ოპონენტებს სინამდვილეში აწუხებთ გამჭვირვალობა, ის რომ საზოგადოება ბევრ „შავ ფულს“ აღმოაჩენს იმ დაფინანსებაში, რომელიც დღეს მიემართება „ენჯეოებისკენ“, დაინახავს საზოგადოება, რომ თურმე ამ „შავი ფულით“ საქართველოში ფინანსდება რევოლუციები, ეკლესიაზე თავდასხმები, ინტერვენცია, ნარკოტიკების პროპაგანდა და ა.შ. ამის ეშინიათ სინამდვილეში, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა გადაცემა იმედი LIVE-ში განაცხადა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, დღევანდელ საკომიტეტო მოსმენაზე ოპონენტების მხრიდან ბევრი აბსურდი ითქვა, რაც წარმოუდგენელია. „ყოველ ჯერზე, როცა უმცირესობა კონკრეტულ საკითხს აყენებდა, უმრავლესობა უბრუნებდა მათ კითხვას, ეს რომ გავიზიაროთ, მხარს დაუჭერთ კანონს? და ყოველ ჯერზე პასუხი იყო უარყოფითი. აქ ჩანდა, რომ უხეშად რომ ვთქვათ, ისინი იყვნენ შარზე და სინამდვილეში, ერთადერთი, რაც აწუხებთ, ესაა გამჭვირვალობა. რაც შეეხება ე.წ. „სტიგმატიზაციას“, შარშან იყო საუბარი უცხოელ აგენტზე, ითქვა, რომ აგენტს საქართველოში აქვს მეტწილად უარყოფითი დატვირთვა, კი ბატონო, ეს გავიზიარეთ და წელს კანონპროექტში მოცემულია განსხვავებული ტერმინოლოგია. საუბარია უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციაზე. როდესაც ამაზეა საუბარი, ეს არის უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია. უცხოური ძალა ეს არის უბრალოდ ფაქტი, როგორც საქართველო არის უცხოური ძალა ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის, იქნება ეს გერმანია, სომხეთი, თუ გაერთიანებული საამიროები, ასევე არის ნებისმიერი სხვა ქვეყანა უცხოური ძალა საქართველოსთვის. ეს არის მარტივი, მშრალი ფაქტის კონსტატაცია. როცა შენ ფულს ხარჯავ სადღაც, ეს, რა თქმა უნდა, არის ინტერესების გატარება. ეს ინტერესი შეიძლება იყოს კარგი, ან ცუდი. ის ორგანიზაცია, რომელიც ჩემგან იღებს თანხებს, არის ამ ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია. შეიძლება იყოს თანხვედრა უცხოური ძალის ინტერესებსა და საქართველოს ინტერესებს შორის, მაგრამ ეს თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ პრიორიტეტულად ეს დაფინანსება არ არის მიმართული უცხოური ძალის ინტერესების რეალიზებისთვის. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ უცბად გადავწყვიტეთ მაგალითად სოფლის მეურნეობის ინტერესების განვითარება სხვა ქვეყანაში, მაგალითად მეზობელ ქვეყანაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ან კვიპროსში ვავითარებთ სოფლის მეურნეობას და ა.შ. რატომ მივდივართ იქ? – ჩვენ ხომ ჩვენს მოქალაქეებზე ვზრუნავთ, ესაა სახელმწიფოს უმთავრესი მისია, რომ საკუთარი ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესები დაიცვას. როცა მე მივდივარ მაგალითად სომხეთში, აზერბაიჯანში, ან კვიპროსში და იქ სოფლის მეურნეობაში ვდებ ფულს, მე მაქვს იქ პირველ რიგში ჩემი ინტერესი, მათ შორის, შეიძლება ეს იყოს საკმაოდ უწყინარი ინტერესი, რომ ჩემი ქვეყნის პოპულარიზაცია მოხდეს იმ მეორე ქვეყანაში, მაგრამ ჩემი უმთავრესი ინტერესი, ამ შემთხვევაში, არის სწორედ ჩემი ქვეყნის პოზიციების გატარება სხვა ქვეყანაში. საბოლოოდ, ის ადამიანიც, რომელიც იღებს უცხო ქვეყანაში ამ თანხას, თუნდაც სოფლის მეურნეობის სფეროში, რა თქმა უნდა, გამოირჩევა ლოიალურობის მაღალი ხარისხით ჩემს მიმართ, ქართული სახელმწიფოს მიმართ. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი არის უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია,“- განაცხადა პრემიერმა.
ავტორი: რედაქტორი
ირაკლი კობახიძე – როცა მთხოვ დეპოლარიზაციას, ნუ მიფინანსებ აქ პოლარიზაციას
დღეს ქართული საზოგადოება ითხოვს სწორედ გამჭვირვალობას, რაც დადასტურდა მათ შორის დღევანდელ საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე, რომელიც რუსთაველის გამზირზე…
ირაკლი კობახიძე – კეზერაშვილმა კვიპროსში ერთ-ერთ შეხვედრაზე თქვა, რომ დაგეგმილი აქვს ამ საპარლამენტო არჩევნებისთვის 45 მლნ დოლარის მობილიზება, საიდანაც 15 მლნ NGO-ებისთვის გამოყოფილი ფულია
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რაზე რა თანხები იხარჯება და ხომ არ იხარჯება გარკვეული თანხები პირდაპირ საარჩევნო…
ირაკლი კობახიძე -დონორები უნდა შეეგუონ გამჭვირვალობას, ანგარიში უნდა გაუწიონ ქართულ საზოგადოებას და გაუმხილონ ინფორმაცია დაფინანსებასთან დაკავშირებით, ეს არის ევროპული დემოკრატიის მინიმალური სტანდარტი
დონორები უნდა შეეგუონ გამჭვირვალობას იმის გამო, რომ მათ ანგარიში უნდა გაუწიონ ქართულ საზოგადოებას, რომელსაც კეთილი უნდა ინებონ და გაუმხილონ ინფორმაცია დაფინანსებასთან დაკავშირებით, ეს არის ევროპული დემოკრატიის მინიმალური სტანდარტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა იმედი LIVE-ში განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ევროპული დემოკრატიის მინიმალური სტანდარტი, რაც თანდათანობით კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. „ჩვენ კონკრეტულ შემთხვევებზე ვსაუბრობთ, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყნისთვის არასასარგებლო საქმიანობასთან, დანარჩენში საზოგადოებამ უნდა ჩაიხედოს. მაგალითად, საზოგადოებამ ზუსტად უნდა ნახოს, რისთვის და რამდენით აფინანსებდა „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ მოძრაობა „სირცხვილიას“, რომლის სახელწოდებაც კი არის მაპოლარიზებელი, ან რატომ შეიძლება, ევროკავშირის ფონდი აფინანსებდეს პოლარიზაციას და იმავდროულად გთხოვდეს დეპოლარიზაციას. ამაზე ხომ საზოგადოებამ უნდა დასვას კითხვები, მაგრამ ეს ზოგადი ინფორმაცია, რაც ჩვენ შემთხვევით გავიგეთ „სირცხვილიას“ დაფინანსებასთან დაკავშირებით, საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია იმაზე, მაგალითად ვინ აფინანსებს „სირცხვილიას“ და რისთვის, „დროას“ ან „ფრანკლინის კლუბს“ ვინ აფინანსებს და რისთვის და ა.შ. გასაგებია, რომ ეს გამჭვირვალობა დისკომფორტს უქმნის კონკრეტულ დონორებს, მაგრამ გამჭვირვალობა ყოველთვის დაკავშირებულია დისკომფორტთან, თუმცა ეს დონორები უნდა შეეგუონ გამჭვირვალობას იმის გამო, რომ მათ ანგარიში უნდა გაუწიონ ქართულ საზოგადოებას, რომელსაც კეთილი უნდა ინებონ და უნდა გაუმხილონ ინფორმაცია დაფინანსებასთან დაკავშირებით. ეს არის ევროპული დემოკრატიის მინიმალური სტანდარტი. გამჭვირვალობა არის ევროპული დემოკრატიის მინიმალური სტანდარტი, რაც თანდათანობით სამწუხაროდ დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, მაგრამ ეს მინიმალური სტანდარტი ევროკავშირს მოსდგამს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წლებიდან და რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავყვეთ სწორედ ამ კლასიკურ ევროპულ სტანდარტს და არა იმას, რასაც გვეუბნება კუბილიუსი, შაჰინი თუ რომელიმე სხვა უცხოელი პოლიტიკოსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე – ეკა გიგაურს და ნინო ლომჯარიას მოაკლდებათ თუ არა თანხები, ამას ქართული საზოგადოება ვერ იდარდებს
ფინანსური დახმარების შეჩერების ენით საუბარი ქართულ საზოგადოებასთან არასწორია, მაგრამ ეს არის ყველაზე არასწორი მუქარა გამომდინარე იქიდან,…
პრემიერი – გაუმჭვირვალე ფულში იგულისხმება ათეულობით მლნ დოლარი წელიწადში, საიდანაც არ ვიცით, რა თანხები ხმარდება რევოლუციას,ეკლესიებზე თავდასხმას, რელიგიური სარჩულით პოლიტიკურ ინტერვენციას, ნარკოტიკების პროპაგანდას
როცა საუბარია გაუმჭვირვალე ფულზე, საუბარია ათეულობით მილიონ დოლარზე წლის განმავლობაში, რაც არ ვიცით, რაზე იხარჯება, არ ვიცით, კონკრეტულად, რა თანხები ხმარდება რევოლუციას, ეკლესიებზე თავდასხმას, რელიგიური სარჩულით პოლიტიკურ ინტერვენციას, ნარკოტიკების პროპაგანდას და ა.შ., – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, რაც შეეხება სხვა მიმართულებით უცხოური გრანტების მოცულობას, მაგალითად, სოფლის მეურნეობაში, უცხოური გრანტების რაოდენობა დაახლოებით 11-ჯერ ნაკლებია სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით გამოყოფილ დაფინანსებაზე. „რაც შეეხება სხვა მიმართულებით დაფინანსებას, მაგალითად რომ ავიღოთ უცხოური გრანტები, მოვიკითხე რამდენია დაახლოებით ჯამური წლიური ოდენობა სოფლის მეურნეობაში. მთელი კამპანიაა აგორებული იმასთან დაკავშირებით, თითქოს გარედან აყვავდა საქართველოს სოფლის მეურნეობა. რომ შევადაროთ, როცა ერთი და იმავე ტიპის დახმარებაზეა საუბარი, რას აკეთებს სახელმწიფო სოფლის მეურნეობისთვის, რა თანხები აქვს გამოყოფილი ყოველწლიურად, რაც არსად ჩანს, არავის ვამადლით, არ არის გამოკრული აბრები იმაზე, რომ კონკრეტული საწარმო, ფერმერული მეურნეობა თუ ა.შ. დაფინანსდა საქართველოს მთავრობის მიერ. მთლიანობაში, ასეთი ტიპის ღონისძიებებზე, დახმარებაზე, ბიზნესის ხელშეწყობაზე სოფლის მეურნეობის სფეროში, სახელმწიფოსგან იხარჯება წელიწადში 330 მლნ ლარი, რაც არის ჩადებული ბიუჯეტში. რომ მოვიკითხე უცხოური გრანტების ჯამური მოცულობა, დაახლოებით არის მთლიანად 30 მლნ ლარი, ანუ 11-ჯერ ნაკლები, ვიდრე გამოყოფს სახელმწიფო. თუმცა ეს გრანტები დანაწევრებული, ზოგი 5 000-დოლარიანი, ზოგი 10 000-დოლარიანი, ზოგიც უფრო ნაკლები და საბოლოო ჯამში ხდება ის, რომ ეს ყველაფერი დიდწილად გამოიყენება მარკეტინგისთვის, პიარისთვის. აქაც კი იკვეთება პოლიტიკური დივიდენდების მიღების ნიშნები. მათ შორის იკვეთება ნიშნები, რომ კონკრეტული ფერმერები მაგალითად, რომლებიც იღებენ შესაბამის გრანტებს, გამოირჩევიან კონკრეტული პოლიტიკური ძალების მიმართ განსაკუთრებულად მომეტებული სიმპათიებით და ა.შ. ანუ, ძალიან ხშირ შემთხვევაში, აშკარად იკვეთება პოლიტიკური მიკერძოება გრანტების განაწილებისას. მოცულობები რომ ვთქვათ, დაახლოებით არის 11-ჯერ, 12-ჯერ ნაკლები, ვიდრე სახელმწიფო ხარჯავს ამ მიმართულებით და დამადლების ხარისხი არის პირიქით, 11-ჯერ მეტი. ამიტომ, როცა საუბარია მთლიანობაში ამ ათეულობით მილიონ დოლარზე, რაც არის ეჭვქვეშ, რომ ეს ყველაფერი არ ხმარდება ქვეყნის კეთილდღეობას, მთავარი არის გამჭვირვალობა. ჩვენ ხომ არაფერს ვამტკიცებთ, არ ვამბობთ, რომ რაღაც ცუდია, ან რაღაც კარგია, ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე და საბოლოო ჯამში საზოგადოებამ უნდა ნახოს, თუ რაზე, რისთვის და როგორ იხარჯება ეს თანხა. მეტს არაფერს ითვალისწინებს „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“, დანარჩენზე საზოგადოება გამოიტანს დასკვნებს,“- აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – დაფინანსება თუ იქნება გამჭვირვალე, დონორებსაც გაუჭირდებათ ისეთი საქმიანობის დაფინანსება, რაც უკავშირდება რევოლუციების ორგანიზებას, ეკლესიაზე გამუდმებულ თავდასხმას
დაფინანსება თუ იქნება გამჭვირვალე, ამ შემთხვევაში დონორებსაც გაუჭირდებათ ისეთი საქმიანობის დაფინანსება, რაც უკავშირდება რევოლუციების ორგანიზებას, ეკლესიაზე…
ირაკლი კობახიძე ამ ქვეყანას სჭირდება დასვენება, წინსვლა,განვითარებადა სწორედ ამას ემსახურება კანონი გამჭვირვალობის შესახებ
ამ ქვეყანას სჭირდება დასვენება, წინსვლა, განვითარება და სწორედ ამას ემსახურება კანონი გამჭვირვალობის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა იმედი LIVE-ში განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დისკრედიტებული ოპოზიციითა და „ენჯეოებით“ შეუძლებელია რაიმე რევოლუციის მოწყობა. „ჩვენ ყველა სცენარისთვის ვართ მზად, რაც მთავარია, როგორც არ გამოუვიდა არავის არც 2022 წელს, მანამდე 2021 წელს, რევოლუციის მოწყობა, შემდეგ 2023 წელსაც გრძელდებოდა ეს პროცესები, არც ამ შემთხვევაში გამოუვათ. ამ დისკრედიტებული ოპოზიციითა და „ენჯეოებით“ რა თქმა უნდა, შეუძლებელია, რაიმე რევოლუციის მოწყობა. მთავარია, რომ ჩვენ ყველა მიმართულებით დავიჭიროთ პრინციპული პოზიცია და ეს ეხება მათ შორის პირველ რიგში გამჭვირვალობის შესახებ კანონს. რატომ არის ეს კანონი ასეთი პრინციპული? აქ არ არის საუბარი მხოლოდ ერთი კონკრეტული კანონის მიღებაზე, რასაც ხაზი გაესვა დღევანდელ შეკრებაზე, საუბარია, რაზე – მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ყოველ ჯერზე ვახერხებთ ამ პრობლემების გადალახვას, ვერ ახერხებენ რევოლუციის მოწყობას, მაგრამ გავიხედოთ უკან და გავიხსენოთ კიდევ ერთხელ თითოეული წელი. რაც გამოვიარეთ – 2019,2020, 2021, 2022, 2023 შეიძლება მუდმივად ასეთ რეჟიმში იყოს ქვეყანა, რომ არ დაასვენონ?! თან ვისი ხელით – მთელი ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ თავისი სატელიტი პარტიებით, ეს „ენჯეოები“, მართლაც უსამშობლო ხალხი. ამ ადამიანების ხელით, როდესაც ვიღაც ცდილობს, რომ არ დაასვენოს ეს ქვეყანა, ამ ქვეყანას სჭირდება დასვენება და განვითარება. ჩვენ, მიუხედავად მთელი ამ მცდელობებისა, წარმოიდგინეთ, რომ ამ სამი წლის განმავლობაში მოვახერხეთ ნომინალური ეკონომიკის გაორმაგება დოლარში, რაც არის ძალიან დიდი წინსვლა და არცერთ კანდიდატ ქვეყანას ამის მიმსგავსებული ეკონომიკური ზრდაც კი არ ჰქონია. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ წლების განმავლობაში რომ არ ყოფილიყო ყოველ წელს ქვეყნის მორყევის, რევოლუციის მცდელობა, რა თქმა უნდა, დღეს 30 მილიარდი დოლარის მაგივრად, ეკონომიკა გვექნებოდა სულ მცირე 35, შეიძლება, 40 მილიარდი დოლარიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე -წლის ბოლოს საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნას ალტერნატივა არ აქვს, ევროკავშირმა უნდა დაიცვას სამართლიანობა ქართული საზოგადოებისდაქართული სახელმწიფოს მიმართ
ევროკავშირმა უნდა დაიცვას სამართლიანობა როგორც ქართული საზოგადოების, ისე ქართული სახელმწიფოს და კონკრეტულად საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ განავითაროს ეს ქვეყანა ყველა თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, 2022-მა წელმაც გამოაჩინა, რომ ევროკავშირზე საკმაოდ სერიოზული ზეწოლაა. „თვითონ ევროკავშირი არ არის სრულად სუვერენული გადაწყვეტილებების მიღებისას. წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირს არაფერს აძლევდა 2022 წლის ივნისში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება. მაშინ იყო მძიმე კონტექსტი, ევროკავშირი იყო განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშ და საბოლოო ჯამში, ამან განაპირობა ის, რომ რეალურად ევროკავშირის ინსტიტუტები გამოყენებულ იქნა საქართველოში ვითარების არევის მცდელობისთვის და ეს გააკეთა მან, რასაც და ვისაც ჩვენ ვუწოდებთ „გლობალურ ომის პარტიას“. აქედან გამომდინარე, ყველა რისკი უნდა ავწონ-დავწონოთ, მჯერა, ევროკავშირს აქვს სრული ინტერესი, საქართველოსთან ჰქონდეს სამართლიანობაზე დაფუძნებული ურთიერთობები და გადაწყვეტილებები იყოს მიღებული ამ პრინციპის მიხედვით. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, წლის ბოლოს საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნას ალტერნატივა უბრალოდ არ აქვს. იქ, სადაც უკრაინას და მოლდოვას აქვს მინიჭებული მოლაპარაკებები და საქართველოს – არა, ყოველგვარ სამართლიანობაზე ლაპარაკი ზედმეტია. კორუფციის უმძიმესი პრობლემები, ინტიტუტების სისუსტე, დემოკრატიის და ადამიანების უფლებების კუთხით უკუსვლა და სერიოზული პრობლემები აქაც და ეკონომიკური უკუსვლა. ეს არის ის ყველაფერი, რაც დამახასიათებელია ამ ორი ქვეყნისთვის, თუმცა ფორმალურად ეს ორი ქვეყანა პატარა ნაბიჯით, მაგრამ მაინც წინ უსწრებს საქართველოს. ეს არის უსამართლობა, რა თქმა უნდა და ეს უსამართლობა უნდა შეიცვალოს, ამის შეცვლა თანაბრად არის როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირის ინტერესებში,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ განავითაროს ქვეყანა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, თუ ეკონომიკური თვალსაზრისით. „იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში, წელს, 2022 წლისგან განსხვავებით, ევროკავშირი მოახერხებს ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც თანაბრად შედის საქართველოს და ევროკავშირის ინტერესებში და იმედი მაქვს, წელს გაიხსნება მოლაპარაკებები. მოლაპარაკებების გახსნას, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასაც, ჰქონდა არსებითად სიმბოლური დატვირთვა. გახსოვთ, რამდენი ტყუილი ვრცელდებოდა, თითქოს, სტატუსის მიღებასთან ერთად გაიხსნებოდა უამრავი დახმარება, დაფინანსება და ა.შ. რაც ყველამ დაინახა, რომ აბსოლუტური ტყუილია. მარტივად ატყუებდნენ საზოგადოებას იმისთვის, რომ ჭარბი ემოციები შეექმნათ, რაც აღმოჩნდა ტყუილი. ყველამ დაინახა, რომ დღეს ყველაფერი ისევეა, როგორც იყო კანდიდატის სტატუსამდე, უბრალოდ ჩვენ სერიოზული პოლიტიკური გარანტია მივიღეთ იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო დღეს უკვე ოფიციალურად არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ამ კუთხით, მოლაპარაკებების გახსნას კიდევ უფრო ნაკლები დატვირთვა აქვს, სიმბოლური დატვირთვაც ბევრად უფრო ნაკლები აქვს, მაგრამ ეს არის პრინციპის საკითხი, რომ ევროკავშირმა უნდა დაიცვას სამართლიანობა როგორც ქართული საზოგადოების, ისე ქართული სახელმწიფოს და კონკრეტულად საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ განავითაროს ეს ქვეყანა ყველა თვალსაზრისით – დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ეკონომიკის თვალსაზრისით და საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, არა მხოლოდ უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით, თუ ავიღებთ ნებისმიერ კანდიდატ ქვეყანას, საქართველო არის ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანა, მათ შორის ეკონომიკის თვალსაზრისითაც, აღარაფერს ვამბობ დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე და ა.შ. აქედან გამომდინარე, ვიტოვებ იმედს, რომ მიღებული იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. თუ ამ შემთხვევაში უხეშად არ ჩაერევა კიდევ ერთხელ „გლობალური ომის პარტია“, რა თქმა უნდა, ევროკავშირი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც თანაბრად არის ევროკავშირის და საქართველოს ინტერესებში“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერი – არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ევროკავშირმა ჩვენგან მოითხოვოს დამოუკიდებლობის, პრინციპებისა და ღირებულებების დათმობა, შესაბამისად, აქ ვიქნებით ბოლომდე პრინციპულები
ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტით სიარული ჩვენი ამოცანების შესრულებისკენ, მათ შორის, ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით, ეს არის ჩვენი…
ირაკლი კობახიძე – როდესაც გაკოტრებული პოლიტიკური უმცირესობა გესაუბრება ხალხის სახელით, ეს უბრალოდ მიუღებელია, დღეს ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა, სად დგას საზოგადოების უმრავლესობა
უმცირესობა ვერავითარ შემთხვევაში ვერ ისაუბრებს ქართველი ხალხის სახელით, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა დღევანდელ დღეს, როცა კარგად…
ირაკლი კობახიძე – საგარეო პოლიტიკაში ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ევროკავშირში ინტეგრაცია, თუმცა, ევროკავშირში შესვლა გვინდა ჩვენი დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტით და ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებებით
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი თანამოქალაქეებისთვის იმ ძირითადი გზავნილების კიდევ ერთხელ გაზიარება, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს კურსთან,…
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე
მივესალმები ჩვენი თავისუფლებისმოყვარე ერის ღირსეულ შვილებს! ყველას მინდა მოგილოცოთ ბზობა და წინასწარ მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული! საქართველომ…
ანონსი
30 აპრილს, 11:00 საათზე, საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართება საქართველოს თავდაცვის ძალების 33-ე…
ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე
მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მივესალმები ჩვენს ღირსეულ, პატრიოტ მოქალაქეებს, ჩვენს თავისუფლების მოყვარე ქართველ ხალხს და რა თქმა…