დავით ქართველიშვილი ევროკომისიის განცხადებაზე ასე დაბლოკავენ ყველა უსამართლო გადაწყვეტილებას ჩვენთან მიმართებით. შეარჩიე სწორი მეგობრები და მოერიდე საეჭვო კამპანიებს – ხანდაზმულობის არმქონე ფორმულა

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ევროკომისიის განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს უცხოური…

მაია ბითაძე სალომე ზურაბიშვილზე: დაიმახსოვრეთ კარგად ქალი, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს, წყალს ასხამს რუსეთის და ყველა იმ მტრის წისქვილზე, ვისაც უნდა, ეს ქვეყანა მუდმივ რყევებში იყოს, არ ჰქონდეს სუვერენული უფლებები და ხან ერთის ჭკუაზე იაროს, ხან – მეორისაზე

დაიმახსოვრეთ ეს ქალი კარგად, ქალი რომელიც პირდაპირ ძირს უთხრის საქართველოს, ქალი, რომელიც ევროპული ფრონტის კი არა,…

ლევან ნიკოლეიშვილი აქციის მონაწილეების მიერ გზების გადაკეტვაზე: ვის უქმნიან დისკომფორტს, ჩვენს მოქალაქეებს? უკეთესი ხომ არ იქნებოდა ეგ გადაკეტვები გადამგდები და მათი აღმა-დაღმა მატარებელი ოპოზიციის ლიდერების სახლებთან მოეწყოთ

ჭირვეული ბავშვი რომ საჭმელს არ ჭამს და ტირილს, უფრო ჯღავილს იწყებს, ასე დაემართა ოპოზიციას. „არა რუსულ…

ეკა სეფაშვილი: მნიშვნელოვანია ო’ბრაიენის ვიზიტი საქართველოში – ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ აშშ-ს ნამდვილად აქვს ინტერესი საქართველოს მიმართ

„აშშ-ს სხვა ინტერესებიც არსებობს და ხდება ხოლმე, რომ ეს საქართველოს ინტერესებს არ ემთხვევა“, – ამის შესახებ…

ზურაბ ქადაგიძე: უკვე ამუშავდა კანონი! ჟიგიმანტასები და სხვანი სცენაზე არიან ასულები და საკუთარი ხელით მოახდინეს ლუსტრაცია, თუ ვის არ აწყობს საქართველოში გამჭვირვალობა

“უკვე ამუშავდა კანონი! ჟიგიმანტასები და სხვანი სცენაზე არიან ასულები და საკუთარი ხელით მოახდინეს ლუსტრაცია, თუ ვის…

გურამ მაჭარაშვილი: საინტერესოა ბატონი ო’ბრაიენის კომენტარი იმასთან დაკავშირებით, მასთან შეხვედრის პარალელურად აქციის რადიკალური ნაწილი პარლამენტთან ღობეს რომ არბევდა, რა მოხდებოდა აშშ-ში ამ შემთხვევაში

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიზიტი ჟურნალისტებთან შეაფასა. მისი თქმით, კაპიტოლიუმზე…

ირაკლი კობახიძე -მნიშვნელოვანია, გამჭვირვალობის კანონზე ვენეციის კომისიამ 28 მაისამდე წარმოადგინოს შენიშვნები, ამის მერე იქნება დაგვიანებული

მნიშვნელოვანია, რომ გამჭვირვალობის კანონზე ვენეციის კომისიამ 28 მაისამდე წარმოადგინოს საკუთარი შენიშვნები, ამის მერე იქნება დაგვიანებული, მათზეა…

პრემიერი ო’ბრაიენთან შეხვედრაზე –  განსაკუთრებულად შევეხეთ გაუმჭვირვალობის როლს იმ ნეგატიურ პროცესებში, რაც განვითარდა ჩვენს ქვეყანაშირამდენიმე წლის  ნუგანმავლობაში

ყველა თემაზე მქონდა საუბარი ბატონ ო’ბრაიენთან. იყო ძალიან გულწრფელი, გახსნილი საუბარი, ორსაათნახევარი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, საუბარი შეეხო გაუმჭვირვალობის როლს იმ ნეგატიურ პროცესებში, რაც განვითარდა ქვეყანაში რამდენიმე წლის განმავლობაში. „აბსოლუტურად ყველა წუხილი გავუზიარე მე ბატონ ო’ბრაიენს, რაც გვაქვს იმ პროცესებიდან გამომდინარე, რომელიც განვითარდა ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით ბოლო 3 წლის განმავლობაში და განსაკუთრებულად შევეხეთ გაუმჭვირვალობის როლს ამ ნეგატიურ პროცესებში, რაც განვითარდა ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე წლის განმავლობაში. მე გამოვთქვი იმედი, რომ თვისებრივად შეიცვლება ეს ყველაფერი მომავალში და ყველაფერი არის არსებითად დამოკიდებული სწორედ ჩვენს პარტნიორებზე, ჩვენზე ნაკლებად. ჩვენ მცირე ქვეყანა ვართ, ჩვენს პარტნიორებზეა არსებითად დამოკიდებული ის, თუ რამდენად გაძლიერდება ურთიერთობები ორ მხარეს შორის, იქნება ეს საქართველო – აშშ, თუ საქართველო – ევროკავშირი. მთავარია, ჩვენ მივიღოთ ღირსეული, სამართლიანი დამოკიდებულება ჩვენი პარტნიორების მხრიდან,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე -სამწუხაროდ, იყო რევოლუციური პროცესები და გაუმჭვირვალე ფულმა სერიოზული როლი შეასრულა ამ პროცესებში

გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უზრუნველყოფს იმას, რომ გრძელვადიანი სიმშვიდე დაისადგურებს ამ ქვეყანაში და ეს პირდაპირ აისახება ეკონომიკური ზრდის ტემპებზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. კითხვაზე, თუ რაში დაიხარჯა ჯიმ ო’ბრაიენის მიერ ნახსენები 6 მლრდ დოლარი, პრემიერმა ასე უპასუხა: „რაც შეეხება 6 მლრდ-ს, იყო გარკვეული წლები, 2009, 2010, 2011 წლები, როდესაც ეკონომიკას მოხმარდა ფული, მაშინ იყო სააკაშვილის რეჟიმი გადასარჩენი, საკმაოდ ბევრი დაიხარჯა მაშინ ამერიკის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. რაც შეეხება ბოლოდროინდელ დაფინანსებას, სამწუხაროდ ამ დაფინანსების დიდი ნაწილი ხმარდება ისეთი ტიპის აქტივობებს, რაც უარყოფითად აისახება ჩვენი ეკონომიკის განვითარებაზე, განსაკუთრებით შევეხებოდი ბოლო 3, 4 წლის მოვლენებს. სამწუხაროდ, იყო რევოლუციური პროცესები და გაუმჭვირვალე ფულმა სერიოზული როლი შეასრულა ამ პროცესებში. რომ არა ეს მოვლენები 2020, 2021, 2022, 2023 წლებში, ჩვენი ეკონომიკა, მაგალითად დღეს 30 მლრდ დოლარის მაგივრად იქნებოდა მინიმუმ 35 მლრდ დოლარი, რაც ნიშნავს იმას, რომ მარტო სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად, დამატებით შევიდოდა მლრდ დოლარი. წარმოიდგინეთ, რამხელა რესურსის ხელიდან გაშვებაზეა საუბარი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“, ეს კანონი უზრუნველყოფს იმას, რომ გრძელვადიანი სიმშვიდე დაისადგურებს ამ ქვეყანაში და ეს პირდაპირ აისახება ეკონომიკური ზრდის ტემპებზე. თუ ჩვენ გვექნება ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო მომატებული ტემპი, ასეთ შემთხვევაში, ყოველწლიურად, დამატებით ჩვენს ბიუჯეტში შემოვა 1 მლრდ, 2 მლრდ დოლარი. ეს არის ჩვენთვის მთავარი ამოცანა, გრძელვადიანი სიმშვიდის უზრუნველყოფა ამ ქვეყანაში, თუმცა შეიძლება ვიღაცეებს, კონკრეტულ სუბიექტებს ესეც არ აწყობდეთ. რაც უფრო ძლიერია შენი ეკონომიკა, შენი ბიუჯეტი, მით უფრო ნაკლებად შეიძლება იყო დამოკიდებული სხვაზე. ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური დამოუკიდებლობა, ამიტომ ვამბობ, რომ დამოუკიდებლობას ეხება „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“. ეს კანონი მოგვცემს ქვეყნის დამშვიდების საშუალებას, ქვეყნის დამშვიდება ნიშნავს უფრო სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდა ნიშნავს მეტ ფულს ბიუჯეტში და ეს საბოლოო ჯამში ნიშნავს კიდევ უფრო მტკიცე დამოუკიდებლობას ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის მთავარი ამოცანა და ამიტომ ვიბრძვით ასე აქტიურად, პრინციპულად ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის. ეს კანონი უკავშირდება სწორედ ამ ამოცანას, ამ მთავარ მიზანს, კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობა, ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, რაც არის ეკონომიკის განვითარების აუცილებელი პირობა და შესაბამისად, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობაც,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერი – იმდენად არ აქვთ არგუმენტები ჩვენს ოპონენტებს, მათ შორის  უცხოელ ოპონენტებს კანონთან დაკავშირებით, რომ მათ უწევთ ხანდახან  ცრუ არგუმენტების მოშველიება

ერთადერთ ნორმას ითვალისწინებს ეს კანონი – წელიწადში ერთხელ რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს საკუთარი ფინანსური ანგარიში იუსტიციის სამინისტროში. როგორ შეიძლება აქ რაიმე იყოს გასაკრიტიკებელი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „ფარასთან“ დაკავშირებით, მეთიუ მილერის განცხადებას შეეხებოდა. მისივე თქმით, როდესაც ასეთი არასწორი ინფორმაცია მოდის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მხრიდან, ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ რაღაც არ არის წესრიგში. „მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ „ფარა“ ეხება მხოლოდ ისეთ შემთხვევებს, როდესაც უცხო ქვეყნის მთავრობის ინტერესების წარმოდგენა ხდება აშშ-ში, რაც არ არის სწორი, ასე რბილად ვიტყოდი. გამომდინარე იქიდან, რომ როგორც თქვენ ახსენეთ, გიული ალასანია მაგალითად არის უცხოური ძალა „ფარა“-ს რეესტრის მიხედვით და მადლობა ღმერთს, გიული ალასანია არ არის საქართველოს, ან რომელიმე სხვა ქვეყნის მთავრობა, ასევე ტელეკომპანია „ფორმულაც“ არ არის საქართველოს, ან რომელიმე სხვა ქვეყნის მთავრობა. ასეთი მარტივი არასწორი ინფორმაცია როცა მოდის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მხრიდან, ეს ყველაფერი მიანიშნებს, რა თქმა უნდა, იმაზე, რომ რაღაც არ არის წესრიგში. აქაც რეალურად რაზეა საუბარი. იმდენად არ აქვთ არგუმენტები ჩვენს ოპონენტებს, მათ შორის უცხოელ ოპონენტებს კანონთან დაკავშირებით, რომ მათ უწევთ ხანდახან ცრუ არგუმენტების მოშველიება. ეს ამაზე მიანიშნებს მხოლოდ, რომ არ არსებობს არგუმენტი და ხანდახან უწევთ ასეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელება იმისათვის, რომ რამენაირად მაინც გააკრიტიკონ ეს კანონი. სინამდვილეში გასაკრიტიკებელი არაფერია ამ კანონში, არც ერთი ნორმა არ არის სინამდვილეში გასაკრიტიკებელი, ერთადერთ ნორმას ითვალისწინებს ეს კანონი – წელიწადში ერთხელ რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს საკუთარი ფინანსური ანგარიში იუსტიციის სამინისტროში. როგორ შეიძლება აქ რაიმე იყოს გასაკრიტიკებელი. ძალიან მარტივად არის სინამდვილეში საქმე და ამიტომ უწევთ ჩვენს პარტნიორებს ასეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელება,“- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე -პარტნიორების მიმართ ჩვენი მოწოდებაა, რომ იფიქრონ პარტნიორობაზე  და არა კონტრპროდუქტიული ნაბიჯების გადადგმაზე, ეს სწორედ მათთვის  იქნება დამაზიანებელი და ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს

პარტნიორების მიმართ ჩვენი მოწოდებაა, რომ იფიქრონ პარტნიორობაზე და არა კონტრპროდუქტიული ნაბიჯების გადადგმაზე, ეს სწორედ მათთვის იქნება დამაზიანებელი, ეს ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს  ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, კიდევ უფრო მეტად გამყარდება ჩვენი მხარდაჭერა, ამიტომ კიდევ ერთხელ, პრაგმატულობისკენ  მოვუწოდებ ყველას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  ჟურნალისტის კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა რომ, აშშ-მ სანქციები დააწესოს მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პრაგმატულად  მხოლოდ დამაზიანებელი იქნება სანქციების დაწესება სანქციის დამწესებლისთვის.  „თქვენ გახსოვთ, მაგალითად, მოსამართლეების მიმართ დაწესდა ე.წ. სანქციები,  სავიზო შეზღუდვები და ამან დააზიანა მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების რეპუტაცია, ვერავითარი ზიანი ვერ მიაყენა ამან მოსამართლეებს, მაგრამ სერიოზულად დაზიანდა აშშ-ის რეპუტაცია, როდესაც ყოველგვარი დასაბუთების, მტკიცებულების გარეშე დასანქცირდნენ მოსამართლეები, მაშინ, როდესაც მოსამართლე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ყველაზე მკაცრად უნდა იყოს დაცული სანქცირებისგან. სერიოზულად შეილახა ამერიკის შეერთებული შტატების რეპუტაცია იმით, რომ სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ მოსამართლეებს. ასეთ არასერიოზული ნაბიჯი კიდევ ერთხელ თუ გადაიდგმევა, ეს დააზიანებს არა სანქცირებულს, არამედ სანქციის დამწესებელს, რადგან ხალხი ყველაფერს ხედავს. ჩვენ არ გვინდა, რომ აშშ-ის რეპუტაცია დაზიანდეს და ჩვენი მოწოდებაა ჩვენი პარტნიორების მიმართ, რომ იფიქრონ პარტნიორობაზე და არა კონტრპროდუქტიული ნაბიჯების გადადგმაზე, ეს პირველ რიგში, სწორედ მათთვის იქნება დამაზიანებელი, ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს ბუნებრივია, ჩვენს პოლიტიკურ  გუნდს, კიდევ უფრო მეტად გამყარდება ჩვენი პოლიტიკური გუდის მხარდაჭერა. ამიტომ კიდევ ერთხელ, პრაგმატულობისკენ მოვუწოდებ ყველას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე -საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სამართალდამცავებს აქვთ ნიღბების ტარების უფლება,თუმცა ამის უფლება არ უნდა ჰქონდეთ მომიტინგეებს

რაც შეეხება ინცინდენტებს, გამოძება არის დაწყებული, მათ შორის, პერსონალური გამოძიება, მთელ რიგ საქმეებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, დავით ქაცარავასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. პრემიერის თქმით, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სამართალდამცავებს აქვთ ნიღბების ტარების უფლება, თუმცა ამის უფლება არ უნდა ჰქონდეთ მომიტინგეებს. „რაც შეეხება ინცინდენტებს, გამოძება არის დაწყებული, მათ შორის, პერსონალური გამოძიება, მთელ რიგ საქმეებთან დაკავშირებით. ეს გამოძიება, ბუნებრივია, გრძელდება. რაც შეეხება ჩართულობას, სამართალდამცავები წყვეტენ ამას სტანდარტების მიხედვით, აგრძელებს თუ არა შესაბამისი პირი მონაწილეობას შესაბამის მოქმედებებში. რაც შეეხება ნიღბებს, ნიღბების ტარება სამართალდამცავების მიერ ეს არის საერთაშორისო სტანდარტი. საინტერესო ის არის, რომ ნიღბების არ ტარება მომიტინგეების მხრიდან არის ასევე ფართოდ გავრცელებული ევროპაში, ამერიკაში. ძალიან ბევრი ქვეყნის კანონმდებლობით, მომიტინგეების მიერ ნიღბების ტარება სისხლის სამართლებრივად ისჯება. წესით, სამართალდამცავებს აქვთ ნიღბების ტარების უფლება, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, თუმცა ამის უფლება არ უნდა ჰქონდეთ მომიტინგეებს, თუმცა, აქაც, საქართველოში მოქმედებს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტი. პოლიციელები დღესაც უნიღბოდ გამოდიან, მაგრამ, როდესაც გამოდის სპეცრაზმი, აქ არის სტანდარტი. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და არის ევროპული და ამერიკული სტანდარტი. თავისი მიზეზი და ახსნა აქვს ამ ყველაფერს. ამოცნობადი არ უნდა იყოს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი. უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი სანქციებთან დაკავშირებით, თუ საუბარია ორმხრივი ურთიერთობების გაჯანსაღებაზე, ასეთ არასერიოზული თემების წამოწევა კონტრპროდუქტიულია 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენთან ორმხრივ…

ირაკლი კობახიძე – სახიფათო ხალხთან გვაქვს საქმე გლობალური ომის პარტიის სახით

სახიფათო ხალხთან გვაქვს საქმე გლობალური ომის პარტიის სახით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ…

ირაკლი კობახიძე – სისასტიკე იყო, როდესაც 2011 წლის 26 მაისს მოკლეს აქციის ოთხი მონაწილე –  დღეს ტერმინ სისასტიკის გამოყენება არის არარელევანტური

როდესაც 2011 წლის 26 მაისს მოკლეს აქციის ოთხი მონაწილე – ეს იყო სისასტიკე. აქ ტერმინ სისასტიკის…