Agile Spirit 2025-ის კულმინაციური საველე სწავლება საბრძოლო სროლებით გაიმართა

Agile Spirit 2025 ფარგლებში, ვაზიანის მე-11 პოლიგონზე მრავალეროვნული ასეულის დონისქვედანაყოფის კულმინაციური საველე სწავლება საბრძოლო სროლებით ჩატარდა.კომბინირებულ სწავლებას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალებისმეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილთან და აშშ-ის ჯორჯიის შტატისეროვნული გვარდიის გაერთიანებული შტაბის მეთაურთან, ბრიგადის გენერალ კრისმარშალთან ერთად დაესწრო. ვაზიანში იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვისძალების მეთაურის მოადგილეები, საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები,ნატოს სამეკავშირეო ოფისის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადიჯგუფის, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურისა (ODC) დაევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) წარმომადგენლები.Agile Spirit საქართველოში მეთორმეტედ ტარდება. სწავლება მიზნად ისახავს მონაწილექვეყნების თავდაცვის ძალების მზადყოფნის დონის ამაღლებას, ურთიერთთავსებადობისა დაოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერებას. საერთაშორისო წვრთნებს ერთობლივადხელმძღვანელობენ საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადისგენერალი კობა გრიგოლია და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი,პოლკოვნიკი უილიამ კოქსი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება