ანდრია ბასილაია: რაიონულმა გამგეობებმა ჯანდაცვისა და სოციალური საჭიროებების მიმართულებით 400 მლნ ლარამდე დახარჯა

თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით მიმდინარე და დასრულებულ პროექტებზე ისაუბრა.მისი განცხადებით, აღნიშნული მიმართულებების თვალსაზრისით,მნიშვნელოვანია რაიონული გამგეობების საქმიანობა.„რაიონულმა გამგეობებმა ამ მიმართულებით 400 მილიონამდე ლარიდახარჯა. მილიონ ნახევარ ადამიანს გაეწია დახმარება ჯანდაცვისმიმართულებით, ასევე, სხვადასხვა განაცხადების დაფინანსებაზე.ათივე რაიონში ოპერირებს უფასო სასადილო და 42 000 ბენეფიციარსემსახურება, რისთვისაც 180 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. გარდა ამისა,მოქმედებს მიზნობრივი ფინანსური დახმარება, რაც არის მოქალაქეებისერთჯერადი დახმარება ფორსმაჟორული სიტუაციებისთვის.პარალელურად მოქმედებს ქირით უზრუნველყოფის პროგრამა, 15 000-მა ოჯახმა უკვე ისარგებლა, რაც 55 მილიონი ლარით დაფინანსდა“, -განაცხადა ანდრია ბასილაიამ.თბილისის მერის მოადგილემ გამოყო წლების განმავლობაშიმოქალაქეებისთვის მოუგვარებელი პრობლემების გადასაჭრელადშექმნილი პროგრამები, როგორიცაა კოოპერატიული ბინათმშენებლობათუ კუთვნილი ფართების დაკანონება.„დაკანონება იყო მნიშვნელოვანი მიმართულება, რაზეც 2017 წლიდანგამგეობებმა და თბილისის ქონების მართვის სააგენტომ დაიწყომუშაობა. დღეს 3 000-ზე მეტ ოჯახს დაურეგისტირდა კუთვნილიფართები. კოოპერატიული ბინათმშენებლობაც იყო წლებისგანმავლობაში თაროზე შემოდებული პრობლემა. შევიმუშავეთ კონკრეტული კრიტერიუმი და რიგითობით დაკმაყოფილდა 2 500-მდე პირი, დარჩენილია 1 000, რომელსაც ახლო მომავალში დაუკმაყოფილდება მოთხოვნა.ამ მიზნით, მუნიციპალიტეტის მიერ 150 000 მ2-მდე არის გაცემული. რაც შეეხება უსახლკაროთა პროგრამას, პირველადი რეგისტრაცია გაიარა 355-მა ოჯახმა, რაც სრულად დაკმაყოფილდა. ახლა მეორე ეტაპი მიმდინარეობს, 2022 წლიდან დღემდე დარეგისტირებული ოჯახების დაკმაყოფილება“, – აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება