მე პირველივე ზარის დროს დავაფიქსირე შარლ მიშელთან, ჩვენი მზაობა კონსულტაციებთან დაკავშირებით. მეორე ზარის დროს კიდევ ერთხელ…
ავტორი: რედაქტორი
ირაკლი კობახიძე – აქციები მთლიანად ორგანიზებულია კონკრეტული პარტიების და მათთან დაკავშირებული NGO-ების მიერ
ეს აქციები მთლიანად ორგანიზებულია კონკრეტული პარტიების და მათთან დაკავშირებული NGO-ების მიერ, რაც ყველამ ძალიან კარგად იცის, – …
ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის ფრონტის მთავარი მიზანი იქნება სწორედ ფრონტის გახსნა, თუ სალომე ზურაბიშვილს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გამოაცხადებენ ლიდერად, ეს იქნება კარგი ჩვენი საარჩევნო შედეგებისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ორ წელიწადზე მეტია იბრძვის, რომ რამენაირად არიონ ქვეყანა, ქვეყანაში გამოიწვიონ მეორე ფრონტი და ეს…
პრემიერი – როდესაც ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, ამ დროს ის თმობს სუვერენიტეტის მნიშვნელოვან ნაწილს, ეს არის ფაქტი, მაგრამ როდესაც პოლიტიკური უმცირესობების აქციაზე აკეთებს კონკრეტული ქვეყნის მინისტრი ამ განცხადებას, ეს შემაშფოთებელია
როდესაც ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, ამ დროს ის თმობს სუვერენიტეტის მნიშვნელოვან ნაწილს, ეს არის ფაქტი, მაგრამ როდესაც პოლიტიკური უმცირესობების აქციაზე მისვლის კონტექსტში აკეთებს კონკრეტული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ განცხადებას, ეს რა თქმა უნდა, გარკვეულ შეშფოთებას იწვევს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანკარაში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას შეეხებოდა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მიერ სუვერენიტეტის ნაწილის დათმობასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, საუბარი ამ კონტექსტში სუვერენიტეტის დათმობაზე სერიოზული შეშფოთების საგანია. „მე მახსოვს, რამდენიმე თვის წინ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა წევრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავდა სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას, მაშინ მას შეხვდა ძალიან დიდი კრიტიკა ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან და დღეს ეს მარტივი ჭეშმარიტება სამჯერ გაიმეორა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ეს თავისთავად ფაქტია, როდესაც ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, ამ დროს ის თმობს სუვერენიტეტის მნიშვნელოვან ნაწილს, ეს არის ფაქტი, მაგრამ როდესაც პოლიტიკური უმცირესობების აქციაზე მისვლის კონტექსტში აკეთებს კონკრეტული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ განცხადებას, ეს რა თქმა უნდა, გარკვეულ შეშფოთებას იწვევს. საუბარი ამ კონტექსტში სუვერენიტეტის დათმობაზე მე მგონი, რომ სერიოზული შეშფოთების საგანია,“- აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე ოთხი საგარეო საქმეთა მინისტრის საპროტესტო აქციაშიმონაწილეობაზე – ეს აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების იმიჯზე უარყოფითად, არამედ ეს მთლიანობაში აისახება ევროკავშირის იმიჯზეც
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საპროტესტო აქციებში ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა არასერიოზულია. როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს თურქეთში განუცხადა, ეს უარყოფითად აისახება შესაბამისი ქვეყნების და ევროკავშირის იმიჯზე. „ეს არის არასერიოზული. სამწუხარო ის არის, რომ როდესაც კონკრეტული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები ასეთ ნაბიჯებს დგამენ, ეს აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების იმიჯზე უარყოფითად, ჩვენს ქვეყანაში, არამედ ეს მთლიანობაში აისახება ევროკავშირის იმიჯზეც. მე იმედი მაქვს, რომ მომავალში ასეთ არასერიოზულ აქტებს აღარ ვიხილავთ“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერი -ჩვენთვის უმნიშ ვნელოვანესია სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება თურქეთსა და საქართველოს შორის და ეს ვიზიტი თავის წვლილს შეიტანს ამ საქმეში
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება თურქეთსა და საქართველოს შორის, – ამის შესახებ…
სოზარ სუბარი:შეურაცხმყოფელია, როდესაც ესტონელი მინისტრი მოგვიწოდებს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლას გარკვეული ფასი სჭირდება და ეს ფასი უნდა გადავიხადოთ – საქართველომ ყველაზე დიდი ფასი გადაიხადა
„დაუპატიჟებელი სტუმრების ჩამოსვლის მიზანი იყო საქართველოს მაიდანიზაცია და ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების ხელშეწყობა“, – ამის შესახებ „ხალხის…
ილია დარჩიაშვილი – მიუღებელია, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ჩასული მეგობარი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას
მიუღებელია, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ჩასული მეგობარი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას,…
ლევან დავითაშვილი – საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობები ძალიან ინტენსიურია და მრავალ მიმართულებას მოიცავს
თურქეთში დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის მემორანდუმს ენერგეტიკის სფეროში, ენერგეტიკა ერთ-ერთი სფეროა, სადაც ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, თურქეთი არის საქართველოს უმნიშვნელოვანესი და ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი. „ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები არის ძალიან ინტენსიური, ის მოიცავს ძალიან ბევრ მიმართულებას, ამიტომ ჩვენ გვქონდა საუბრები, როგორც სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე, ინვესტიციებზე, ტრანსპორტის მიმართულებაზე, ენერგეტიკაზე და ა.შ. ამაზე ისაუბრეს ასევე ორი ქვეყნის ლიდერებმა. დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის მემორანდუმს ენერგეტიკის სფეროში. ენერგეტიკა ერთ-ერთი სფეროა, სადაც ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვაქვს. ჩვენ ვართ მეზობელი ქვეყნები და დღეს საქართველოდან ხორციელდება ელექტროენერგიის ექსპორტი უწყვეტ რეჟიმში თურქეთში, ასევე თურქეთის მხრიდან ჩვენ გვაქვს ინვესტიციები ენერგეტიკულ სფეროში. საუბარია იმაზე, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო იყოს, გაიზარდოს შესაძლებლობები, მათ შორის ინვესტიციები განხორციელდეს გადამცემ ინფრასტრუქტურაში, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი იყოს ეკონომიკური კავშირი. ასევე ვისაუბრეთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ სატრანსპორტო პროექტებზე და ვისაუბრეთ, ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივებზე, რომლებიც ქვეყანას გააჩნია და აქ თურქეთის შესაძლო მონაწილეობაზე“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
დავით ქართველიშვილი: აგვისტოს ომის “გმირი”, დასავლეთ საქართველოში რუსი გენერლის სერგეი ჩაბანის პირადი მძღოლი, ზაზა გოროზიაც გამოჩნდა “ანტირუსულ” მიტინგზე
„ზაზა გოროზიაც გამოჩნდა “ანტირუსულ” მიტინგზე – ის, გენერალ ჩაბანთან ერთად, ხელმძღვანელობდა ფოთის პორტიდან რუსეთისკენ მიმავალი გემების…
საქართველოსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი, რომელსაც ხელი თურქეთის…
ავთანდილ ვარსიმაშვილი: როგორც თეატრის ხელმძღვანელი, ვალდებული ვარ პატივი ვცე როგორც მაყურებელს, ასევე მსახიობებს და ტექნიკურ პერსონალს, არ დავუშვა მხარეებად დაყოფა – თეატრში გაკეთებულ ნებისმიერ პოლიტიკურ დეკლარაციას ჰყავს მოწინააღმდეგე როგორც მაყურებელში, ასევე თეატრის თანამშრომლებში
თავისუფალი თეატრი რატომ სდუმსო. არ სდუმს. მუშაობს. ყოველდღე, უჩვენებს სპექტაკლებს გადაჭედილ დარბაზებში. ხშირად გასტროლებს ვმართავთ როგორც…
ირაკლი კობახიძე რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. პირისპირ…
ირაკლი კობახიძე -აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ეფექტურად და წარმატებით ითანამშრომლონ ქვეყნებმა, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტს
აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ეფექტურად და წარმატებით ითანამშრომლონ ქვეყნებმა, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ერთმანეთის ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართული ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი განვითარება ყველა მიმართულებით. „ვთვლით, რომ რეგიონული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და ის მიზნად უნდა ისახავდეს მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობას, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნების განვითარებას. ამ მხრივ, აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ეფექტურად და წარმატებით ითანამშრომლონ ქვეყნებმა, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ერთმანეთის ეროვნულ ინტერესებს და როგორ შეიძლება, ასეთი თანამშრომლობით განხორციელდეს რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტები. ასევე ჩვენ გვქონდა საუბარი სხვადასხვა სტრატეგიულ პროექტებზე, რომლებიც აკავშირებს ჩვენს ქვეყნებს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი განვითარება. ასევე გვქონდა საუბარი თანამშრომლობის სხვა განზომილებებზე, როგორიც არის თანამშრომლობა განათლების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. რა თქმა უნდა, თანამშრომლობის თითოეულ ასპექტს ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ბატონო პრეზიდენტო, ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ ცხადყო საერთო ინტერესი, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენი თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე, რაც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ხალხების ინტერესების რეალიზებისთვის. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ უღრმესი მადლობა გულთბილი მასპინძლობისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – განსაკუთრებული პატივია,ვსტუმრობდე პრეზიდენტ ერდოღანს, რესპუბლიკის ნამდვილ ლიდერს, რომელიც მტკიცედ იცავს თურქეთის და თურქი ხალხის ეროვნულ ინტერესებს
დელიმიტაციის პროცესი, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ ორ სახელმწიფოს შორის საბოლოოდ გაფორმდეს სამშვიდობო შეთანხმება. თავის მხრივ საქართველო…