28 ივნისიდან, ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები იწყება, რის გამოც, მიმდინარე წლის28 ივნისის 00:00 საათიდან ივლისის ბოლომდე საავტომობილო მოძრაობანაწილობრივ შეიზღუდება.კერძოდ, სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე არსებულ მოედანზე, გზის სხვადასხვა მხარეს მონაცვლეობით.ასევე, მდინარე მტკვარზე ორთაჭალჰესის ხიდის სრული რეაბილიტაცია იწყება.დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 28 ივნისის00:00 საათიდან, ოთხი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოების წარმოების პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებასშეძლებენ ხიდის მხოლოდ ორ სამოძრაო ზოლში ორმხრივად.თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება