ირაკლი კობახიძე- განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების ცენტრის უქმდება და მისი ფუნქციები გადანაწილდება რეგიონული განვითარების სამინისტროზე და თბილისის ნაწილში  დედაქალაქის მერიაზე

განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების ცენტრის უქმდება და მისი ფუნქციები გადანაწილდება რეგიონული განვითარების სამინისტროზე და თბილისის ნაწილში დედაქალაქის მერიაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვების პასუხისას განაცხადა.

პრემიერის თქმით,  აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ცვლილებები უნდა განხორციელდეს ნორმატიულ ბაზაში.

„განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების ცენტრის უქმდება და მისი ფუნქციები გადანაწილდება რეგიონული განვითარების სამინისტროზე და თბილისის ნაწილში დედაქალაქის მერიაზე. ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ცვლილებები უნდა განხორციელდეს ნორმატიულ ბაზაში. მე ვფიქრობ, რომ ეს ცვლილება მნიშვნელოვანია, მათ შორის, იმ კუთხითაც, რომ პერსპექტივაში, ეს ფუნქცია, ვფიქრობ, უნდა გადავიდეს ადგილობრივი თვითმმართველობის გამგებლობაში. სკოლების მოვლა-პატრონობა პერსპექტივაში არის ერთ-ერთი უფლებამოსილება, რომელიც უნდა გადავიდეს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. გრძელვადიან პერსპექტივაში, ასევე, თუნდაც სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციაც შეიძლება გახდეს ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილება. ეს არის შუალედური ნაბიჯი ამ ეტაპზე. ამ ფუნქციით იქნება დაკავებული რეგიონული განვითარების სამინისტრო, თბილისის ნაწილში – დედაქალაქის მერია. რაც შეეხება პროცედურებს, დეტალები იქნება განსახილველი, ვადებიც უნდა განისაზღვროს და მთავარია, რომ პროცესები უნდა წარიმართოს ხარვეზების გარეშე“, – განაცხადა პრემიერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება