ქვეყნის მასშტაბით, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან გიორგი ჯინჭარაძესთან და ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად იმყოფებოდა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა აბიტურიენტების გაამხნევეს და წარმატებები უსურვეს.
„თითოეული აბიტურიენტის ცხოვრებაში ძალიან საპასუხისმგებლო ეტაპი იწყება. ყველა მათგანს ვუსურვებ წარმატებებს გამოცდებზე და ცხოვრების მთელ გზაზე. განათლება ნამდვილად არის, ის რასაც ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის აუცილებელია და უსაზღვრო წარმატების მოტანა შეუძლია“ – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.