საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსიგამოცხადდა2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებისდროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

შესაბამისიგანკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 5 აგვისტოს გამართულსხდომაზე მიიღო.საარჩევნო ადმინისტრაცია, ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკისშესაბამისად,მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებისდროებითი წევრების შერჩევის პროცესს ღიად და გამჭვირვალედ წარმართავს.შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება კანდიდატების შერჩევის პროცესისმაქსიმალური გამჭვირვალობა – კომისიის წევრობის მსურველების თანხმობისშემთხვევაში მათთან გასაუბრება ღიად, ლაივ რეჟიმში განხორციელდება.ჩართულ მხარეებს და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათგასაუბრებას უშუალოდ დააკვირდნენ ცესკოს ოფიციალური სოციალურიქსელების მეშვეობით.რაც შეეხება კონკურსის დეტალებს – საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითიწევრების შესარჩევი კონკურსი 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში გამოცხადდა.თითოეულ ოლქში სამი ვაკანტური ადგილია. საოლქო საარჩევნო კომისიისწევრობის მსურველების განაცხადების მიღება დღეს დაიწყო.მივმართავთ დაინტერესებულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საარჩევნოკანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, იაქტიურონ და დროულადშემოიტანონ საკონკურსო დოკუმენტაცია.აქვე შეგახსენებთ, რომ საკონკურსო საბუთები მიიღება 2025 წლის 6აგვისტოდან 7 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით, საქართველოს ცენტრალურსაარჩევნო კომისიაში, განმცხადებელმა საკონკურსო დოკუმენტაციაშესაძლებელია ასევე წარადგინოს სპეციალური ელექტრონული პლატფორმის(Konkursi.cec.gov.ge) საშუალებით.დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე,ინფორმაციის მისაღებად ასევე შეგიძლიათ მიმართოთ კონტაქტ-ჰაბს – 2 51 00 51დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ და განცხადების ფორმა იხილეთბმულზე – https://cesko.ge/ge/siakhleebi/pres-relizebi/singleview/11036599-konkursebi-saolko-saarchevno-komisiebis-droebiti-tsevrebis-vakantur-tanamdebobebze

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება