კომპანია Apple-ის ხელმძღვანელმა, ტიმ კუკმა, ვიდეომიმართვით საინტერესო სიახლეები დააონონსა, კერძოდ:
- ახალი ოპერაციული სისტემა, iOS 14, რომელშიც განახლებული იქნება რუკა, კალენდარი და რიგი სხვადასხვა ვიჯეტები.
- თარგმნის საკუთარი აპლიკაცია, მას ერქმევა Translate – და შეეძლება რეალურ დროში ორი სხვადასხვა ენაზე მოსაბრე ადამიანის საბრის რეალურ რეჟიმში თარგმნა.
- Apple Watch– მასზე დაანონსებული სიახლეებიდან ყურადსაღებია, რომ ექნება ხელის დაბანის ტაიმერი, ძილის რეჟიმისა და ჩვევების შესწავლის ფუნქცია.
- და ბოლოს, ყველაზე საინტერესო, მანქანის ციფრული გასაღები, რომლითად ეფლის მომხმარებლებს ექნებათ საშუალება ტელეფონით გახსნან მანქანა და თუნდაც iMessage-ს საშუალებით სხვას გაუგზავნონ ციფრულად გასაღები.
- აგრეთვე, Apple აანონსებს საკუთარი ჩიპების წარმოებას, ტიმ კუკის განცხადებით ეს იქნება სერიოზული წინსვლა კომპანიისთვის; მოგეხსნებათ, რომ აქამდე აღნიშნული კომპანია იყენებდა ინტელის მიერ წარმოებულ ჩიპებს.
ჩამოთვლილი სიახლეები სავარაუდოდ 2020 წლის სექტემბრისთვის უკვე უნდა იყოს ხელმისაწვდომი Apple-ის მომხმარებლებისთვის