ღონისძიების ფარგლებში, ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში სულხან-საბა ორბელიანის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დასწრებოდნენ თეატრალურ წარმოდგენას, კონცერტს ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით. ფესტივალის ფარგლებში, ასევე, მოეწყო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების მიხედვით შექმნილი საბავშვო სპექტაკლების ჩვენება და სპორტული აქტივობები მკლავჭიდსა და ჭადრაკში.ფესტივალის დასკვნით ნაწილში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა, ბოლნელ მთავარეპისკოპოს ეფრემთან ერთად 2024-2025 სასწავლო წლის წარჩინებულ მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.