ზაალ ანჯაფარიძე: საგარეო საქმეთა სამინისტროდან წასული პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მხრიდან სამინისტროში დარჩენილი კოლეგების დამუნათებამ უკვე ამაზრზენი ფორმები მიიღო, იმიტომ რომ აშკარაა მათი მხრიდან სამინისტროს ინსტიტუციური ჩამოშლის მცდელობა, რაც ჩვეულებრივი საბოტაჟის ერთ-ერთი ფორმაა

თუ მიდიხარ, ღირსეულად წადი მაინც და უკან ნუ იფურთხებიბოლო დღეებში საგარეო საქმეთა სამინისტროდან წასული პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მხრიდან სამინისტროში დარჩენილი კოლეგების დამუნათებამ უკვე ამაზრზენი ფორმები მიიღო, იმიტომ რომ აშკარაა მათი მხრიდან სამინისტროს ინსტიტუციური ჩამოშლის მცდელობა, რაც ჩვეულებრივი საბოტაჟის ერთ ერთი ფორმაა. თუ მიდიხარ, ღირსეულად წადი მაინც და უკან ნუ იფურთხები – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად გამოწვეულ მოვლენებს. მისი თქმით, თავი რომ მაგარ პროფესიონალებად მოგაქვთ, და ტერმინს “ინსტიტუციური მეხსიერება” ატრიალებთ ყველა ბრუნვაში, იქნებ ცოტა მეტი წაიკითხოთ და გაერკვეთ რას ნიშნავს ის. სპეციალისტების წასვლით ინსტიტუციური მეხსიერება არ ქრება. „ბოლო დღეებში საგარეო საქმეთა სამინისტროდან წასული პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მხრიდან სამინისტროში დარჩენილი კოლეგების დამუნათებამ უკვე ამაზრზენი ფორმები მიიღო, იმიტომ რომ აშკარაა მათი მხრიდან სამინისტროს ინსტიტუციური ჩამოშლის მცდელობა, რაც ჩვეულებრივი საბოტაჟის ერთ-ერთი ფორმაა. თუ მიდიხარ, ღირსეულად წადი მაინც და უკან ნუ იფურთხები! P.S. თავი რომ მაგარ პროფესიონალებად მოგაქვთ, და ტერმინს “ინსტიტუციური მეხსიერება” ატრიალებთ ყველა ბრუნვაში, იქნებ ცოტა მეტი წაიკითხოთ და გაერკვეთ რას ნიშნავს ის. სპეციალისტების წასვლით ინსტიტუციური მეხსიერება არ ქრება. კადრები მიდიან მოდიან, მაგრამ წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება უწყების კედლებშივე რჩება.“ – წერს ანჯაფარიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება