აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში სპორტულ ინფრასტრუქტურას გაეცნო. ზურაბ პატარაძემ ბათუმში ანგისის და ლეონიძის ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო ბაზა, ხოლო ქობულეთში რეაბილიტირებული ,,ჩელე არენა“ დაათვალიერა. ასევე, სამუშაო შეხვედრა გაიმართა საფეხბურთო კლუბ „დინამო ბათუმის“ პრეზიდენტთან, თემურ მიქელაძესთან. შეხვედრაზე რეგიონში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარების და ახალგაზრდებში ფეხბურთის პოპულარიზაციის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს. ქობულეთში, „ჩელე არენაზე“, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან და ვეტერან ფეხბურთელთან რევაზ ჩელებაძესთან ერთად, საფეხბურთო ტურნირის “ჩელეს თასის” პატარა მონაწილეებს გაესაუბრა. „ქობულეთში, „ჩელე არენაზე“ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის გარე განათება, რაც სტადიონს საშუალებას მისცემს, უმასპინძლოს სხვადასხვა დონის ჩემპიონატებსა და სპორტულ ღონისძიებებს. პარალელურად მიმდინარეობს შიდა სამუშაოები. ასევე გავეცანით ბათუმის საფეხბურთო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას, გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. მშობლებისა და ახალგაზრდების მხრიდან ფეხბურთის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია, იზრდება გუნდების რაოდენობაც, რასაც შესაბამისი ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა სჭირდება. ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და სპორტის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მზად ვართ, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ფეხბურთის პოპულარიზაციას რეგიონში“ – განაცხადა ზურაბ პატარაძემ. რეაბილიტაციის მეორე ეტაპის ფარგლებში უკვე დამონტაჟდა განათების ბოძები, გაყვანილია ჭაბურღილი და მიმდინარეობს შემოღობვის და შიდა სარემონტო სამუშაოები. რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე შეიცვალა ერთი სტანდარტული და ორი სავარჯიშო მოედნის ხელოვნური საფარი. ბათუმში, ანგისის საფეხბურთო ბაზაზე ოთხი საფეხბურთო მოედანია განთავსებული. მათ შორის, ამ ეტაპზე ფუნქციონირებს ორი სპორტული მოედანი. პარალელურად დაგეგმილია კიდევ ორი მოედნის მოწყობა. ლეონიძის ქუჩაზე არსებული ორი საფეხბურთო ბაზა 400-ზე მეტ მაყურებელზეა გათვლილი და უკვე მასპინძლობს საფეხბურთო მატჩებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს საქართველოს პარლამენტის წევრმა გია ჭყონიამ, აჭარის ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ, ქალაქ ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ცეცხლაძემ, აჭარის პროექტების მართვის კომპანიის ხელმძღვანელმა ლევან კვანტალიანმა, ასევე ბათუმისა და ქობულეთის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა.
ავტორი: ადმინისტრატორი
კერძო სექტორის განმავითარებელი მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო ოცეულშია
ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, მარეგულირებელი მმართველობის ( Regulatory Governance ) რეიტინგს აქვეყნებს.…
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია საზოგადოებასთან ურთიერთობისგანყოფილება
ქვემო ბოლნისში ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდაბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, პირველ მოადგილე ალექსანდრეზაბახიძესთან და მერიის…
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია საზოგადოებასთან ურთიერთობისგანყოფილება
ქვემო ბოლნისში ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდაბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, პირველ მოადგილე ალექსანდრეზაბახიძესთან და მერიის…
საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის წარმატებული პრაქტიკა – გიორგი შარაბიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ მე-6 ყოველწლიურ საარჩევნო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ვირტუალური კონფერენცია…
ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე: ამ სამიტმა წერტილი დაუსვა საერთაშორისო სამართლის იმ გაგებას, რაც იყო ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში
ამ სამიტმა წერტილი დაუსვა საერთაშორისო სამართლის იმ გაგებას, რაც იყო ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში, – განაცხადა…
ნანა ჟორჟოლიანი: მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ამ პროცესში მონაწილეობის მსურველები არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ იყვნენ პარტიულები, არ უნდათ პარტიასთან აფილირება და პარტიაში შესვლა და ამიტომ, ქმნის საბჭოს – დამოუკიდებელ სტრუქტურას და ეუბნება ადამიანებს, მოდით, მიიღეთ შეცვლაში მონაწილეობა
“ნაციონალურ მოძრაობაში” დაგეგმილი ცვლილებებისა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებული რეფორმატორთა საბჭოს შექმნის შესახებ, ნანა ჟორჟოლიანმა “ტვ…
ლიზა გეგეჭკორი: “ნაცებმა” შეცვალეს ტაქტიკა, გაიშალნენ სხვადასხვა პლატფორმაზე, მოირგეს ვითომ ჰუმანური სახეები და ჰგონიათ, რომ ამით ქართველ ხალხს მეხსიერებას წაუშლიან – ტყუილად ირჯებით! ვერანაირი ახალი შეფუთვა ვერ ჩამორეცხავს იმ დანაშაულებს, რაც თქვენ ამ ქვეყნის წინაშე გაქვთ ჩადენილი, საზოგადოებას არც ამნეზია სჭირს და არც რეალობის აღქმა დაუკარგავს
დააკვირდით, ბოლო პერიოდში როგორ მიზანმიმართულად და იაფფასიანად ცდილობენ ნაცები საკუთარი სისხლიანი და ბნელი წარსულის გათეთრებას? აშკარაა,…
ევროპარლამენტმა პირადი ჩატების კონტროლის უფლებას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირაევროკავშირის კონფიდენციალურობის წესებიდან დროებითი გამონაკლისის გახანგრძლივებას, რომელიც ონლაინ პლატფორმებს ნებაყოფლობით აძლევს უფლებას, შეამოწმონ უკვე ცნობილი…
პარაგვაელი სენატორის, სელესტე ამარილიას მიერ საფრანგეთის ნაკრების კაპიტნის, კილიან მბაპეს მისამართით გაჟღერებული რასისტული რეპლიკები სამართლებრივი რეაგირების გარეშე არ დარჩენილა. პარიზის პროკურატურამ დღეს, ოფიციალურად დაიწყო სასამართლო გამოძიება „საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელის მიმართ რასისტული შეურაცხყოფის“ მუხლით.
საქმეს ზედამხედველობას გაუწევს ინტერნეტში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ცენტრი (PNLH), უშუალოდ გამოძიება კი კაცობრიობის წინააღმდეგ…
ბაჩანა სურმავა: სტრასბურგის გადაწყვეტილებით, სლოვენიაში, ინტერნეტში შეურაცხყოფისა და ცილისწამებისთვის 6 თვიანი პატიმრობის შეფარდებით, გამოხატვის თავისუფლება არ დარღვეულა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე ბაჩანა სურმავა სოციალურ ქსელში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებას აქვეყნებს ინტერნეტის გამოყენებით…
სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების მომდევნო კლასტერის გახსნას რვა სახელმწიფო, მათ შორის, ბალტიისპირეთის ქვეყნები ეწინააღმდეგებიან – ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, სერბეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას სთხოვენ
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი რვა სახელმწიფო, მათ შორის, ნიდერლანდები, შვედეთი, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, ეწინააღმდეგებიან სერბეთის ევროკავშირში…
შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ ავტოპარკი განახლდა – კომპანიას 40-მდე ერთეული ტექნიკა და სატრანსპორტო საშუალება დაემატა
თბილისის გამწვანებული სივრცეების მოვლა-პატრონობის ხარისხის კიდევ უფროგაუმჯობესების მიზნით, შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ სპეციალიზებულისაავტომობილო პარკი განახლდა – კომპანიამ…
კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თავისუფლად აწარმოოსბიზნესსაქმიანობა, მიუხედავად თავისი პოლიტიკური შეხედულებებისა
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში ბიზნესიაბსოლუტურად თავისუფალია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, აწარმოოსსაკუთარი საქმე,…
კახა კალაძე: ვისაც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების საჭიროება აქვს, მათ ეს დახმარება ექნებათ
იმ ოჯახებსა და ცალკეულ პირებს, ვისაც არ ეკუთვნის დახმარება სახელმწიფოსმხრიდან, მათ ეხსნებათ, ხოლო ვისაც ეკუთვნის და…