საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ლაშა მაღრაძე და  გიორგი დგებუაძე ანდორის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივან ჯოან ანტონი ლეონ პესოს შეხვდნენ

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სექტორული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

მინისტრის მოადგილეებმა სახელმწიფო მდივანს იუსტიციის სამინისტროს ძირითადი კომპეტენციები და პრიორიტეტები გააცნეს.

შეხვედრაზე აღინიშნა წარმატებული თანამშრომლობაც ციფრული მმართველობის საკითხებში, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ანდორის ციფრული ტრანსფორმაციისა და ტელეკომუნიკაციის საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს შორის მიმდინარე წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება