იუსტიციის მინისტრი პაატა სალია მოადგილესთან, ბექა ძამაშვილთან ერთად,საქართველოში წითელი ჯვრის  საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელს, ანა მონტავონს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია მოადგილესთან, ბექა ძამაშვილთან ერთად, საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელს, ანა მონტავონს შეხვდა.

იუსტიციის მინისტრმა ანა მონტავონს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიმართულებით მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის, ასევე, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერის პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა არსებული პარტნიორობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება