დავით კოდუა აბიტურიენტებს: თქვენი განათლება მნიშვნელოვანია არამარტო პირადად თქვენთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის

ზუგდიდის დელეგატი საქართველოს პარლამენტში დავით კოდუა აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების დაწყებას ულოცავს:

„დღეს, ქვეყნის მასშტაბით, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. მინდა წარმატებები გისურვოთ თითოეულ აბიტურიენტს! თქვენი შრომა შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

ეს განსაკუთრებული ეტაპია თქვენს ცხოვრებაში – პროფესიის არჩევის და პირველი დიდი ნაბიჯის, რომელსაც თქვენი განათლებით გადადგამთ.

თქვენი განათლება მნიშვნელოვანია არამარტო პირადად თქვენთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ძალა, განვითარება და გამარჯვება განათლებაშია – დარწმუნებული ვარ, ცოდნა და შრომა აუცილებლად დაგიფასდებათ.

კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებთ თითოეულ აბიტურიენტს, მშობლებსა და გულშემატკივრებს!“ – წერს კოდუა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება