საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებააქტიურ რეჟიმში გრძელდება. ამ ეტაპზე, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს დიდდიღომში, III მიკრორაიონში, N14 და N15 კორპუსების მიმდებარედ. ასფალტისსაფარი უკვე დაიგო N1, N3, N5, N6, N15 და N17 კორპუსების მიმდებარედ.ჯამში, აღნიშნულ მისამართებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები 8 000 კვ.მფართობზე განხორციელდა.საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე მიმდინარე სამუშაო პროცესსადგილზე გაეცნო.მოსახლეობასთან საუბრისას, მან ხაზი გაუსვა მსგავსი პროექტების მნიშვნელობასდა იმედი გამოთქვა, რომ მოწესრიგებული შიდა გზები უფრო კომფორტულსგახდის საცხოვრებელ გარემოს.„ინფრასტრუქტურული პროექტები საბურთალოს გამგეობისთვის ერთ-ერთიპრიორიტეტია. საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება არა მხოლოდგადაადგილებას ხდის უფრო კომფორტულსა და უსაფრთხოს, არამედ მთლიანადსაცხოვრებელ გარემოსაც აუმჯობესებს. წლის დასაწყისიდან დღემდე, რაიონშიუკვე მოწესრიგდა 47 869 კვ.მ ფართობის ტერიტორია, რისთვის ადგილობრივიბიუჯეტიდან 3 460 466 ლარი დაიხარჯა“, – აღნიშნა გიზო ვასაძემ მიმდინარეპროექტის დათვალიერებისას.