დედაქალაქში ურბანული წესრიგის დასაცავად მოტოინსპექცია ამოქმედდება

დედაქალაქში ურბანული წესრიგის დაცვის მიზნით, მუნიციპალური ინსპექციისმიერ ახალი პროექტი – მოტოინსპექცია შეიქმნა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახაკალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, მოტოინსპექცია დედაქალაქის იერსახის, გარემოს დანაგვიანების დააკუსტიკური ხმაურის კონტროლს, ასევე, სამშენებლო და ადმინისტრაციულსამართალდარღვევებზე ოპერატიულ  რეაგირებას განახორციელებს.„ურბანული წესრიგის დაცვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით არაერთი ქმედითი ნაბიჯიგადაიდგა. ამჯერად, გაგაცნობთ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის პროექტს,რომელიც დაგვეხმარება დროში ეფექტურად და ოპერატიულად ვმართოთ წესრიგისდაცვის ღონისძიებები დედაქალაქის ტურისტულ და ისტორიულ ზონებში,ცენტრალურ მოედნებსა და გამზირებზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერის თქმით, მოტოინსპექცია აღიჭურვა ევროპული სტანდარტისტრიციკლებით, სპეცეკიპირებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით.„პროექტის მიზანია, ისტორიულ და ტურისტულ ზონებში, ცენტრალურ მოედნებსადა გამზირებზე ეფექტურად მართოს ურბანული წესრიგი და გაატაროს შესაბამისიღონისძიებები. მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა გაიარეს სპეციალურიმომზადება; სამსახურის მიერ შესყიდული იქნა 20 ერთეული ტრიციკლი“, – აღნიშნაკახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება