fbpx

ვაჟა სირაძე მედიას მოუწოდებს, შეწყვიტონ პირდაპირი ჩართვები

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე მედიასაშუალებებს მოუწოდებს, შეწყვიტონ პირდაპირი ჩართვები წერეთლის გამზირიდან, სადაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიარაღებული პირია შეჭრილი.

სირაძის განცხადებით, პირდაპირი ჩართვები საფრთხეს უქმნის მოქალაქეებისა და სამართალდამცავების სიცოცხლეს.

„წერეთლის გამზირზე მოხდა შეიარაღებული თავდასხმა მირკოსაფინანსო ორგანიზაციაში, ადგილზე იმყოფება პოლიცია. შენობაში არის 9 მძევალი და ერთი შეიარაღებული პირი. გამოძიება დაწყებულია ფაქტზე ყაჩაღობით და ცეცხლსასსროლი იარაღის უკანონი ტარებით. მინდა გთხოვოთ და მოგწიდოთ მედიასაშუალებებს, რომ შევწყვიტოთ პირდაპრი ჩართვები, ეს საფრთხეს უქმნის მოქალაქეების და სამართალდამცავების სიცოცხლეს. ასევე, თავი შევიკავოთ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

რაც შეეხება მოთხოვნებს და დეტალურ ინფორმაციას, ეტაპობრივად მოგაწვდით. მიმდინარეობს ღონისძიება“, – განაცხადა სირაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება