გიორგი ანწუხელიძის სახელობის 3X3-ზე კალათბურთის ჩემპიონატი დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალებში გიორგი ანწუხელიძის სახელობის 3X3-ზე კალათბურთისჩემპიონატის გამარჯვებული დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის გუნდიგახდა. გამარჯვებულ გუნდს გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი თავდაცვისძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა, ეროვნული გმირის შვილთანერთად, გადასცა. მეორე და მესამე ადგილებზე გასულ აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითიბრიგადისა და უწყების სამოქალაქო ოფისის წარმომადგენლების გუნდებს შესაბამისი სინჯისმედლები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და ახმეტისმუნიციპალიტეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა გადასცეს. გამარჯვებულმა გუნდებმასაჩუქრები კალათბურთის ეროვნული ფედერაციისგანაც მიიღეს.დასკვნით ღონისძიებაზე დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისპარაკალათბურთის საჩვენებელი თამაშიც ჩატარდა.წელს 3X3-ზე კალათბურთის ჩემპიონატის ფინალური თამაშები ჩატარდა გიორგი ანწუხელიძისმშობლიურ ახმეტის მუნიციპალიტეტში, სადაც შესარჩევ ეტაპზე გამოვლენილი გამარჯვებულიგუნდები ერთმანეთს შეხვდნენ.სპორტულ ღონისძიებას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, კახეთის სახელმწიფორწმუნებულის ადმინისტრაციისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის წარმომადგნელები, ასევეგიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები დაესწრნენ.გიორგი ანწუხელიძის სახელობის 3X3 კალათბურთის ჩემპიონატი, თავდაცვის ძალებისორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით უკვე მეხუთე წელიატარდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება