თბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7 ივლისიდან დაიწყება.როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზეგანაცხადა, რეგისტრაცია იქნება ელექტრონული და წარიმართება სამ ეტაპად – 7, 14და 21 ივლისს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე -http://kids.org.ge./ge„I ეტაპი დაიწყება 7 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 13 ივლისის ჩათვლით.პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენელიბავშვები: სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები; სპეციალურისაგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; ჩვილ ბავშვთა სახლისბენეფიციარები; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები;მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები; სამხედრომოსამსახურეთა შვილები; დედმამიშვილები; თბილისის ბაღების თანამშრომელთაშვილები“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისივე ინფორმაციით, II ეტაპი დაიწყება 14 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება20 ივლისის ჩათვლით. მერის თქმით, ეს ეტაპი შეეხება თბილისისმუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბავშვებს.რაც შეეხება რეგისტრაციის III ეტაპს, როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ისსაყოველთაო რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელიც დაიწყება 21 ივლისს, 10:00საათზე და გაგრძელდება ადგილების შევსებამდე.დედაქალაქის მერის განცხადებით, რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ისბავშვი, რომელსაც 15 სექტემბრის მდგომარეობით შეუსრულდება მინიმუმ 2 წელი.დაწვრილებითი ინფორმაცია საჯარო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციისშესახებ ხელმისაწვდომი იქნება სააგენტოს ვებგვერდზე.