეშტში იმყოფება, სადაც უნგრეთ-საქართველოს მეორე მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა იმართება.

მამუკა მდინარაძე ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაზე-დემოკრატია საფრთხეშია, აგენტურა ვეღარ ფინანსდება, ამას ჰგავდა ეს განცხადება.საქართველოს ტერიტორიაზე ბრიტანელი იქნება, ქართველი თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე, ვიმოქმედოთ იმ კანონის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც გრანტზე იქნება მთავრობის თანხმობა საჭირო

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით ისაუბრა,…

მამუკა მდინარაძე ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე: გაწერილია კონკრეტული ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულები, რომლის ჩადენის შემთხვევაში, მარტივდება დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით, მსჯავრდებულის და მისი ოჯახის წევრების, ასევე, მასთან დაკავშირებული პირებისგან ქონების, მატერიალური რესურსების ამოღება – ვიდრე ზიანს არ აანაზღაურებს, ქვეყანას ვერ დატოვებს

ჯერ განვმარტოთ იმ ინიციატივის არსი, რომელიც ახლა დარეგისტრირდა იურიდიული კომიტეტის წევრების მიერ: ეს ინიციატივა ეხება ეკონომიკური,…

“The Biltmore Hotel Tbilisi-“ივნისში სასტუმროში ძალიან კარგიდატვირთულობა გვაქვს

“თბილისში მდებარე სასტუმრო The Biltmore Hotel Tbilisi-ის გაყიდვებისდირექტორის მარიამ ქუთათელაძის განცხადებით, ზაფხულის ტურისტულისეზონი პოზიტიურად დაიწყო და…

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ბუდაპეშტში უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრ შანდორ პინტერს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ბუდაპეშტში უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრ შანდორ პინტერს შეხვდა. მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ სექტორულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. პაატა სალიამ შანდორ პინტერს პენიტენციურ და პრობაციის სფეროში მიღწეული შედეგები, რეაბილიტაციის პროგრამები, ინფრასტრუქტურული პროექტები და სამინისტროს გრძელვადიანი ხედვა გააცნო. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ბუდაპეშტში იმყოფება, სადაც უნგრეთ-საქართველოს მეორე მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა იმართება.

დავით ქართველიშვილი-რისთვის გამოყო ევროკავშირმა მილიონობით ევრო ცენტრალურ აზიაში- ამ თანხით, რომელიც უკონტროლოდ მიედინება ქვეყნებში, ორგანიზებული იქნება დასავლური ნორმების პოპულარიზაცია, რომლებიც ეწინააღმდეგება აზიურ კულტურას

„გამოაშკარავდა მონაცემები ევროკავშირის მიერ „არაბინარული პირების მიმართ თანასწორობის ხელშეწყობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის“ პროექტის ხელშეწყობის შესახებ.…

დავით ქართველიშვილი: გლობალისტები და”დიფ სთეითი” აშშ-ში ყველაფერს იმავე „ფერადი რევოლუციების“ შაბლონების მიხედვით აკეთებენ, რაც საქართველოსთვის ჰქონდათ მომზადებული

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-ში მიმდინარე პროცესებსა და ქუჩის პროტესტს სოციალურ ქსელში ეხმიანება. „როგორი…

ჩორჩანას მკვიდრი ელგუჯა ხარაზიშვილი: ქართულ საგუშაგოს არანაირი დანიშნულება არ აქვს

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი…

გენერალი კობა კობალაძე “მუხროვანის ამბოხზე”: მე უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვარ, როდესაც ირკვევა, რომ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გიორგი კრიალაშვილი დახვრიტეს, მას სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, ოთანაძეს 9 და ამირიძეს – 8, დაკავების მცდელობა, ეტყობა, არ იყო ინტერესში, რადგან მიცვალებული არ საუბრობს, მაგრამ, ღვთის ნებით, ეს ორი გადარჩა

ფასადური პიარი საკმაოდ ხელოვნების დონეზე ჰქონდათ აყვანილი [“ნაცმოძრაობას”]. მერე მოხდა ის, რომ ვიღაცები არიან ძებნილები, ვიღაცებზე…

კობა კობალაძე-სახელმწიფომ ქუდი მოირგო, რომ მუხროვანში იყო აჯანყების მცდელობა და მათ ეს მცდელობა ჩაახშეს- საინტერესო ის იყო, რომ შეტყობინება თავდაცვის სამინისტროში იმაზე, რომ მუხროვანის ბაზაზე იყო არასაწესდებო ქმედებები, არ გაჟღერებულა

„მუხროვანის ბაზაზე მოხდა ისეთი რამ, რომ ოფიცერთა პირადი შემადგენლობა და ეს იკვეთება მერე სასამართლოს პროცესების მიმდინარეობის…

სემეკმა ენერგეტიკის რეგულირების შესახებ პირველი ანალიტიკური ჟურნალი გამოსცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმაეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ენერგეტიკის რეგულირების შესახებ პირველიანალიტიკური ჟურნალი გამოსცა. ჟურნალში განთავსებული პუბლიკაციებიშეეხება…

გენერალი კობა კობალაძე „მუხროვანის ამბოხზე”: სასამართლოში გაჟღერდა ის, რომ საბრძოლო ტექნიკა იყო მოყვანილი საბრძოლო მზადყოფნაში, სამხედრო ნაწილის პირდაპირი ფუნქცია არის ორი მდგომარეობა- ისინი ან ემზადებიან ომისთვის, ან იბრძვიან, პროცესი დარღვეული არ ყოფილა

სასამართლოში გაჟღერდა ის, რომ საბრძოლო ტექნიკა იყო მოყვანილი საბრძოლო მზადყოფნაში, სამხედრო ნაწილის პირდაპირი ფუნქცია, მისი პირადი…

ალექსანდრე წულაძე – საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისმა სამიტმა არაერთი ხელშესახები შედეგი მოუტანა უკვე ჩვენს ქვეყანას და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გაფართოვდება თანამშრომლობის სფეროები

დღეს იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი უნგრეთის რესპუბლიკაში, ფაქტობრივად, მთელი მთავრობის შემადგენლობით, საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისმა სამიტმა არაერთი ხელშესახები…

მიხეილ სარჯველაძე – უნგრეთთან პოლიტიკური ხედვისა და ღირებულებების ჩათვლით ყველა ასპექტში გვაქვს თანხვედრა, მთავრობათაშორისი კომისია არის ფორმატი, სადაც უმაღლეს დონეზე მიიღება გადაწყვეტილებები ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ

უნგრეთში  ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს როგორც თემატური და  საგნობრივი განხილვები ცალკეულ თემებთან დაკავშირებით, ასევე,  მსჯელობა საომავლო…