ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი “ფეისბუქის” პირად გვერდზე საქართველოში არსებულ პანდემიურ ვითარებასთან დაკავშირებით საიმედო ინფორმაციას აქვეყნებს.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის “Institute for Health Metrics and Evaluation” – წარმოადგენს ერთ-ერთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას ჯანდაცვის სტატისტიკური ანალიზის კუთხით. სწორედ მასთან თანამშრომლობს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი და მისგან ღებულობს კოვიდის ეპიდემიის პროგნოსტულ მაჩვენებლებს. ამ ორგანიზაციის პროგნოზის მიხედვით (იხილეთ გრაფიკი ქვემოთ), ჩვენ ამ კონკრეტული ეპიდტალღის პიკზე ვიყავით გუშინ. ჩემის აზრით, ეს პროგნოზი საკმაოდ ზუსტია. მართალია, ისინი გაცილებით რთულ მათემატიკურ ალგორითმებს ეყრდნობიან, მაგრამ ემპირიული შეფასებითაც კი, თუ გავითვალისწინებთ სხვა ქვეყნების მრუდები–თავსებურებებს და და ბოლო თვეების განმავლობაში კორონავირუსის იმუნოლოგიურ კვლევებში დაგროვილ ინფორმაციას, ზუსტად იგივე დასკვნის გამოტანა შეიძლება. და თუ ეს ასეა, მაშინ შეზღუდვების გამკაცრება უბრალოდ არაფერს მოიტანს გარდა ეკონომიკური კრიზის გაღრმავებისა.
გაითვალისწინეთ, რომ ყველა შეზღუდვის პირველი ეფექტი გამოჩნდება 2-3 კვირის შემდეგ, მანამდე არა (ეს დადასტურებული ჭეშმარიტებაა)