6 თვეში ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან საერთაშორისო მოგზაურთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა საქართველოში

2025 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში, ევროკავშირიდან და დიდიბრიტანეთიდან საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა განსაკუთრებულადგაიზარდა. ვიზიტორთა რაოდენობამ ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 2025წლის პირველ ორ კვარტალში ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდანსაქართველოში 201,986 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც 2024 წლისანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.2%-იანი ზრდაა.საერთაშორისო ვიზიტები მნიშვნელოვნად გაიზარდა შემდეგი ქვეყნებიდან:საბერძნეთი (+28.2%; +3,006 ვიზიტით მეტი), იტალია (+26.1%; +2,271 ვიზიტით მეტი),ესპანეთი (+25.9%; +1,638 ვიზიტით მეტი), გაერთიანებული სამეფო (+25.8%; +3,880ვიზიტით მეტი), პოლონეთი (+21.9%; +6,043 ვიზიტით მეტი), გერმანია (+4.2%; +1,296ვიზიტით მეტი) და სხვა.ევროკავშირის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში საქართველოს ტურიზმის ეროვნულიადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს მართავს, მონაწილეობსსაერთაშორისო გამოფენებსა და კონფერენციებში. ევროპის ქვეყნებიდანტურისტული ვიზიტების კიდევ უფრო გასაზრდელად ტურიზმის ეროვნულიადმინისტრაცია აქტივობებს წლის ბოლომდე აგრძელებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება