ირაკლი კობახიძე -მიგრაციის ნაწილში მოწესრიგდება როგორც შრომითი,ისე საზღვრის კვეთის საკითხები, ყველა მიმართულებით გვექნება მკაფიოდ განსაზღვრული კანონმდებლობა

მიგრაციის ნაწილში მივდივართ გამკაცრების მიმართულებით, ბევრი რამ იყო მოსაწესრიგებელი და მოწესრიგდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის  პასუხად განაცხადა, რომელიც საიმიგრაციო პოლიტიკას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იქნება მკაფიოდ განსაზღვრული კანონმდებლობა და მოწესრიგდება როგორც შრომითი, ისე საზღვრის კვეთის საკითხები.

„რეალურად, მივდივართ გამკაცრების მიმართულებით. ბევრი რამ იყო მოსაწესრიგებელი მიგრაციის ნაწილში და მოწესრიგდება როგორც შრომითი საკითხები, ასევე საზღვრის კვეთის საკითხები.  ყველა მიმართულებით გვექნება მკაფიოდ განსაზღვრული კანონმდებლობა იმისათვის, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ სწორად მოწესრიგდეს,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება