პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ზოგიერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, არჩევნების გაყალბების საბაბი გამოიყენეს, აქტივისტების რადიკალიზაციისთვის და სახელმწიფო გადატრიალების წახალისებისთვის. სინამდვილეში მათ არ ჰქონდათ არჩევნების გაყალბების არცერთი საბუთი და გამართული არგუმენტი,- ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯმდომარე ოთარ გრიგოლია, ეუთოს გენერალური მდივნის განცხადებას, ქართული ოპოზიციის მიერ მოსახლეობისადმი უსამართლო მოპყრობაზე. მისივე თქმით, ეს იყო საქართველოს არევის წინასწარ განზრახული და „კარგად“ ორგანიზებული მცდელობა. „ეუთოს გენერალური მდივნის განცხადება, რომ საქართველოში არჩევნები ასახავს მოსახლეობის ნებას და ოპოზიცია, რომელიც არ შევიდა პარლამენტში პატივს არ სცემს თავისივე ამომრჩეველს, რას ნიშნავს? პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ზოგიერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, არჩევნების გაყალბების საბაბი გამოიყენეს, აქტივისტების რადიკალიზაციისთვის და სახელმწიფო გადატრიალების წახალისებისთვის. სინამდვილეში მათ არ ჰქონდათ არჩევნების გაყალბების არცერთი საბუთი და გამართული არგუმენტი. ეს იყო ქვეყნის არევის წინასწარ განძრახული და “კარგად” ორგანიზებული მცდელობა“,- წერს ოთარ გრიგოლია. ცნობისთვის, ეუთოს გენერალურმა მდივანმა, გუშინდელ სხდომაზე განაცხადა, რომ : „ოდირმა დაწერა ანგარიში, სადაც წერია, რომ არჩევების შედეგები ასახავდა ამომრჩეველთა ნებას. საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას გქონდეს 40%-იანი წარმომადგენლობა და არ იყენებდე, ნიშნავს, რომ უსამართლოდ ეპყრობი ამომრჩეველს“.